.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 19 » სიყვარულის აჩრდილი
21:41
სიყვარულის აჩრდილი

დილის შვიდი საათი. მაღვიძარა ჯიუტად ცდილობს სიმშვიდის დარღვევას ,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მიძინებული გონება ძლივს ახერხებს აზროვნებას მაგრამ მხოლდ ორი წუთით. ხელები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას თიშავენ რეალური და არა რეალური სამყაროს მიჯნაზე მოწიკწიკე საათს და გონება ისევ არარსებულ სამყაროს ისევ სიზმრებს უბრუნდება. ეთიშები მწარე რეალობას და იწყებ ბოდიალს უსასრულობაში. გადის მთელი დღე მთელი თვე, არაფერი იცვლება ამ სიარულში მაგრამ მინც არ ფიქრობ სიზმრების სამყაროდან გამოსვლას. სინამდვილეში კი საათი დღეებისა და თვეების ნაცვლად მხოლოდ რამოდენიმე წუთს ითვლის. 1; 2; 3...10 და უცბად ჩაგესმის ხმა: 
_ ადექი დაგაგვიანდება. 
ოხ, მშობლები! ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენზე მაგრამ არ ვაძლევთ მათ უფლებას ჩვენს გულში ჩაიხედონ ამიტომ ხშირად ვერ ხვდებიან რა გვაწუხებს, რა გვტკივა ან რა გვიხარია. რა ადვილია?! გაიღვიძე და გადმოაბიჯე სამყაროში სადაც ვერ პოულობ პასუხს ვერცერთ შეკითხვაზე. სადაც არ არის ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული. და მაინც დგები იმ იმედით რომ იპოვი ამ ყველაფერს. 
უბრალოდ დაელოდე და ის თავისით მოვა. 
ვდგები იმედით სავსე და ღმერთს ვთხოვ რომ მშვიდი და ლამაზი დღე მქონდეს. 
გაიცანით ერთმანეთი...... ყველაფერი ნაცნობია, ხელის ჩამორთმევა, ინტერესით აღსავსე თვალებით სუბიექტის რენდგენზე გატარება, ეფექტისთვის ოდნავ გაღიმება ზრდილობისთვის ნათქვამი გაცვეთილი ფრაზები: ,,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა”, და ნაცნობობაც შედგა. მაგრამ ის სხვებს არ ჰგავს. 
აი ესეც ლამაზი დღის დასაწყისი. აკვირდები ამ ადამიანს და ხვდები რომ ის.... იწყებ ოცნებას და ცდილობ აღარ გაიქცე ამ სამყაროდან, ბედნიერი ხარ, არ გინდა დაიძინო და ოცნების წამები სიზმარში გაცვალო. გადის დღეები და გრძნობ როგორ ლამაზდება შენი ცხოვრება. 
_მაჩუქებ ამ საღამოს? 
პასუხად ღიმილი და თვალებით ნათქვამი თანხმობა და ოცნაბაც ამისრულდა. ღმერთო არ მჯერა! 
ზამთრის სუსხიანი საღამო. ღამის ლამპიონებით განათებული ცარიელი ქუჩები, მოთეთრო ცა, თოვლის ულამაზესი წვიმა და ჩვენ. ჩვენს გულშიც თოვს ლამაზად თოვს სიყვარული. 
_ღმერთო რა ლამაზი ხარ!!! ლამაზი ისევე როგორც ეს ღამე, როგორც ეს თოვა, ეს ფიფქები და შენს გარშემო ყველაფერი. მხოლოდ ეს საღამო კი არა შენ ის სიყვარული მაჩუქე რომელიც ახლა ორივეს გვათოვს. შენ მე სამყარო მაჩუქე და გპირდები თოვლის ნაცვლად გაზაფხულზე შენსავით სათუთ ყვავილებს გაჩუქებ, ზაფხულში მზის სხივებს, შემოდგომაზე კი ოქროსფერ ფოთოლცვენას. 
,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მაღვიძარას ნაცვლად ღამის 3 საათზე ტელეფონის გაბმული ზარი მიფხიზლებს მიძინებულ გონებას. ხელები ისევ ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას. ტელეფონში გარკვევით ისმის ადამიანის გახშირებული სუნთქვა. 
