.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ობობოლი არ ვარ დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥
23:04
ობობოლი არ ვარ დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥

ობობოლი არ ვარ, მაგრამ რაც დავიბადე მას მერე მარტო ვარ..
არ ვარ ღარიბი, მაგრამ დღემდე ვერ მიყიდია საკუთარი ბედნიერება..
არც მშია..
არც მწყურია..
არ მოვკვდები, მაგრამ მაინც გთხოვ "დამეხმარე რითიც შეგიძლია და.. გადამარჩინე!"
სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ მე რაც მეკუთვნოდა ის დამიბრუნე მხოლოდ.. ხელი გამომიწოდე, მაღლა ამახედე და მოსვლა მასწავლე..
წასვლა შენით მეტკინა პირველად..
შენით გავიგე რო წასვლის ფასი ამქვეყნად არაფერია..
ავითვისე, შევძელი..
ახლა მოსვლაც მასწავლე.. მანახე როგორ უნდა..
დაბრუნება მასწავლე..
ქვაფენილზე მიმავალმა სხივები რო წაიღე ისინი დამიბრუნე და ისევ ამინთე ნაპერწკლები თვალებში..
დაანთე ცეცხლი რომელიც ორივეს აუცილებლად დაგვწვავს..
ოღონდ მოდი..

ლამაზი სიტყვებით ლაპარაკი არ ვიცი.. ხო გახსოვს სათქმელს ყოველთვის თვალებით ვამბობდი..
არც აზრს გკითხავ.. სულ ეს ვარ რაც ვარ...
რაც ვიცი მხოლოდ გზაა...
გზას კი მესამე დღეა აწვიმს..
მიჭირს... სუნთქვა მიჭირს..
მათხოვარი შენ კი არა მე ვარ...
ხოდადა-მეხ-მა-რე!!!!!..

დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 933 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nona  
0
momewona...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]