.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში
21:36
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში


ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,

უდაბურებად იქცა სოფელი.

ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში

მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, 
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 846 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]