.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » ისტორია / ვარდების საიდუმლო
23:16
ისტორია / ვარდების საიდუმლო

ჩვეულებრივი წვიმიანი დღე გათენდა. ლონდონის ქუჩებს სასტუმროს ფანჯრიდან გაყურებდი.სილამაზე იყო უთუუოდ თუმცა წვიმა და ნოტიო ჰაერი დიდად არ მიზიდავდა.მერჩივნა, როგორც ყოველ წელს,თბილისში,ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებზე ხრაშუნით გამევლო და ვიცოდი ეს გაცილებით უფრო ესიამოვნებოდა ჩემს ყურს,ვიდრე გაუჩერებელი,ხშირი წვიმის ხმა.არსად მინდოდა გასვლა,არც არაფრის ხალისი არ მქონდა,მაგრამ უნივერსიტეტში პირველ დღეზე არ დასწრება ჩემი მხრიდან ძალიან ცუდი და დაუდევარი საქციელი იქნებოდა. ორი წელი ვსწავლობდი საქართველოში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში,მხიარულად ვატარებდი დროს,ჯგუფელებიც არაჩვეულებრივი შემხვდნენ და მათთან ერთად გაუთავებელი ლაშქრობების მოწყობა,ქეიფი და გართობა არ მბეზრდებოდა.. ისიც კი მომწონდა როდესაც სახლში გვიან ვბრუნდებოდი და მიბრაზდებოდნენ.. მე კი ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში,მყუდროდ მოვკალათდებოდი ჩემს საყვარელ სავარძელში,ყავით ხელში და საყვარელ ფილმს ჩავრთავდი. როგორ ვოცნებობდი წამით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევე ლამაზი,თბილი და რომანტიკით აღსავსე ყოფილიყო,როგორც ფილმებშია,თუმცა ეს მხოლოდ ფიქრი იყო ან ოცნება მეტი არაფერი.. გვიანობამდე ვიმეცადინებდი,მეორე დღეს კი კვლავ დამაგვიანდებოდა რეზოს ლექციაზე,ისევ საყვედური,წუწუნი,შემდეგ კი ისევ გრიალი. ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.იმის შემდეგ რაც გავიგე რომ გაცვლითი კურსით ლონდონში შემეძლო სწავლის გაგრძელება,ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან,მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიჩვალა,მონატრებამ უფრო დაისადგურა ჩემში ვიდრე სიხარულმა,ალბათ პირველი დღის ბრალი იყო. არ მინდოდა პირველ ლექციაზე დაგვიანება (აქაც რეზო კი არ იყო) ამიტომ საკმაოდ ადრე ავდექი,მოვემზადე და ტელევიზორის საყურებელი დროც კი დამრჩა.საკუთარი თავის მიკვირდა რადგან პუნქტუალური ადამიანების რიცხვს ნამდვილად არ ვეკუთვნოდი. ამინდის პროგნოზზე გადავრთე: "კიდევ 3 დღე წვიმა, ო ღმერთო როგორ მინდა საქართველოში",მაშინ პირველად გულწრფელად ვიგრძენი სამშობლოს მონატრება და წარმოვთქვი ეს სიტყვები ხმამაღლა,ამინდის პროგნოზის ყურებისას გამახსენდა ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც ოდესღაც რელიეფის ტიპებს მიხსნიდა,გამეცინა. აი დროც მოვიდა,ავიღე ჩანთა და გავემართე.სასტუმროდან გასულმა ქოლგა გავშალე,საშინლად ციოდა,არ მესიამოვნა ნესტი და რაღაცნაირი ბინდიც დაკრავდა... ტაქსი გავაჩერე და მისამართი მივუთითე. მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურებოდი,ლონდონის ქუჩებს ვათვალიერებდი. ვერც კი გავიგონე მძღოლის ხმა როდესაც ბრიტანული ინგლისურით მითხრა: - მოვედით! მეორედ რომ გამიმეორა მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,ფული გავუწოდე და მანქანიდან გადმოვედი,ქოლგა გავშალე,ჩემს წინ უზარმაზარი შენობა იდგა რომელის კიბეებზეც სტუდენტები ირეოდნენ.თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა,მაგრამ ვძილე,შევედი. ყველა მიყურებდა,წამით თავი უცხოპლანეტელი მეგონა,მაგრამ მათთვის ალბათ სწორედ ასე იყო. ცოტა ხანში გოგონას ხმა გავიგონე,თბილად მომესალმა და მითხრა რომ ერთ ოთახში ვიცხოვრებდით,მას ჯეინი ერქვა,მაღალი ,სუსტი,ქერა გოგონა იყო მწვანე თვალებით და ჭორფლებით დაფარული სახით.ისეთი გასაოცარი თვალები ქონდა მეც კი გამიჭირდა მათთვის თვალის მოწყვეტა. ჯეინმა ჯგუფელები გამაცნო,ცოტა ხანში თავს უცხოდ აღარ ვგრძნობდი,პირიქით მომწონდა ახალი ხალხი და გარემო. პირველი ლექცია :" ეკონომიკა". როდესაც მისტერ ბრაუნმა უმაღლეს მათემატიკაზე საუბარი დაიწყო და იმ წლის სისტემას გვიხსნიდა,მაშინ ვინატრე ჯერ სკოლის მასწავლებელი- ლალი,შემდეგ კი ლექტორი- ხათუნა. ცოტა ხანში ლექციაც დამთავრდა,მე სასტუმროში გავეშურე ბარგის წამოსაღებად,სასტუმროს ადმინისტრაციას თავაზიანად დავემშვიდობე და დავტოვე სასტუმრო "ვოიაჟი". ოთახში ავედი, ჩემოდნების ამოლაგება,ნივთებისთვის თავის ადგილის მიჩენა დავიწყე.. შემდეგ ჩარჩოში ჩასმული სურათები დავკიდე კედელზე.. მეგობრები,ოჯახი.. ჯეინი შემოვიდა,ის ჩემგან განსხვავებით პრანჭვას შეუდგა,თუმცა არ ვკითხე სად აპირევდა წასვლას,წიგნები ამოვიღე და მეცადინეობა დავიწყე. - შენ რა მეცადინეობას აპირებ სალი?.. - ხო ჯეინ აბა სხვა რა საქმე მაქვსი - ჩემო კარგო ეს საქართველო არაა,ეს ლონდონია აქ საქმე ყოველთვის არის თანაც ბევრი და საინტერესო.. - რას მთავაზობი - რას და ახლავე დაანებე მაგ წიგნებს თავი,გაიპრანჭე ან არ გაიპრანჭო როგორც გინდა,ნუ მოკლედ შენ იცი.. და წავედით!! - კი მაგრამ სადი - ინგლისური ფეხბურთი იცი რა არისი - რათქმაუნდა ! - ხოდა დღეს მანჩესტერი- ჩელსის თამაშია.. ეს უნდა ნახო...შენთვისაც მაქვს ერთი ბილეთი,ოღონდ სხვა რიგში.. რას იზავ ლამაზო მოდიხარი - მანჩესტერის თამაშია.. არ მატყუები ააა რა მაგარიაა.. რათქმაუნდა მოვდივარ! წამის მეასედებში გავემზადე და ჯგუფელებს ფეხბურთის საყურებლად გავყევი.. ნამდვილად ინგლისური გამწყობა სუფევდა სტადიონზე.. ლეგენდა არ ყოფილა მათ შესახებ ნათქვამი სიტყვები. - ჯეინ ჩემი ადგილი სადააი - აი სალი იქ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს.. -ჯეინ დავიკარგები.. - არაფერიც,აი ამ კიბეებს გაუყევი,შემდეგ გადადი და აგერ შენს ბილეთზე ნომერიც არის მითითებული "23".. ეს ნომერი 23 ძალიან კარგად დამამახსოვრდა.. როგორც იქნა გადავედი ჩემს ადგილამდე.. ცოტა ხანში 24 ნომერიც დაიკავა ერთმა სიმპატიურმა ახალგარზდამ ჩემს გვერდით,იმ წუთასვე მოვიხიბლე,ხელში ჰოთ-დოგი ეჭირა,უკაცრავართო და მოკალათდა.საშუალო სიმაღლის,გამხდარი,წაბლისფერი თმისა და მომწვანო-მოთაფლისფერო თვალების მქონე ახალგარძდა იყო.. მისი თვალები ნათელს აფრქვევდა თითქოს,სახის ნაკვთებიც დახვეწილი მაგრამ არა ნაზი ქონდა.. ინგლისელი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა. ნუ მოკლედ ცოტა გავერთე მის თვალიერებაში,მაგრამ მალევე მოვეგე გონს და გამახსენდა რომ მე აქ მხოლოდ სასწავლად ვიყავი ჩამოსული,სხვა არაფერი! ყველაფერთან ერთად თბილისში,ჩემს კურსელზე ვიყავი შეყვარებული დანახვის დღიდან,მაგრამ სამწუხაროდ არც კი ვიცნობდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,თამაშის ყურებას შევუდექი,მანჩესტერი ბავშვობიდან მომწონდა და სიხარულისგან დავფრინავდი რომ საშუალება მომეცა მის თამაშს დავსწრებოდი.აი დაძაბული მომენტიც,ჩელსის კარში პენალტი დანიშნეს,მაგრამ მოთამაშემ ააცილა! ხმამაღლა წამომცდა -ფუ შენი! გვერძე მჯდომს გაეცინა,და შემომხედა.. ვერ მივხვდი უცებ ასე რატომ მიყურებდა.თვალი ავარიდე. - ქართველი ხარი ჩემთვის ნაცნობ ენაზე ნათქვამი სიტყვები გავიგონე ჩემთვის უცნობ ქვეყანაში და ისე გამიხარდა ემოციაა ვერ დავმალე.. -ვაიმე შეეენცი რა მაგარიაა ძლივს ძლივს!! (ამას მთელ ხმაზე ვყვიროდი) შემდეგ მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და დავსერიოზულდი. - ხო მეც.(მიპასუხა მან) - მაპატიე ასეთი რეაქციისთვის უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. - არაუშავს ხდება ხოლმე. - საიდან ხარი - მე თბილისიდან,შენ ? -მე ნიდერლანდებიდან.. - მეხუმრები იმედიაი - ვხუმრობ,მაგრამ ვიმედოვნებ ოდესმე ოცნებას ავისრულებ.. - ხო რაღაცას თუ ძალიან მოინდომებ აუცილებლად აისრულებ,ხომ იცი ოცნებებს უნდა დააძალო ასრულება. -რა გქვიაი - სალი შენი - მე ზურა... ამ საუბარში ფეხბურთი ვიღას ახსოვდა,იმდენი ვილაპარაკეთ,ვერც კი შევნიშნეთ გოლი როგორ გაიტანეს,არც იმისთვის მიგვიქცევია ყურადღება რომ ხალხი გიჟივით ყვიროდა სიხარულისგან,თითქოს რაღაც ჩვენ სამყაროში ჩავიკეტეთ და არავის არ ვუშვებდით. - მოდი წავიდეთ აქედან და სადმე მყუდრო ადგილას გადავინაცვლოთ,რას იტყვიი - არაჩვეულებრივი აზრია.. (ჩემდა გასაკვირად დავეთანხმე) მალევე მოვცილდით იქაურობას,გარეთ საშინელმა წვიმამ დასცხო,მე ძალიან თხლად მეცვა ამიტომ მან თავის ქურთუკი მომცა,ისეთი თბილი და კარგი სუნი ასდიოდა. მისი სუნი ჰქონა..პირველად ვგრძნობდი თავს ასე კარგათ,ასე თბილად.. ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა,არც ის მაღელვებდა რომ ამ ადამიანს მხოლოდ 1 საათი ვიცნობდი.. წვიმაში დავრბოდით,მან ლონდონის ერთ-ერთ სკვერში წამიყვანა,ისეთი ლამაზი იყო იქაურობა,ღამით.ბიგ ბენიც მოჩანდა... ბედნიერი ვიყავი და არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ბედნიერება,მთავარია რომ იმწამს ვიყავი. არ ვიცოდი რა ერქვა ამ გრძნობას ან რატომ ხდებოდა ასე,მაგრამ მთავარი ის იყო რომ ხდებოდა და მე ეს მიხაროდა,მაბედნიერებდა. - სალი მოიცა.. - რამოხდა ზურაი -მოდი ერთი უნდა შემოგხედო.. - რაი -რა ლამაზი თვალები გაქვს.. ზღვისფერი,თითქოს ვიძირები მათში.. - იმედი მაქვს არ ჩაიძირები.. (გამეცინა მე) - იმედი მაქვს გადამარჩენ.. ის უკვე ისე ახლოს იყო ჩემთან,მის სუნთქვას ვგრძნობდი,ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა მისი სახე,ვგრძნობდი როგორ ვღელავდი,ისიც გრძნობდა თუმცა არ ვიცი რას,ტუჩები სახესთან მომიტანა და თვალზე მაკოცა,შემდეგ საფეთქელთან.. ცოტა დავიბენი თუმცა,როდესაც გაჩერდა და მითხრა,მგონი გვიანიაო... ვიფიქრე ალბათ წასვლა გადაწყვიტა მეთქი.. -კარგი წავიდეთ მაშინ. - წავიდეთი არა რას ამბობ სად უნდა წავიდეთ,აქ ერთი კაფე ვიცი არაჩვეულებრივი ყავა აქვთ და დარწმუნებული ვარ შოკოლადის ნამცხვარზეც არ იტყვი უარს.. -შოკოლადის რა მოგახსენო,მაგრამ ყავაზე არასდროს არ ვამბობ უარს.. -ხოდა ძალიან კარგი,ესეიგი წავედით.. ძალიან მყუდრო და საყვარელი კაფე იყო,შოკოლადის ნამცხვარიც ინგლისში უკეთესი სცოდნიათ.. გაწუწულები ვისხედით და ვსაუბრობდით,ერთ საღამოში თითქმის ყველაფრის მოყოლა მოვასწარით ერთმანეთისთვის,ისიც კი გაირკვა რომ ზურა ჩემს კოლეჯში სწავლობდა ოღონდ მეოთხე კურსზე,თუმცა ის გაცვლითი პროგრამით არ ჩამოსულა,სასწავლებლად იყო პირველივე კურსიდან. ჩემი ოთახის კარებამდე მომაცილა,დაბლიდან შევნიშნე რომ ჩვენს ოთახში შუქი ენთო,გამიკვირდა რომ ჯენის არ ეძინა.. - კარგი ზურა,სასიამოვნო დღე იყო მგონი,ძილინებისა. -მგონი არა ნამდვილად სასიამოვნო იყო,მე ვიტყოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დღე,მიხარია რომ გაგიცანი.. - მეც მიხარია ზურა. - ლამაზი სიზმრები. იქამდე ვიდექი კართან სანამ მისი სილუეტი არ გაქრა დერეფანში,ვერ ავღწერ როგორ გამიხარდა როდესაც მითხრა რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დღე სწორედ ჩემთან ერთად გაატარა. ასეთი დადებითი განწყობის შემდეგ,ოთახში შესულს ჯეინმა საშინელი სკანდალი მომიწყო,ისეთი რომ დედაჩემის სკანდალები მომენატრა. - რა არის ეს,რომელი საათია იცი? როგორ გაქრი ასე და დაგვტოვე,მეგონა დაიკარგე,იცი როგორ ვინერვიულე! - დაწყნარდი ჯენ,დაწყნარდი,მე ხომ აქ ვარ! - ეხლა კი მაგრამ აქამდე სად იყავი ქალბატონოი დაგინახე ფანჯრიდან და შენი მომღიმარი სახით თუ ვიმსჯელებთ არაჩვეულებრივი დრო გაატარე,ამ ახალგარზდასთან! მე კი მანერვიულე არაი! -ეეჰ ჯეინ,ვერც კი წარმოიდგენ როგორი არაჩვეულებრივი! წარმოვთქვი ეს სიტყვები და ზურას ქურთუკუ მაგრად ჩავიხუტე,მისი სუნი ასდიოდა,ტკბილი. -ოჰოო,მგონი ჩვენი ფერიაა შეყვარებულია.. - არა ჯეინ,მე არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის! - ხო რაღაც არ გეტყობა.. კაი მიდი მოწესრიგდი,გადაივლე და დავწვეთ. - ჯენ მე რაღაც არ მეძინება,ყავას მოვიდუღებ. - არც მე არ მეძინება,მე ყავას მოვადუღებ,შენ კი იქამდე გადაივლე.. მე და ჯეინი მთელი ღამე ვლაპარაკობდით,ყველაფერი მოვუყევი,ისიც მიყვებოდა მასზე,თავის ცხოვრებაზე.. ნიკაზეც მოვუყევი(ნიკა ჩემი ეგრედ წოდებული სიყვარული) ვეუბნებოდი რომ თავს დამნაშავედ ვთვლი რადგან ნიკა მიყვარს და ზურასთან ერთად ვისეირნე,ჯეინმა ჩემს სიტყვებზე იმდენი იცინა,შემრცხვა საკუთარი ნათქვამის.. - ხო ჯეინ მართალი ხარ,მე მას არ ვიცნობ და ჩემს ფიქრებში,ჩემი გამოგონილი არსება მიყვარს,იქნებ ის სულაც არ არის ისეთი კარგი როგორიც მგონია.. (ნიკაზეა საუბარი) - მისმინე,პატარავ,შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა არის სიყვარული,ან არ გქონდა დღემდე.. აი გავა დრო და მიხვდები რომ მე მართალი ვარ.მართალია ერთი დღეა რაც გიცნობ,მაგრამ ეს უკვე ნიშნავს ჩემთვის შენს ცნობას. -ვნახოთ ჯეინ ვნახოთ. მე და ჯეინს გამთენიისას ჩაგვეძინა,10 საათი იყო რომ გავიღვიძეთ,11-ზე ლექცია იწყებოდა.უცებ ჩავიცვით,მე როგორც ყოველთვის ჯინსი,კეტი, მაისური,ჯეინი კი ძვირფას ბალეტკებს და ლამაზ სარაფანას ჩაიცმევდა.ჟურნალიდან გადმოსულ გოგონას ჰგავდა. უცებ შემომხედა,ამათვალიერა და უცნაურად გაიღიმა. გაოცებულმა ვკითხე - რახდება ჯენი - რა უნდა ხდებოდეს სალ,უბრალოდ შეხედე შენს თავს,ულამაზესი ლურჯი თვალები,არაჩვეულებრივი სახის ნაკვთები,მაგრამ ეს წარბები ღმერთო ჩემო,ეს ტანსაცმელი და სტილი,ან თმას რას უშვები,ასე არ შეიძლება,შენ ხომ ქალი ხარ! -კარგი რა ვინ მიყურებს... - კარგად უნდა გამოიყურებოდე არა იმიტომ რომ ვიღაც გიყურებს,არამედ იმიტომ რომ შენ მოგეწონოს საკუთარი თავი. -და რას მირჩევი მე ამ მოდურ ტილოებში არაფერი გამეგება. - შენ რა ვალენტინოს და პრადას ტილოებს უწოდები ო ღმერთო ცუდათაა ჩვენი საქმე.არაფერია თუ დღეს ლექციაზე არ მივალთ,ჯობია სალონში წავიდეთ და ჩემი გარდირობი დავათვალიეროთ,იქნებ იყოს მასში რაიმე შენი ზომა. მე და ჯეინი მთელი დღე სალონებში დავდიოდით,საღამოს დავბრუნდით,საყვედურიც მივიღეთ ლექციის გაცდენის გამო და ბიბლიოთეკის დალაგებაც დაგვავალეს,მაგრამ იმ შეგრძნებად ღირდა,როდესაც ჯეინის ნამუშევარი "მე" სარკეში დავინახე,პირველად მართლაც რომ გავოგნდი საკუთარი თავით და ძალიან მომეწონა ის რასაც სარკეში ვხედავდი.