ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:45
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:44 მალე დაიწყება ქარის აგონია | |
მალე დაიწყება ქარის აგონია, ქარში გაიშლება დალის ნაწნავები... თითქოს გაზაფხული სულში არ მქონია, ისე აკივლდება ფიქრი ნაწვალები. და ჩემი თითები,ყინვით აცრილები, მაინც გაჩუქებენ სითბოს თამარქალურს, ღამის პალიტრაზე ფერი ნაციები... მზეს ყურძნის მტევნებში ვეძებ გადამალულს. როცა ჩემს ქათქათა ფიქრებს მიგათოვე, თითქოს დაგამსგავსე ცისფერ მოლანდებას, ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე, მერე ფეხაკრეფით მოვა მონატრება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |