.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით
13:08
მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით

მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ბუდიდან მიხტება,
სიცოცხლეს, უსიტყვოდ, ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.

მიყვარხართ! ბედია ყველაფრის გამრიგე,
არაფერს არა გთხოვთ, უბრალოდ გიტყდებით,
ვცხოვრობ და სიყვარულს გზადაგზა ვარიგებ,
ყოველ დღეს ფილმივით ვამთავრებ ტიტრებით.

და მაინც, სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ცისხელა მიხდება,
სიცოცხლეს უსიტყვოდ ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 909 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]