.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » პოეზიის დედოფალო
01:45
პოეზიის დედოფალო

შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
წარსულ დღეთა კაეშანი.
მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული
ნისლიანი მოგონება.
დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის
სიხარულად დაბედება.
მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან
უეცარი გამოჩენა.
რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა,
ქარებს მოყვა ფოთოლცვენა.
მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა,
ვნებიანი მელოდია,
დღეებს ძველი აჩრდილები
ტვირთად მიაქვთ,
გული შენი მომლოდეა,
მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ
სულმა ვერ დაფაროს,
სიყვარულად მამღერე და მერე თუნდაც,
მერე თუნდაც...
შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო!!"

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 924 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]