.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » როგორც ქურდი და როგორც მპარავი
01:24
როგორც ქურდი და როგორც მპარავი

როგორც ქურდი და როგორც მპარავი
ზე საიდუმლო სუპერ აგენტი,
შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის,
შენ მარტოსული და ჟამში კენტი.
მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული
რაც უცილობლად განწირულია, 
და შენს კოჰორტას შემოუერთო,
ის ვინც უმზეოდ დაკარგულია. 
არავინ უწყის შენი სახელი, 
ნიღაბ მიღმური შენი სახება ,
გამოუცნობი ხარ გამოცანა 
და იდუმალი ცის აღსარება.
ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად, 
შენ წილნაყარო მარადიულთან,
დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ,
დავანებულო წარუვალ სულთან.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]