.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » შეგიძლიათ თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა (ტესტი)
12:58
შეგიძლიათ თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა (ტესტი)


გაქვთ საქმიანი შეხვედრა, პირველი პაემანი, გასაუბრება და, რა თქმა უნდა, თავი ყველაზე კარგი მხრიდან უნდა წარმოაჩინოთ. შეეცადეთ, გაიაროთ ტესტი, ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად გეხერხებათ ამის გაკეთება:

1. გაიხსენეთ სტუდენტური სესიების პერიოდი. ზეპირი გამოცდის დროს თქვენ: 

ა. თავს წესიერ მოსწავლედ აჩვენებდით – 1 ქულა 
ბ. ცდილობდით, ნათლად გამოგეხატათ თქვენი აზრი – 2 ქულა 
გ. ცდილობდით, თქვენი ხმა გაეგონათ – 3 ქულა 
დ. აგრძნობინებდით ლექტორსს, რომ მისი შეკითხვები საკმაოდ ბანალურია – 4 ქულა



2. როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა თქვენთვის შენიშვნა მოეცა, თქვენი რეაქცია: 
ა. რაც უნდა, ის იფიქროს, მისი სიტყვები ჩემს თავმოყვარეობას შეეხო! – 4 ქულა 
ბ. ვწითლდები და თვალებს დაბლა ვხრი – 3 ქულა 
გ. ყველაფერს ხუმრობაში გავატარებ - 2 ქულა 
დ. საერთოდ არ მიცნობს, ამას სერიოზულად არ მივიღებ - 1 ქულა

3. დაპატიჟებული ხართ დაბადების დღეზე. წვეულებაზე იქნება ბევრი დასაქორწინებელი მამაკაცი, თქვენ: 
ა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავს სრულ წესრიგში მოვიყვან – 2 ქულა 
ბ. ჩავიცვამ იმას, რაც გარდერობიდან პირველად მომხვდება ხელში! - 4 ქულა 
გ. ჩავიცვამ იმას, რაც ყველას შოკში ჩააგდებს! – 1 ქულა 
დ. გამოვეწყობი ჩვეულებრივად, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის შესაფერისად – 3 ქულა

4. თუ სამსახურში მიღებისას გასაუბრების დროს შეგეკითხებიან თქვენი ნაკლოვანებების შესახებ: 
ა. თქვენთვის გადაწყვეტთ, რომ ეს აშკარად ცუდი ნიშანია – 3 ქულა 
ბ. რა აზრი აქვს შეკითხვას, კანდიდატები ხომ მაინც ტყუილს იტყვიან? – 4 ქულა 
გ. გულწრფელად დაასახელებთ რამდენიმე თქვენ სუსტ წერტილს – 2 ქულა 
დ. ამაყად განაცხადებთ, რომ საკუთარ ნაკლოვანებებზე აქტიურად მუშაობთ, მათ ღირსებებად გადაქცევას ცდილობთ – 1 ქულა.

5. თქვენი საპირისპირო სქესის სანდომიანი კოლეგა მიგანიშნებთ თქვენ მიმართ აშკარა სიმპათიაზე. თქვენ: 
ა. ელოდებით მისი მხრიდან გრძნობების აშკარა გამოხატვას – 4 ქულა 
ბ. ასევე ბუნდოვნად მიანიშნებთ საპასუხო ინტერესზე – 1 ქულა 
გ. თქვენი გადაადგილება ოფისში ძალიან ფრთხილი გახდება, თქვენ გეშინიათ არ შეხვდეთ მას პირსპირ – 3 ქულა 
დ. თქვენი გზა ახლა მხოლოდ მისი კაბინეტის წინ გაივლის – 2 ქულა

6. როგორ ფიქრობთ, როგორ გიყურებენ ადამიანები? 
ა. ვფიქრობ აღმიქვამენ ისე, როგორიც ვარ – 2 ქულა 
ბ. ხედავენ იმას, რისი დანახვაც სურთ – 4 ქულა 
გ. მხოლოდ იმას ხედავენ, რისი დანახვის საშუალებასაც ვაძლევ – 1 ქულა 
დ. ვფიქრობ, იმასაც კი ხედავენ, რაც მე არ ვიცი – 3 ქულა

7. თქვენი შეხედულებით საზოგადოებაში ცხოვრება ეს არის: 
ა. ჯუნგლები – 3 ქულა 
ბ. საზეიმო მეჯლის-მასკარადი – 1 ქულა 
გ. შესანიშნავი მოგზაურობა თავგადასავლებით – 2 ქულა 
დ. ნამდვილი ლატარია - 4 ქულა

8. როდესაც სარკეში იყურებით, ფიქრობთ, რომ გამოიყურებით: 
ა. საკმაოდ კარგად – 4 ქულა 
ბ. ოდნავ შეზღუდულად – 3 ქულა 
გ. ბუნებრივად – 2 ქულა 
დ. ჩვეულებრივად – 1 ქულა

9. თქვენ ცოტათი გშურთ ადამიანების: 
ა. რომელთაც შეუძლიათ პირში გითხრან ის, რასაც ფიქრობენ – 1 ქულა 
ბ. რომელთაგან იფრქვევა ადამიანური სიკეთე – 2 ქულა 
გ. რომელთაც არ ეშინიათ, ყურადღება მიიქციონ – 3 ქულა 
დ. რომლებიც ყველასთვის საყვარელი არიან, თუმცა ამისთვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებათ – 4 ქულა