ერთადერთი რაც გულს მწვეტდა ის იყო რომ ზურა არსად ჩანდა. იმ საღამოს დერეფანში მოვკარი თვალი,თუმცა მინდოდა პირველი ნაბიჯი მას გადმოედგა,ამიტომ არ მივახლოვებივარ,მეტიც თვალი ავარიდე. - ვერ ხედავ როგორ გიყურებს,მგონი ვერ გიცნო,არა ნამდვილი სასწაულმოქმედი ვარ.. -გეყოფა ჯეინ,ის მხოლოდ მეგობარს ელაპარაკება სხვა არაფერი. -ოხ სალი რა მიამიტი ხარ,თვალს არ გაცილებს,ნამდვილად აღფრთოვანებულია შენით! -თუ ასეა რატომ არ მოვა და არ გამომელაპარაკებაი! -ოო,კარგი რა რატომ ართულებ ყველაფერს,ზედაც არ უყურებ და რატომ მოვაი -არც შევხედავ! ამაყად ავწიე თავი და დერეფანი დავტოვე,პატარა ბავშვივით ვიბუსხებოდი თუმცა არ ვიცოდი რაზე. ამ დღის მერე 2 კვირა გავიდა,ცხოვრება ჩვეული რითმით მიედინებოდა,აღარაფერს აღარ ველოდი თუმცა ვხვდებოდი რომ ნიკაზე ფიქრი ზურას მონატრებამ შეცვალა.არ ვიცი რატომ მენატრებოდა,ან რატომ ვფიქრობდი მასზე გამუდმებით,ალბათ მოვიხიბლე,ან იქნებ მართალია ჯეინი და შეყვარებული ვარ,თუმცა არა ერთი ნახვით სიყვარულის არ მწამს,ხო მაგრამ ეს უკვე ორი ნახვა იყო.. ო ღმერთო სულ დავიბენი. ყურადღების გადატანის მიზნით სახლში დავრეკე,დედას ვესაუბრე,ყველა მოვიკითხე,ოჯახი მენატრებოდა და გამიხარდა მათი ხმის გაგონება,შენდეგ დავწექი და მთელი ღამე რაღაც უაზრო ფიქრში გაწვალებულს ჩამეძინა! მეორე დილას როდესაც ლექციაზე ვაპირებდი წასვლას,კარებში წერილი და ერთი ცალი თეთრი ვარდი დამხვდა.წერილი გავხსენი და ქართული ასოებით,ოდნავ გაურკვეველი კალიგრაფიით დაწერილი სიტყვები წავიკითხე : "მგონი დროა ინგლისურ სამზარეულოზე და ფრანგულ ღვინოზე გადავიდეთ არაი! დღეს 8 საათზე შესასვლელთან დაგელოდები. ისე მე ჯინსებშიც მომწონდი. ზურა" -ჯეიინ,რა ჩავიცვაა ჯეიინი - რახდება რა ამბავიაი მთელი ღამე დისკოტეკაზე ვიყავი,მეძინება რა გაღრიალებსი -ნახე ნახეე,წაიკითხე!! კიარადა როგორ წაიკითხავ,ნუ მოკლედ დღეს საღამოს ვახშამზე მეპატიჟება და შენი დახმარება მჭირდება!! -რა გეშველებოდა უჩემოდ! ეს სიტყვები წარმოთქვა ჯეინმა და კარადიდან რაღაც ყუთი გამოიღო,გახსნა და ღმერთო ჩემო.. ასეთი ლამაზი მართლაც არაფერი არ მცმია არასდროს,აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი! - ჯეინ კი მაგრამ ის ხომ სულ ახალია თანაც შენია. - არაუშავს მეგობარო შენ ის უფრო გჭირდება და ჩაიცმევ კიდევაც,მოიცა წითელი ფეხსაცმელი გვინდა. ეს იყო ვალენტინოს შავი წელში გამოყვანილი კაბა,ღია ზურგით და დეკოლტეთი,საკმაოდ მოკლე. -აბა ეს ფეხსაცმელიც ჩაიცვი და აჰა შენ პრადას ჩანთა,გამომართვი. -ჯეინ ამ სიმაღლე ქუსლებზე ვერ ვივლი! - ივლი სხვა რა გზა გაქვს! ახლა კი გაიხადე ეგ კაბა,საღამოს გაგპრანჭავ სათანადოდ და მზად იქნები,ახლა გვაგვიანდება,შენ რა გინდა ტვალეტების დალაგებაც ჩვენ დაგვავალონი - არა,არა მართალი ხარ,წავედით. საღამო ისე მალე მოვიდა რომ არც