.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » საახალწლო კარნავალზე
10:22
საახალწლო კარნავალზე


საახალწლო კარნავალზე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
მორის ფოცხიშვილი
კატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 | ნანახია: 947 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]