_გამოიხედე შენს ფანჯრებთან ღამის აჩრდილს დაინახავ, აჩრდილს რომელსაც არ სძინავს და მუდამ ფხიზლობს რომ შენს მშვიდ ძილს უდარაჯოს. მაგრამ მასაც აქვს გული ვეღარ გაუძლო უშენობას და თავადვე დაგირღვია მშვიდი ღამე. მხოლოდ მცირეხნით დაინახავს თავის სიყვარულს და ისევ გააგრძელებს დარაჯს განთიადის მოლოდინში. 
_ღმერთო რომელი საათია? თუმცა.... რა მნიშვნელობა აქვს დროს.... 
გარეთ ძალიან ცივა. მთვარის ვერცხლისფერი შუქი მთლიანად ანათებს მიძინებულ ქალაქს. ყველას და ყველაფერს ღრმა ძილით სძინავს ქუჩის მაწანწალა ძაღლებიც კი სადღაც მიმალულან და გარშემო ისეთი სიჩუმეა გამეფებული თითქოს ღმერთმა ჯერ მხოლოდ დედამიწა გააჩინა სულიერი კი ჯერ არავინ. არ სძინავს მხოლოდ ერთ პატარა ქუჩას, რომელიც გაფაციცებით ადევნებს თვალს ორი აჩრდილის ცეკვას. გრძნობ როგორ იცვლება როგორი სხვანაირი ხდება შენს გარშემო ყველაფერი. უცებ ცხოვრების ეკრანზე მომაბეზრებელი შავთეთრი კადრები სიცოცხლითა და სიყვარულით გაჟღენთილი ფერადი კადრებით იცვლება. შენBბედნიერი ხარ და ვერც კი გრძნობ როგორ ადვილად მიაბიჯებ მწვერვალისკენ, საიდანაც ცხოვრება ერთ პატარა ქოხს ემსგავსება რომლის ბედიც შენს ხელთაა ან დაანგრევ ან ააშენებ.
_გათენდა კიდეც ახლა აღარ გჭირდება დარაჯი, წადი და იძინე მშვიდად. მოთმინებით დაველოდები დღისა და ღამის ჭიდილს, დაველოდები იმ წუთს როდესაც ღამე იბატონებს დღეზე და როცა ისევ სიყვარულის აჩრდილად მაქცევს და მაშინ მე მოვალ შენთან, მოვალ და ჩვენ ისევ ვიცეკვებთ მთვარის ვერცხლისფერ შუქზე, ვარსკვლავები მხოლოდ ჩვენთვის იციმციმებენ, ქარი კი ჩვენთვის იმღერებს. მე მოვალ.... მოვალ.... მოვალ...... 
ღამის სიბნელეში ჩაკარგული ქალაქი ნელნელა ვარდისფრად შეიღება. ცეცხლისფერი დისკო ჯიუტად ცდილობს ქალაქის გაღვიძებას. მზის პირველი სხივიც შეეხო საწოლს, რომელიც მთელი ღამით მიტოვებული ახლაღა გაახსენდა მის ქალბატონს. გათენდა კიდეც. Aამინდი ნამდვილად არ იყო ზამთრის შესაბამისი. 
სახლში არც კი შეუმჩნევიათ ღამით მისი არყოფნა. ალბათ ფიქრობდნენ რომ ღამითაც ისეთივე მშვიდი ძილით ეძინა როგორც ახლა. სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ესახებოდა. ის სიყვარულით სავეს ანგელოზი იყო რომელსაც ცხოვრება მწარე დაცინვას უპირებდა. 
,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. ხელები ისევ ინსტიქტურად მოძრაობენ. მიძინებული გონება ვერ ახერხებს გამოფხიზლებას და ვერ აღიქვავს რეალობას. ტელეფონის გრძელი მომაბეზრებელი ზარი. ხელები მიზანს აღწევენ და აპარატის ყურმილიც უკვე ყურთანაა. 
_გისმენთ. 
_გაგაღვიძე მაგრამ.... 
_დილა მშვიდობისა. არაფერია მეგობრებს ვპატიობ ასეთ ,,შეცდომებს”. რომელი საათია? არ მეგონა ასე ადრე თუ იღვიძებდი. 
_ხო მაგრამ......მისმინე ცუდი ამბავია ის....ის.... 
_რა მოხდა?!!! 
_.............. ის .............. ღამით ....ავარიაში მოყვა და......დაიღუპა 
ტელეფონის ყურმილი ყრუ ხმაურით დაეცა რბილ ხალიჩაზე. იდგა უგრძნობი, ლამაზი ქანდაკებასავით გაშეშებული და უაზროდ მიშტერებოდა ფანჯრებიდან შემოჭრილ მზის სხივებს. სახეზე უცნაური სიმშვიდე აღბეჭვდოდა. სმენას ექოს გამოძახილივით სწვდებოდა სიტყვები დაიღუპა....დაიღუპა...., და გულში ტყვიასავით ესობოდა. საშინელმა სიცარილემ დაისადგურა სულში და ძლიერ ტკივილს უფრო გაუხსნა გზა. უცბად ყველაფერი ლამაზი ოცნებასავით სადღაც გაქრა, გარშემო მხოლოდ შავი ნისლი დამდგარიყო. წამით ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს თითქოს ვიღაც მისი გულის ორად გაპობას ცდილობდა ტკივილმა მთელ სხეულს დაუარა და უკანასკნელი ძალაც გამოაცალა. გარშემო ყველაფერი შეჩერდა, ნელნელა ღრუბელივით თეთრ ნისლში ეხვეოდა სამყარო და... ჰორიზონტზე სუსტად მბჟუტავი მქრთალი სინათლეც გამოჩნდა. სინათლეში აჩრდილი იდგა ხელგამოწვდილი და მომღიმარი. უცბად სადღაც გაქრა სიყვარულის და ტკივილის შეგრძნება აი ზღვარი რეალობასა და არარეალობას შორის. მთელი ტკივილი რეალურ და ამავე დროს ტკივილით სავსე სამყაროში დარჩა. იქ კი... სადაც ორი აჩრდილი ცეკვას აგრძელებს არავინ იცის როგორია სამყარო. ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია წარსულმა გადაიბარა და მის ფურცლებს კიდევ ერთი სევდიანი სიყვარულის ისტორია შემატა რომელიც ძალიან მალე წარსულის მტვრიანი ფურცლების რიცხვს მიემატება რომლებმაც ჭეშმარიტი სიძლიერის მიუხედავად ვერ გაუძლო დროის გამოცდას და დავიწყებას მიეცა. უბრალო მოგონებად გადაიქცა. 
1; 2; 3...10 საათი ჩვეული რითმით აგრძელებს დროის ათვლას. გადის დრო და ნელნელა ყველას ავიწყდება პატარა სიყვარულის ისტორია. არ სძინავს მხოლოდ ქალაქის ერთ პატარა ქუჩას, რომელიც ისევ გაფაციცებით ადევნებს თვალს ორი აჩრდილის ცეკვას....

------------------------------------------------------------------------------


კვლავ მოვიდა თოვლი და ამ თოვლმა ჩემი გრძნობები უფრო ღრმად დამალა 
მე დიდი ხანი ვიმეორებდი ამ სიტყვებს: მიყვარს, მიყვარს, მე ის ძალიან მიყვარს, მის გამო ყველაფერს გავაკეთებ, ის ჩემი სიცოცხლეა, ის ყველაზე კეთილი და საყვარელია, ის ბავშურია. ხშირად მილოცვია იმ ადამიანისთვის, მე ის ადმაიანი მართლა ძალიან მიყვარდა… მიყვარდა 5 წელი, 5 წელი…. 
მე საკუთარ თავს დავცინი, ვიძახი მიყვარდა, მაგრამ რა ხდება ეხლა ჩემში? გეტყვით ჩემში გადაგვარება ხდება, ვცდილობ საკუთარ თავს ჩავაგონო რომ ის ადამიანი აღარ მიყვარს 
კვლავ ის დრო მახსენდება 4 წლის წინ მე 11ის რომ ვიყავი: 
ზამთარი, თეთრად მოფენილი თოვლი, კაშკაშა მთვარე, ვარდისფერი ნათელი გრუბელი, ირგვლივ არავინ არის, ღამის 2 საათია, მე თოვლში მარტო ვიწექი და ცრემლები უაზროდ მომდიოდა, მაშინ ის მოვიდა მომიცწვა გვერდზე და ის სიტყვები მითხრა რაც მე მისგან არასოდეს მომითხოვია: შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ და არ დავუშვებ ვინმემ გული გატკინოს, მითხარი იმ ბიჭის სახელი გავანადგურებო. აი, ზუსტად მაშინ ვიგრძენი თავი ყველაზე უბედურ ადამიანად და იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა 
მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს დავძლევდი და სიყვარულზე უარი ვთქვი 
მე მეშინია ჩემი გრძნობების ის ისე ვერასდოდეს ვერ შემიყვარებს როგორც მე, ამ ფიქრებსში ვიყავი, როდესაც მესიჯი მომივიდა: 
აუ გთხოვ სახლში თუ ხარ დამირეკე საქმე მაქვს, უნდა გელაპარაკო. ეს ის იყო მე თავს ძალა დავატანე და მისი ნომერი ავკრიფე 
-ალო? (მოისმა ხმა ყურმილიდან). მე გული ამიჩქარდა 
-გამარჯობა იკა, მთხოვე ხო დამირეკეო? 
-ხო გთხოვე თაკო შენთან სალაპარაკო მაქვს 
-გისმენ 
-მოკლედ არ ვიცი როგორ დავიწყო რა, მოკლედ მე … 
-შენ რააააა? გავნერვიულდი მე 
-მე, მე მინდა, რომ გნახო მჭირდები ძალიან 
-კაი რა სალაპარაკოა ხვალ იყოს? 
-ხვალამდე ვერ გავძლებ დღესვე 
-რაა? ამ ღამეს? 
-ხოოო, თააააკო გეხვეწები 
-ხო კაი კაი 
გამის 10 საათისთვის კეკლიძის ხიდთან ვიყავით ორივენი, იკა ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, მე გული ცუდს მიგრძნობდა 
-პაწუკა შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ 
-ხო დავუშვად ვიცი 
-არ მეხუმრება, ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ უნდა გითხრაააა რა ვქნა აგარ შემიძლია ამ საიდუმლოს ტარება 
-გისმენ რა უნდა მითხრა ირაკლი? მე სმენა დამეძაბა 
-რა უნდა გითხრა ჩემო უსაყვარლესო, რომ, რომ მე მეგობარზე მეტად მიყვარხარ, რაღაც უფრო სხვანაირად 
-მაინც როგორ დასავიიით? 
-არა როგორც ბიჭს გოგო უყვარდება ისე 
-რააა? შენ გინდა, რომ დაგიჯეროოო? 
-არ ვიცი არ ვიცი, მგონი მართლა ეგრე მიყვარხარ 
-არ ვიცი იკა არ ვიცი რა გითხრა, მე… მე…. 
-რა შენ? შენ არ შეგიძლია ხო როგორც ბიჭს შემომხედო ხოოო? კაი წავედი მე 
-იკაააა, იკააა მე ეგ არ მითქვამს 
-მე შენ მიყვარხარ 
იკას თვალებმა გამოანათა, მაგრამ თან თითქოს რაღაცა ჩაწყდა, მე ის ასეთი ბედნიერი არ მინახავს არასოდეს არ მინახავს 

-იკა ორ დღეში ჩემი დაბ დღეა და რა ვქნათ? 
-ეგ ჩემზე იყოს თაკუნია გოჭო 
-აუფ რას მაღელვებ ეხლა? 
-მე კაი გეგმა მაქვს დაელოდე 2 დღეც რა 
მე ღამე არ მძინებია, მეორე დღესაც სულ ვფიქრობდი რა უნდა გაეკეთებინა იკას. გავიდა პირველი დგე უდზილოდ, ხოლო დადგა ჩაფიქრებული მეორე ენერგიით აღსავსე დღე. 
დილით მე და ჩემი დაქალები საყიდლებზე წავედით, დისკები ვიყიდეთ, ბევრი რაღაც-რაღაცეები. ძალიან კარგად გავერთეთ, მართლა საუცხოო დღე იყო, ყველა მაგრძნობინებდა, რომ ვუყვარდი. 
უკვე თორმეტს აკლდა 10 წუთი მე ახალ ტანსაცმელს ვიზომავდი ხვალინდელი დღისთვის და აღარც მახსოვდა, რომ 10 წუთში 15 წლის გავხდებოდი. უცბათ ტელეფონმა დარეკა, ზარზე ვიცანი ეს იკა იყო, ძალიან მესიამოვნა 
-ალო იკუნა გისმენ 
-გაიხედე შენი დაბ დღისთვ ის რა ლამაზი ვარსკვლავებია, მე განვალაგე ეგრე
-აუფ. მე გავიხედე და თან გულში მჯეროდა, რომ მან ვარსკვლავები მაჩუქა, რადგან ბავშობაში ხშირად ვუყვებოდი ვარსკვლავებზე, მე მეოცნებე გოგონა ვიყავი 
გავიხედე უცბათ საათს დავხედე და თორმეტს 1 წუთი აკლდა გამეცინა, გავიფიქრე იკა რა ეშმაკიათქო 
უცბათ ყვირილი გაისმა, ეზო განათდა, ფერად-ფერადი ნათურებით 
-თაკოოოოოო გვიყვარხაააარ, ოცდაათამდე ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი ყვიროდა სიტყვებს "გვიყვარხარ, გვიყვარხარ” მე გამეცინა 
ხალხში იკა გამოჩნდა ნაღვლიანი თვალებით, ხელში ეჭირა დიდი გული, ზედ ეწერა თაკუნია გოჭო 
ეხლა 15 წლის ვარ როგორც მიხვდით და ჯერ კიდევ ძილის დროს ჩახუტებული მაქვს ის გული, იმედებით ვცხოვრობ, მაგრამ მე ამ ნაჭუჭიდან გამოსვლა ადრე თუ გვიან მომიწევს და არ მინდა, ვერ "გავქაჩავ”, იკას დაკარგვა ჩემთვის ტრაგედია იყო. 
იკამ გამიღიმა და ძალიან, დზალიან ხმამაგლა იყვირა, თაკო მიყვარხაააააააააარ. თეთრ ლამაზ თოვლზე სისხლის ფრად ეწერა მიყვარხარ. მე ქვემოთ ჩავედი, თითქმის საზაფხულო ტანსაცმლით, მაგრამ არ მციოდა, იკას სიყვარული მათბობდა. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. 
გათენდა მეორე დღე მე იკას გულთან ერთად გავატარე ღამე, სულ იკაზე ვფიქრობდი, გული ელვის სისწრაფით მიცემდა, არ ვიცოდი მომავალში რა მოხდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამ მომენტში ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი. 
დილით ადრე ავდექი, გული ავიღე და გულიდან წერილი გადმოვარდა. ზედ ეწერა: "არ წაიკითხო სანამ შენი დაბ დღე არ გადაივლის”. მე ვერ გავძელი და გავხსენი. წერილმა თავზარი დამცა, პანიკაში ჩავვარდი, ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ იკას სიყვარული ადრე არ ავუხსენი ის უფრო დიდხანს იქნებოდა ბედნიერი. 
არ შემიძლია წერილი მთლიანად მოგიყვეთ, მარტო იმას გეტყვით, რომ ჩემი პაწუკა იკუნა… მოკვდა. 
არავინ იცოდა, რომ მიყვარხარ წითლად იკას სისხლით იყო დაწერილი, იკას კიბო ჰქონდა და ზუსტად იცოდა, როდის მოკვდებოდა, სიყვარული კი იმიტომ ამიხსნა, რომ არ ეგონა თუ მეც მიყვარდა და სურდა სიკვდილის წინ ეთქვა რასაც ამდენი ხანი მალავდ, ის მაქამდე ვერ ბედავდა ჩემთვის სიყვარულის ახსნას 
მან თავისი სიცოცხლის ბოლო დღე მე მაჩუქა, მაგრამ მე მე ეხლა უბედური ვარ, გეტყვით, რომ ჩემი სიცოცხლე დასრულებულია, მაგრამ მე ბედნიერი მართლა ვიყავი და ეს ბედნიერება ისეთი უზარმაზარი იყო, რომ საკმარისია. მე ის მიყვარს და მუდამ მეყვარება, ეხლა ვხვდები, რომ სიყვარულზე მაგარი რამ არ არსებობს და მას ვერ მოექცევი ისე თითქოს ნივთი იყოს და ვერ მოისვრი. 
ასე დასრულდა ჩემი ისტორია, აი ასე, ამ სიყვარულმა ბევრი ცრემლი მომიტანა, მაგრამ ის მაინც სიყვარულია არ ვიცი ვინმეს ცრემლები წამოუვა თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ სიყვარული ძალიან მაგარი რამეა და სიცოცხლეს გვიხალისებს, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ იკას ცოტა ოდენი ბედნიერება მაინც მივანიჭე, ყველაზე დიდი ბედნიერება ადმიანისთვის ისაა, როდესაც მისი დახმარებით ბედნიერი სხვა არის.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1481 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]