კვირა, 24.11.2024, 15:18
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:36 მე მოვისროლე დარდის კალათი | |
მე მოვისროლე დარდის კალათი და ყვავილები გზაში დამებნა... მე დავიღალე შენთან კამათით, შენგან წავედი...შენს მოსაძებნად... მე...ჩავერიე ბედის ქარგაში, ბედის ხაზები რომ შემეცვალა. წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში, ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა... დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი... შენ მე წამართვი ათასწლეული, ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს... გამახსენდები დამწველ ზაფხულში, ამ აუტანელ მითქმამოთქმაში. იანვრის მქანცველ აურზაურში ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში... რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?! ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!... ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში... სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!... მე დავიღალე შენთან კამათით, წავედი...ისევ გზები ამებნა... მე მოვისროლე დარდის კალათი და ყვავილები...შენს წინ დამებნა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |