ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:33
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:34 რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი | |
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები. დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია! რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?! დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |