.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ
19:42
შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ

შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ,
დაულაგებელი წესრიგი... 
გიჟი ვარ!
ცრემლში ვხარხარებ და ღიმილში ვტირი,
აუხდენელი მიცინის... მტირის...
ღამის თენება დამჩვევდა,
ცხარე და ტკბილი,
ბნელი და ნათელი...
გამოუცნობი სევდა დამჩემდა;
გაშეშებული მივრბივარ, ვყვირივარ...
გადამავიწყდა საგნების გარჩევა,
უჭკვიანესი გადარეული...
უნორმალურესი არანორმალური,
აღელვებული სიმშვიდე... 
გიჟი ვარ!
ტრაგედიას მივხარხარებ და 
კომედიას ვტირივარ,
ნაბიჯი მიჭირს... 
ვერსად ვერ მივდივარ;
ჩემი დროს მოსვლა მომინდა,
შეუხებელი შემეხო, მოვიდა... 
... და მითხრა, მიყვირა:
წყალივით მწყურიხარ! 
წყალივით მინდიხარ!..
დაულაგებელი წესრიგი...
გიჟი ვარ!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]