მიგრძვნია დღის გასვლა.8-ს აკლდა 10 წუთი,მე სარკესთან ვიდექი და სამკაულს ვირგებდი,ჯეინი უკნიდან მოყურებდა. -თვალს ვერ გწყვეტ,ისეთი ლამაზი ხარ! -მადლობ ჯენ! იმედია მასაც მოეწონება! -სალი შენ რომ ვინმეს არ მოსწონდე და არ უყვარდე,ნამდვილი იდიოტი იქნება დამერწუნე ძალიან კარგი ხარ! კაი მოვრჩით ეხლა ამ სინაზეებს მიდი დაგაგვიანდება,უკვე რვაა და 10 წუთზე მეტს ხომ არ დაიგვიანებ არა! -კაი ჯენ წავედი.. მივხვდი რომ რაღაც დამავიწყდა გამოვბრუნდი,ჯეინს ჩავეხუტე და ვაკოცე -მადლობ ჯენ! -რას აკეთებ მაკიაჟს გაიფუჭებ.არაფერს მიდი მიდი დაგაგვიანდა უკვე! კიბეები სწრაფად ჩავირბინე(როგორც შევძელი ამ ქუსლებზე) ზურა კარებთან იდგა და ხელში ვარდისფერი ვარდი ეჭირა. - შეუდარებელი ხარ! -მიხარია თუ მოგწონს,შენც კარგად გამოიყურები! მადლობ ყვავილისთვის. იმ საღამოს ზურა ჩვეულებრივზე უფრო სიმპატიური იყო,ჯინსის შარვალი,თეთრი საროჩკა და კლავებ მოკეცილი კოსტუმი ეცვა,შავი ფეხსაცმელი.სუნამო ისევ ნაცნობი და ჩემთვის საყვარელი.მყუდრო რესტორანში მოვკალათდით. ულამაზესი საღამო იყო. ვახშამის შემდეგ ისევ იმ სკვერთან გავიარეთ,ლამპიონებისა და მთვარის ნათება ერთმანეთში ირეკლებოდა. ყველაფერი ისეთი ლამაზი და ნაზი იყო გარშემო. -მე მგონი ვიძირები... - რაააი გაოცებულმა ვკითხე -შენს მზერაში,შენს ზღვასავით თვალებში ვიძირები! -მერე და ვინ თქვა რომ მოგცემ ჩაძირვის უფლებასი! და აქ მისი ბაგე ჩემსას შეეხო.თითქოს პირველი კოცნა იყო ჩემს ცხოვრებაში,ასეთი გრძნობით,მისი გულის ცემა მესმოდა,მინდოდა თითოეული ამოსუნთქვა დამეთვალა მისი,იმ მომენტში მხოლოდ მისით ტკბობა მსურდა,სხვა არაფერი. სახლშო გვიან დავბრუნდი,ჯეინს ტკბილად ეძინა აღარ ნერვიულობდა,იცოდა რომ საიმედო ხელში ვიყავი. იმ დღეს მე და ზურა შემდეგ შეხვედრაზეც შევთანმხდით.ლონდონის შემოგარენში,ერთ-ერთ ტბაზე უნდა წავეყვანე,მან ლონდონში და ზოგადად ინგლისში ყველაფერი კარგად იცოდა,რადგან უკვე მეოთხე წელი აქ ცხოვრობდა. იმ დღეს კვლავ შესასვლელთან შევხვდით,მას ახლა წითელი ვარდი ეჭირა ხელში და რაღაც უცნაურად უბრწყინავდა თვალები.ასეთი მომღიმარი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.მოვუახლოვდი და მოვეხვიე,მან შუბლზე მაკოცა. სილამაზე მინახავს მაგრამ ასეთი გასაოცარი ალბათ არასოდეს,მიუხედავად იმისა რომ საქართველო მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა,არაჩვეულებრივი ბუნებით ამ ტბის შემხედვარე რომელიც ზღვას უფრო წააგავდა,ცხოვრება უსასრულოდ მომეჩვენა და წამები მარადიულად.. იგი იმდენად დიდი და თვალუწვდომელი იყო,რომ მზის ჩასვლაც კი დავინახე მასზე..