.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » საყურე
01:10
საყურე

თრთოდა საყურე,როგორც პეპელა,
 თრთოდა მგოსანიც-კოჭლი, ყარიბი,
 ცას შესცქეროდა-იყო მდიდარი,
 მიწაზე იდგა-იყო ღარიბი. 
 განა ამ ქვეყნად ბევრი რამ სურდა? 
სულ პაწაწინა,ნანატრი ჩრდილი,
 მაგრამ პეპელა სულ სხვას სწყალობდა
 და მიფრინავდა,ტოვებდა თბილისს. 
 მიფარფატებდა...მან ხომ კოლხეთის 
ულურჯეს ცის ქვეშ დაიდო ბინა,
 შორს გაიტყუა უცხო ციაგმა
 და დედოფლობით დააგვირგვინა.
 გავიდნენ წლები და თან წაიღეს ის აღტაცება
,ცამდე ასული, სინათლის ალმა დაწვა პეპელა,
 დარცა მიწაზე ფრთებშეტრუსული.
 ის კი...მგოსანი,ზეცად ამაღლდა,
 ეს ყველაფერი ახლა მითია...
 მარადისობამ ფრთებზე შეისვა, 
პეპელას ფრთებმა ვერ დაიტია.
 ასე დასრულდა ერთი ზღაპარი მომხიბლავი და საბედისწერო...
 მაგრამ,ვინ იცის,
მისთვის რა სჯობდა- დაფნის ჩრდილი
 თუ საყურის ჩერო?! ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1128 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 n.kolxi  
0
am leqsis avtoria n.kolxi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]