ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:44
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:12 როცა ხატებთან სანთელი იწვის | |
როცა ხატებთან სანთელი იწვის, ღმერთმა სურვილი უთქმელად იცის, ლოცვა-კავშირი ზეცის და მიწის, უფლის წინაშე თავს მდაბლად იხრის. რამდენი თხოვნა მიწიდან ზეცად ტვირთად ატარა, დამძიმდა,ღმერთის სავედრებელი თვითონ პატარა, მაგრამ ზეცაში წმინდანებს აქვთ მსგავსი პატივი, და მისი ტვირთი არ იქნება უფრო მარტივი. სადღაც შორს,ქვემოთ გულმხურვალეს ისმის ვედრება, სანთლის ღვენთები და ცრემლები ლოცვას ერთვება, ერთ სანთელში ტევს ყველა ნატვრას,ყველა ოცნებას, რწმენით აღსავსე ელოდება წმინდანთა ნებას. ლოცვა კვლავ წარსდგა ღვთის წინაშე და კვლავაც მდაბლად, რადგან იცოდა,რომ უფალი დგას ბევრად მაღლა, ,,მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა, და მე შენს პირმშოს აქვე ზეცაში დამიდევს ბინა, მადლობას გიხდის მიწაზე ხალხი,უბოძე პური, და გევედრება რომ ყველგან მოსპო ბოროტი შური. მომეცი ნება მეც გთხოვო ერთხელ მხურვალე გულით, დააჯილდოვე მიწაზე ყველა ღრმა სიყვარულით, ზოგი ვერ ხედავს,ვერ აფასებს,ეს არის ძღვენი, მე მხოლოდ ერთს გთხოვ,წრფელი სურვილი,ნებაა შენი. მხურვალე თხოვნით გამომაგზავნა მიწიდან ერთმა, რა მინდა გულით თვიტონ კი იცის მაღალმა ღმერთმა, ნიჭსა და სითბოს ვეძიებდი მიწაზე ყველგან, ვიპოვნე,ვიცი დიდი სიკეთე იღვრება შენგან. მხოლოდ იმას გთხოვ მას არ მოაკლო შენი წყალობა, ცხოვრების გზაზე ეფინებოდეს წმინდა გალობა, და უხილავი ანარეკლიორ სუფთა სულში, ირეკლებოდეს,ერტ დიდ,უწმინდეს თვით სიყვარულში. უფალო ღმერთო თუ შეგცოდე,გთხოვ მომიტევო, მე ხომ ლოცვა ვარ,ამდენ ვედრებას ვერ დავიტევო, და გაიგონა ლოცვამ უფლისგან გალობა ერთი, დალოცვილი ხართ,გაიხარეთ,თქვენთან არს ღმერთი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |