.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება
22:00
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება


როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,

ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,

საოცარია დასისხული ცის გათეთრება,

როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...

მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე

საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად

სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე

და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....

უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით

და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად

აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით

და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...

გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს

გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი

შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,

ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 828 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]