10. იმისათვის, რომ საკუთარი თავმოყვარეობა გაათამამოთ, საჭიროა: 
ა. ღიმილი, რომელსაც თანამოსაუბრე გაჩუქებთ – 2 ქულა 
ბ. კომპლიმენტი – 3 ქულა 
გ. თქვენკენ მომართული აღფრთოვანებული მზერა – 1 ქულა 
დ. ადამიანი, რომელიც დაინახავს იმას, რაც სხვებს გამორჩათ – 4 ქულა

ტესტის შედეგები

თუ მოაგროვეთ:

10-18 ქულა 
ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებით. ყველას მოსწონხართ და ყველასთან კარგად ხართ, მაგრამ რის ფასად გიჯდებათ ეს? უბრალოდ ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ ხდებით ის, როგორიც უნდათ, რომ დაგინახონ? თქვენ გაქვთ ასეულობით უკვე არაერთხელ გათამაშებული როლის მარაგი სხვადასხვა სიტუაციისთვის. ყოველთვის ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც საჭიროა იყოთ სცენარის მიხედვით, ამით თავს არიდებთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან, ისინი დარწმუნებული არიან, რომ თქვენ მათი გუნდიდან ხართ, თქვენ – თამაშის გენიოსი ხართ! ასეთ პოზიციას ერთი დიდი ნაკლი აქვს – იმის საფრთხე გექმნებათ, რომ ამ თამაშის შედეგად საკუთარ "მეს” დაკარგავთ. ნუ შეგეშინდებათ, თავი ისეთად წარმოაჩინოთ, როგორიც ხართ, მიიღეთ საკუთარი თავი ღირსებებით, სილამაზითა და ძალით! ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ – ნამდვილი – არავის მოეწონებით! ის, ვისაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში იყოს ის, ვინც არის, ადამიანებთან უფრო მყარ ურთიერთობებს აშენებს!

სხვა რომ არაფერი, ნუთუ თავად არ გღლით ნიღაბი?

19-24 ქულა 
თქვენ ხართ – ოქროს შუალედი! მოსალოცია. მშვენივრად უწყით რა თქვენი ყველა ღირსების შესახებ, როგორც ნამდვილ სტრატეგს, გეხერხებათ აჩვენოთ ისინი მაშინ, როდესაც საჭიროა. ეჭვებმაც რომ გძლიონ, თქვენი საღი აზრი არ გაუშვებს ხელიდან მოცემულ შანსს და თქვენ დასძლევთ ეჭვებს. ამასთან, თქვენ, როგორც ნამდვილი ბრძენი, არ დაიწყებთ თავის მოწონებას თქვენი შესაძლებლობებითა და ნიჭით, როდესაც ამის დრო არ არის. ასეთ ადამიანებს ბედი აუცილებლად უღიმით. თუ ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ელოდეთ, მალე წარმატება გელოდებათ!

25-31 ქულა 
ზოგჯერ ძალიან გინდათ, შეგამჩნიონ და თქვენით აღფრთოვანდნენ. მაშ, რატომღა რჩებით ყოველთვის ჩრდილში? გეშინიათ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, თქვენი შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრირება კი პირდაპირ გაძრწუნებთ. ვინ გითხრათ, რომ ყველასგან გამორჩევა ცუდია? გაერკვიეთ საკუთარ თავში: რა გიშლით ხელს თავის წარმოჩენაში? მოიშირეთ ყოველგვარი ეჭვი და ორჭოფობა! გჯეროდეთ, თქვენი შესაძლებლობების გამოაშკარავება საშუალებას მოგცემთ, სხვაგვარად შეხედოთ სამყაროს! ჩრდილში დარჩენით თქვენ მიდიხართ რისკზე, გადაიქცეთ იმ უბედურ ადამიანად, თვითრეალიზებას რომ ვერასოდეს შეძლებს!

32-40 ქულა
უკვე დიდი ხანია, საზოგადო აღიარებას მოიპოვებდით, ადამიანებს ერთმანეთის აზრების კითხვა რომ შესძლებოდათ! თქვენ არ ახდენთ თქვენი ღირსებების დემონსტრირებას, მიგაჩნიათ რა, რომ გარშემომყოფნი მათ ისეც დაინახავენ. ელოდებით, სხვებმა გადმოდგან ნაბიჯი თქვენკენ, თვითონ კი არ აპირებთ ამისათვის რამე ზომების მიღებას. ასეთი მიდგომა შეიძლება ბევრ რამეში იმედგაცრუების საბაბი გახდეს. თქვენ იფიქრებთ: "ისინი იმდენად უგუნურნი არიან, რომ ვერ შენიშნეს ჩემი არაორდინალურობა!” და ეს არ იქნება სიმართლე. ყველა არ ფლობს უტყუარ ინტუიციას და ყველას არ შეუძლია თქვენი შინაგანი სამყარო დაინახოს! არ შეიძლება ამის გამო გულში წყენა ჩაიდოთ ადამიანებზე.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 1051 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]