.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა
17:24
მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა

მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა
და ვინ არის ის ვინც ამბობს რომ, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია?!
ამ ქვეყანას ხომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა,
ის უწმინდური სწორედ მისი დაუძლეველი შიშით იძლია.

-სად არის მამა?! უცაბედად გაისმა კითხვა
და ექოდ მოხვდა დახურული სივრცის კუთხეებს.
რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა ემისარი უძირო ტბისა,
ვინ იცის თავი შეაფარა ჟამის სამალებს.

ო და ეს წვიმაც ისე წასკდა მოულოდნელად,
დაუსრულებელ უთავბოლო ცრემლთა დინებად,
გამოაღვიძა მიძინებული წუთი სოფელი,
...თუ გული გულობს არაფერია შეუძლებელი.

ერთობაშია გზა ჩვენი ხსნისა და გადარჩენის,
ჩაწერილია სამარადისოდ ყოველი სიტყვა ჩვენ მიერ თქმული,
ხელი ხელს ძმებო მოვუსწოროთ მომავალს გზები
და აღვასრულოთ ჩვენი საქმე,მხოლოდ ჩვენით ის თავ დადგმული.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 855 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]