ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:29
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:53 საყვარელი ადამიანი საჩუქრებს გიკეთებთი | |
1.საყვარელი ადამიანი საჩუქრებს გიკეთებთი ა) დიახ, ყოველ შეხვედრაზე - 0 ქ. ბ) ძირითადად დაბადების დღეებზე. - 2ქ. გ) ჩემთვის საჩუქარია, თუ არ ვჩხუბობთ. - 4ქ. 2) მაჯის საათს ატარებთი ა) არა, სიყვარულის დროით ვცხოვრობ. - 0 ქ. ბ) არა,მობილურის დისპლეიზე მაქვს. - 2ქ. გ) დიახ და ხშირად ვუყურებწაების ისარს. - 4ქ. 3) ბოლო დროს ხშირად ხართ მოწყენილი? ა) პირიქით, ყველა მეუბნება, რომ ბოლო დროს მშვენიერ ხასიათზე ვარ. - 0ქ. ბ) ანდახან მოვიწყენ, მაგრამ ბედნიერი მომენტი უფრო მეტია. - 2ქ. გ) მუდმივად. იმისიც კი მეშინია რომ დეპრესიაში არ ჩავვარდე. - 4ქ. 4) რას გეძახით მოფერებით საყვარელი ადამიანი? ა) იმდენი მოფერებითი სახელი მაქვს, რომ ვერც კი ჩამოვთვლი. - 0ქ. ბ) სახელით მომმართავს. - 2ქ. გ) არაფერს, ხანდახან ისეთი სთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთმანეთის სახელის წარმოთქმაც გვიჭირს - 4ქ. 5) საყვარელი ადამიანის ნათესავებს იცნობთი ა) არა, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა, რაც ერთმანეთი გავიცანით - 0ქ. ბ) დიახ, ერთმანეთის ნათესავებს ვიცნობთ. - 2ქ. გ) ვიცნობ, ოღონდ იმათთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს. - 4ქ. 6) იცით, რა მოსწონს და რა - არა საყვარელ ადამიანსი ა) ჯერჯერობით მხოლოდ მცირედი - 0ქ. ბ) დიახ, ისევე კარგად როგორც გამრავლების ტაბულა. - 2ქ. გ) ვიცი, მაგრამ არ ვუწევ ამას ანგარიშს. - 4ქ. 7)თქვენ და მას საერტო ნაცნობები გყავთი ა) არა, ჯერ ვერ მოვასწარით ნაცნობების შეძენა - 0ქ. ბ) დიახ, გვყავს. - 2ქ. გ) ოდესღაც გვყავდნენ. - 4ქ. 8) მას კვლავ დაავიწყდა კბილის პასტისთვის თავსახურის დახურება, რა რეაქცია გექნებათი ა) ეს წვრილმანია და ყურადღებას არ მივაქცევ. - 0ქ. ბ) ბოლო დროს ასე ხშირად აკეთებს, ეს მაღიზიანებს - 2ქ. გ) ალბათ სკანდალს მოვაწყობ. - 4ქ. 9) საყვარელი ადამიანის მობილურის ნომერი ზეპირად იცითი ა)დიახ - 0ქ. ბ) არა, მისი ნომერი მობილურში მაქვს შეტანილი. - 2ქ. გ) აღარ მახსოვს და არც ვიცი, მინდა თუ არა გავიხსენო. - 4ქ. 10) დარწმუნებული ხართ, რომ ამჟამად შეყვარებული ხართი ა) აბსოლიტურად. - 0ქ. ბ) დიახ, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები გავხდით. - 2ქ. გ) არა, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ძალიან გართულდა. - 4ქ. 0-15 ქულა --- თქვენი სიყვარული ეს-ესაა დაიწყო. თქვენი სიყვარულის საათზე ჯერ განტიადია. ერთმანეთის მიმართ ისეთივე ნაზი, ჰაეროვანი და ლამაზი გრძნობა გაქვთ, როგორიც დღის ეს მონაკვეთია. პარტნიორთან ერთად ბობოქარი გრძნობების მორევში ხართ ჩაძირული. ამ ეტაპზე სიყვარულს თავისი მინუსიც აქვს, ის ძალიან სათუთია და ადვილად შეიძლება ჩაქრეს. თუ ამ გრძნობას გაუფრთხილდებით ის აუცილებლად გამყარდება. 16-29 ქულა ---თქველი სიყვარულის საათზე შუადღეა. ეს გრძნობა იმ ეტაპზეა, როცა ერთმანეთის პლიუს-მინუსები უკვე კარგად იცით. არ აწყობთ სკანდალებს წვრილმანების გამო, უმიზეზოდ არ ეჭვიანობთ და ერტმანეთის მიმართ ნდობით ხართ გამსჭვალული. იმდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს და უკვე იმდენად ხართ დარწმუნებული თქვენი გრძნობების სიწრფელეში, რომ სათუო აღარაფერია. ეს ის ეტაპია, როცა ორ ადამიანს სიყვარული ნამდვილად ბედნიერებას ანიჭებს. 30-40 ქულა --- შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე სიყვარული სულს ღაფავს. ერთმანეთისადმი ლტოლვა აღარ გაქვთ, აღარც პატივისცემა და ხშირად აღიზიანებთ კიდეც ერთმანეთს. თქვენი სიყვარულის საათზე დღე მთავრდება. უკვე იმდენად გაცვდა ერთმანეთისადმი სიყვარული, რომ ის ბედნიერების ნაცვლად ტანჯვას განიჭებთ. დაფიქრდით, ალბათ დროა, ერთმანეთის ტანჯვას ბოლო მოუღოთ და მშვიდობიანად დაშორდეთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |