.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ოაზისი ავტორი ნ.კოლხი
23:46
ოაზისი ავტორი ნ.კოლხი

ქვიშის საათით გაიზომა ჩემი ცხოვრება, 
ქვისის ბილიკზე დავაღამე დღე საზიზღარი 
და დილით ქვიშის მარცვალივით მიწვავდა თვალებს 
შიგ,უპეებში ჩარჩენილი ღამის სიზმარი. 

ცხოვრება თითქოს უდაბნოა მწველი,ურწყული 
დაოაზისი ქიმერაა-გრილი და მწვანე, 
მე ქვისის ბორცვზე ავიშენე ჩემი ტაძარი 
და მერე იქვე ყრუ შრიალით გარდავიცვალე. 

საკმაოდ დიდხანს,დიდხანს დუმდა ჩემი სამრეკლი, 
ქარი ავსებდა ცხელი ქვიშითდიდხანს ნაპრალებს, 
მე,შეიძლება,გულფიცხობა რომ დამაბრალონ, 
მაგრამ ვერავინ უგულობას ვერ დამაბრალებს. 

აჰა,ნაცარი ჩემი გულის და ჩემი ლექსის... 
ბორცვქვესაც ატანს,იკბინება უდაბნოს სიცხე, 
მიუხედავად ყველაფრისა ,ის ოაზისი 
ბევრი ეცადნენ,მაგრამ მაინც ვერ დამავიწყეს.

ავტორი  ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 947 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]