.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » რჩევები / საუკეთესო რჩევები მათთვის, ვინც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება
18:06
რჩევები / საუკეთესო რჩევები მათთვის, ვინც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება


საშინლად გტკივათ გული! გეჩვენებათ, თითქოს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. წინ კარგი აღარაფერია. უკვე, ისეთი ბედნიერება, რომელიც იყო, ან შესაძლოა ყოფილიყო, აღარასოდეს იქნება. წინ მხოლოდ ტკივილია, სიცარიელე, მარტოობა... როგორ გაუმკლავდეთ ტკივილსი ღირს ამაზე იფიქროთ.

ამ სამყაროში, ბოლოს და ბოლოს, მოიძებნება 5 ისეთი ადამიანი, რომლებსაც ისე უყვარხართ, რომ თქვენი გულისათვის სიცოცხლეს დათმობენ. 
როგორც მინიმუმ 15 ადამიანს დიდი თუ პატარა დოზით უყვარხართ. თქვენ დაინახავთ, რომ თქვენს სულში წარმოქმნილი სიცარიელე ახლავე შეგიძლიათ შეავსოთ, თუ ადამიანებს სიკეთეს გაუკეთებთ. გარშემო იმდენი ადამიანია, რომელთათვისაც მხოლოდ ერთი თქვენი კეთილი სიტყვა ბედნიერების დიდ ნაწილს მიანიჭებს! დაიჯერებთ, რომ გარშემო მყოფ ადამიანთა შორის, დროთა განმავლობაში, ვიღაცა შენთვის იმ ადამიანზე უფრო მეტად გაიბრწყინებს, ვინც, ალბათ, გეჩვენებოდა, რომ შენი ბედი იყო. 
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც თქვენ ვიღაცას არ უყვარხართ, არის ის, რომ სურს ისეთივე იყოს, როგორიც თქვენ და არ ძალუძს. 
მხოლოდ თქვენი ღიმილიც კი გაახარებს ვინმეს, თუნდაც მას არ უყვარდეთ. 

ყოველ საღამოს ვინმე ფიქრობს თქვენზე ძილის წინ. 
ვიღაცისათვის თქვენ – მთელი სამყარო ხართ. თუ თქვენ ნამდვილად მტკიცე, ჰარმონიულ ურთიერთობებს ეძებთ, თავად უნდა შეიცვალოთ შეხედულება მომავალ რჩეულზე და ხშირად თავადაც შეიცვალოთ. შეყვარებულ ადამიანთა ურთიერთობა არა მარტო საჩუქარია, არამედ მსხვერპლიცაა. 
ვიღაცა ვერ შეძლებდა ცხოვრებას თქვენს გარეშე. 
ცალმხრივი სიყვარული მხოლოდ მაშინაა, როცა ყველა შესაძლებელი სიტუაციებით უფალი გვახვედრებს რომ ეს ადამიანი ჩვენი არაა და ვერაფერს შევცვლით. 
თქვენ განსაკუთრებული და განუმეორებელი ადამიანი ხართ! თქვენ მიაღწევთ წარმატებას, რადგან დაბრკოლებები გაძლიერებენ და არ იძლევიან გატეხვის საშუალებას. 
ვიღაცას, ვისაც არც კი იცნობთ, უყვარხართ! 
მაშინაც კი, როცა ძალიან დიდ სისულელეს სჩადიხართ, ამისაგან რაღაც მაინც გამოდის კარგი. 
როცა ფიქრობთ, რომ სამყარომ ზურგი შეგაქციათ, კარგად შეხედეთ: ეს თქვენ შეაქციეთ სამყაროს ზურგი. 
როცა რაღაცის მიღწევა გსურთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგივათ, სავარაუდოა, რომ მართლაც არაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ გჯერათ საკუთარი თავის, ადრე თუ გვიან, მიიღებთ იმას, რაც ასე გსურთ. 
გაიხსენეთ ხშირად კომპლიმენტები, რომელსაც გეუბნებიან, დაივიწყეთ ბოროტი გამოთქმები თქვენს მიმართ და დაცინვა. 
ყოველთვის გულახდილად უთხარით ადამიანებს, თუ რას ფიქრობთ მათზე. თქვენთვის ბევრად ადვილი იქნება, თუ მათ ეს ეცოდინებათ. 
თუ საუკეთესო მეგობარი გყავთ, ნუ დაგავიწყდებათ იმის თქმა, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის. გაიხსენეთ, რომ პლანეტაზე მილიონობით ადამიანმა განიცადა ის, რასაც ახლა თქვენ განიცდით და ხელახლა იპოვა ბედნიერება. დაინახავთ, რომ თქვენი ტკივილი გამოწვეულია იმ წვრილმანი გრძობით, რასაც საკუთარი თავის შებრალება ჰქვია. ხოლო ამ გრძნობასთან ბრძოლა სავსებით შესაძლებელია. 
ამბობენ, რომ საკმარისია მხოლოდ ერთი წუთი განსაკუთრებული ადამიანის შესამჩნევად, მხოლოდ ერთი საათი – მის შესაფასებლად, და მხოლოდ ერთი დღე - მის შესაყვარებლად, მაგრამ შემდეგ საჭიროა მთელი ცხოვრება მის დასავიწყებლად. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დაკარგოთ იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... აუცილებლად დადგება ბედნიერი დღეები! 

კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1331 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]