.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » სიყვარულის სამსხვერპლო ნ.კოლხი
14:49
სიყვარულის სამსხვერპლო ნ.კოლხი

სასტიკ ქურუმებს დაენთოთ ცეცხლი, 
მე სამსხვერპლოზე ვიდექ ზვარაკი 
და ხელისგულზე მედო გაშლილი 
ჩემი ცხოვრების იგავ-არაკი; 
და ქვიშასავით დალექილ გრძნობებს 
მიაქანებდა ლურჯი მდინარე, 
მე უშენობას ვდარდობდი მაშინ, 
თუმც შენთან ყოფნაც ბევრჯერ ვინანე. 
კარგა ხანია ჩაქრა ის ცეცხლი 
და სისხლდაცლილი ვაგდივარ კართან, 
აღარც კი მახსოვს თუ ვის ვუყვარდი, 
აღარც კი მახსოვს თუ ვინ მიყვარდა; 
ან უშენობას რატომ ვდარდობდი, 
ან შენთან ყოფნა რატომ ვინანე... 
და ხელისგულზე დალექილ გრძნობებს 
მილოკავს ჟამი_ლურჯი მდინარე. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 982 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]