ოქროსფერი სინათლე ეფინებოდა გარშემო დაჩვენილ ფოთოლთა ბილიკებს,გარემო იყო მშვიდი უზომოდ. მე და ზურა ნაპირზე ვიჯექით,მე მის მხარზე მედო თავი. - ზურ მალე უნდა წავიდეთ,თორე ხვალ გამოცდა მაქვს,უნდა ვიმეცადინო. - ვიცი სალ,მალე წავალთ.. სააა რაღაც უნდა გითხრა.. - ზურ მოდი რა ხვალ მითხარი,ეხლა ძალიან გვეჩქარება! - არა ეხლა უნდა გითხრა. -რომ მივალთ მერე მითხარი,კარგიი - კარგი.. გზაში მის მხარზე ჩამომეძინა,ვიგრძენი როგორ მომისვა სახეზე ხელი და თმა გამისწორა,რა თბილი მეჩვენა მაშინ,თუმცა ის სულ თბილი იყო,ნამდვილად თბილი,ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ცხადად ხდებოდა,არ მჯეროდა რომ ის რეალობა იყო და არავინ გამაღვიძებდა,თუ კი სიზმარი იყო,მაშინ გაღვიძება არ მინდოდა.მისი ყოფნა მანიჭებდა უსაზღვრო ბედნიერებას,ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე მასზე ფიქრში. -მოვედიით სა. ნაზად შემარხია მან,საფეთქელთან კოცნით გამაღვიძა. -ხო,ზურ წავედი მე,მეჩქარება და ხვალ გნახავ კარგიი - საა მოიცა! უკვე კიბის საფეხურებზე ავრბოდი როდესაც მან გამაჩერა. - ხო ზურ.. რა იყოი მანაც სწრაფად ამოირბინა საფეხურები,ჩემგან 3 საფეხურით დაბლა დადგა და თვალებში ჩამხედა. -სალ იცი რა მინდაი მინდა რომ ჩემს დღეებს აფერადებდე,ისე როგორც დღეს,გუშინ,გუშინწინ.. მინდა სულ ჩემს გვერდით იყო და გგრძნობდე რომ ხარ,შეგიგრძნო,შენი სურნელი დამყვება თან,შენი ტუჩების ტკბილი გემო და გრძნობები რომლებსაც შენდამი ვგრძნობ,არ არის ზაფხულისგან გამოწვეული სიცხე და არც გაზაფხულის აყვავება.. შენ ჩემი შემოდგომა ხარ,ჩემი ნაზი და მშვიდი,ხანდახან ბობოქარი გრძნობა ხარ და სხვა რა მაქვს შენთვის სათქმელი თუ არა ის რომ მიყვარხარ! თვალები ამიცრემლიანდა,ცოტაც და ბედნიერებისაგან ავბღავდებოდი,3 საფეხურით დაბლა ჩამოვედი,ქვემოდან ავხედე მის სახეს,თვალებში ჩავხედე და დავდუმდი. - საა მითხარი რამე! მე მხოლოდ ბაგე მივიტანე მის ბაგესთან და ნაზი კოცნა ვაჩუქე,შემდეგ გამოვბრუნდი და გამოვიქეცი! - ეს "მეც"-ს ნიშნავდაი დამიძახა მან,მე კი თავი მორცხვად დავუქნიე და გავიღიმე.. შემდეგ დავიყვირე - ხო ზუურ ეს "მეც" იყო ! სახლში მისვლისთანავე ყველაფერი ჯეინს ვახარე,ჩემზე მეტად მგონი მას უხაროდა.. მე ხომ საერთოდ მეცხრე ცაზე ვიყავი სიხარულისგან.. თავი მართლაც რომელიმე ფილმის მთავარი გმირი მეგონა,ან ზღაპრის რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. მეორე დღეს დილით ადრე ავდექი,რომ კიდევ ერთხელ გადამეხედა საკითხებისთვის,რათა გამოცდაზე არ დავბნეულიყავი. კარებისკენ გავიხედე და იქ კვლავ წერილი იყო,გავაღე და ვარდი დავინახე,ამჯერად არც წითელი,არც თეთრი და არც ვარდისფერი.. ეს ყვითელი ვარდი იყო. წერილი გავხსენი და გაურკვეველი კალიგრაფიით ნაწერი წინადადებების გარკვევა დავიწყე : %2
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1694 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]