ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:34
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:50 სად ხარ წვიმაში ხომ არ წაგიღეს | |
სად ხარ წვიმაში ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?! ვის შევეკითხო არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, ვერც ავთანდილი ხსნათა მწუობელი. ეს წვიმაა თუ ღვარად დინება ასმათისა და შენი ცრემლების, მე არ ვტირივარ თავისით ხდება... სისხლით და წყალით ლბობა ხელების. გადაიკარებს ალბათ ოდესმე და თუ იქამდე ქვეყნად ვიქნები, აღარ დავუცდი ჟამთა დინებას ზღაპრად რომ იყო მაინც შეგწვდები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |