პარასკევი, 22.11.2024, 00:00
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:50 ყოველივე ქარია და ჩვენება! | |
ყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების თენება, კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, ყოველივე ქარია და ჩვენება. ყოველივე მერნის გადაჭენება ნათქვამია, როგორც ძველი არია... მარადია, ერთადერთი: შვენება. ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია, ყველაფერი ქარია და ჩვენება. ყოველივე: ცხედრის გამოსვენება მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია, მარადია ერთადერთი: შვენება. სამუდამო ძილი და მოსვენება როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა... ყველაფერი ქარია და ჩვენება, მარადია ერთადერთი: შვენება. 1922 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |