.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » ისტორია / ნისლიანი ქუჩა (ნაწილი1)
23:13
ისტორია / ნისლიანი ქუჩა (ნაწილი1)

გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.
უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ქურთუკი მოვიხსენი და გოგოს მოვაფარე. ის კი თითქოს დედამიწაზე დაბრუნდაო და ჩემსკენ გამოიხედა. რა წამს ჩემმა თვალებმა მისი მეოცნებე, დიდრონი, ცისფერი
თვალები შეამჩნია, მივხვდი რომ ჩვენს შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა. ძაფი კი სიყვარულისა იყო. ჩემი გული მაშინვე აივსო ამ გრძნობით და ბაგა-ბუგს მოჰყვა.
-გმადლობთ._გაისმა მისი არაამქვეყნიური ხმა.
-არაფრის._ვუპასუხე მე. ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ იყო კითხვა.
-რა გქვიაი
-თამარი,შენი
-მე გიო, სად მიდიხარი-თამარმა პასუხი არ გამცა, მე არ დავიბენი და მეორე კითხვა დავუსვი.
-ვინმეს ელოდებიი
-არა შენი
-მე ავტობუსს. გამიკვირდა თუ არავის ელოდება მაშინ აქ რა უნდა ამ წვიმაში თქო, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს. შემდეგ ცოტა უცნაური კითხვა დავუსვი.
-შეიძლება, უფრო კარგად გაგიცნოი
-კი.
-რას უსმენი
-საერთოდ ბახი უფრო მომწონს, მაგრამ არც ბეთჰოვენის მუსიკასთან ვარ გულგრილი._ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან პირველად ვნახე გოგო რომელსიც ბახს და ბეთჰოვენს უსმენდა.
-იცი...ახლა მეჩქარება და შეიძლება სხვადროს შევხვდეთი-მითხრა მან.
-ჰო... რავიცი... დავიბენი რადგან ჩემი სიყვარული ხელიდან მეცლებოდა.
-ისა და შეიძლება კაფეში შევხვდეთი- ვკითხე მე. და ხელი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გავიშვირე საითაც კაფე იყო.
-რავიცი...კარგი..._გოგონასგან ამ პასუხს არ მოველოდი ამიტომ სასწრაფოდ ვკითხე.
-9 საათისთვის გცალიაი
-მეე...ხო...რავიცი…კი...მცალია
-კარგი მაშინ 9 საათზე შევხვდეთ.
-კარგი...დაბნეულად მიპასუხა მან. ეს თქვა და სადღაცისკენ გასწია. ქუჩაში მარტო დიდხანს არ ვმდგარვარ, ავტობუსი მალე მოვიდა, რომ ავედი მაშინღა მივხვდი რომ თამარს ჩემი ქურთუკი გაჰყოლოდა. მთელი დარჩენილი დღე 9 საათს ველოდი. 8-ზე ვეღარ მოვითმინე და კაფისკენ გავწიე. წვიმას გადაეღო, მაგრამ აქა-იქ გუბეები დარჩენილიყო. ავტობუსს დიდხანს ველოდე. 9-ას რომ 5 წუთი აკლდა ბარის წინ ვიდექი. კაფის მინები დაორთქლილი იყო. მასზე წითელი ყავის ჭიქა ანათებდა, რომლის ქვემოთაც ეწერეა "კაფე-ბარი". რომ შევედი გემრიალი კერძების სურნელი მეცა. იქაურობას თვალი მოვავლე თამარი ხომ არ მოვიდა მეთქი, მაგრამ როგორც ჩანდა ის ჯერ არ მოსულიყო. ახლომდებარე მაგიდასთან დავჯექი და მას ლოდინი დავუწყე. ფანჯარას წვიმის წვეთები ეცემოდა, ისინი ხან გაწითლდებოდნენ, ხან გაყვითლდებოდნენ, ხანაც გამწვანდებოდნენ. ალბათ ეს იმ შუქნიშნის ბრალი იყო რომელიც გზის გადაღმა ანათებდა. ისე მაინც, რატომ შემიყვარდა თამარი?იმიტომ რომ დიდი ხანია არავინ მყვარებიაი თუ იმიტომ რომ ლამაზი თვალები ჰქონდაი არა მგონი იმიტომ რომ მე მასში დავინახე რაღაც ისეთი რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა.
-რას შეუკვეთავთი_ფიქრებიდან დედამიწაზე დამაბრუნა ოფიციანტმა.
-იცით ველიდები, და რომ მოვა მაშინ შევუკვეთავ.
-კარგით._თქვა მან ეს და გამეცალა. ამ დროს საათმა ბარში მსხდომთ 10-ის ნახევარი ამცნო. თამარი კი ჯერ არ ჩანდა. შენ გეგონა ქუჩაში გაცნობილი გოგო ვიღაც უცხო ბიჭთან მოვიდოდაი-ვკითხე ჩემს თავს.-რა სულელი ხარ. არაუშავს ახლავე გავარკვევ ყველაფერს. მაგიდიდან ავდექი და ბარმენის დახლისკენ გავწიე. ის კლიენტს კოქტეილს უმზადებდა.
-უკაცრავად. მივუგე მე. ბარმენი ისე იყო თავის საქმეში გართული რომ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, ამიტომ ნათქვამი გავუმეორე.
-დიახ გისმენთ. მიპასუხა მან ისე რომ თავიც არ აუწევია.
-აქ ხო მარ გინახავთ..._და აღვუწერე თამარის გარეგნობა.
-არა არ მინახავს, მაგარამ საიდანღაც მეცნობა.-როგორც იქნა იკადრა ჩემთვის ყურადღების მოქცევა.
-დღეს ნახეთი-ავნერვიულდი მე.
-არა დღეს ნამდვილად არა.
-მაშ როდისი
-არ მახსოვს!მაცლით თუ არა საქმის გაკეთებასი!-გაბრზებულმა მითხრა მან.
-უკაცრავად.-ვთქვი ეს და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ისევ მოვავლე ბარს თვალი ხომ არ მოვიდა თქო, მაგრამ ის არსად ჩანდა. უეცრად კედელზე ფოტო შევნიშნე. სკამიდან ავდექი და ფოტოსთან ახლოს მივედი, კარგად დავაკვირდი და...გავოცდი, მასზე თამარი იყო გადაღებული. არა ნამდვილად არ მეშლებოდა. ხელში ვიოლინო ეჭირა. როგორც ჩანდა ფოტო კონცერტზე იყო გადაღებული.
ცოტა ხანი ასე გაშტერებული ვუყურებდი სურათს შემდეგ კი ბარმენთან მივედი და ვკითხე.
-აი ამ გოგონაზე გეუბნებით. და ხელი ფოტოსკენ გავიშვირე.ბარმენმა ჯერ გაბრაზებული მზერა მომაპყრო მაგრამ როცა სურათს შეხედა გაკვირვებულმა მკითხა
-ამაზეი
-დიახ, რამე იცით მასზეი
-ეს გოგო 36 წლის წინ გარდაიცვალა. საწყალი_ამოიოხრა მან.
-რააი-ვკითხე გაოცებულმა.
-როგორც გადმოცემოთ ვიცი, აი იქ გაჩერებაზე იდგა-და ხელი იქით გაიშვირა სადაც რამდენიმე საათის წინ მე და თამარი ვიდექით.
- რომ გადმოდიოდა მანქანამ დაარტყა. ეჰ, რა ხანმოკლეა წუთი სოფელი. მხოლოდ 16 წლის იყო.
- თავში ყველაფერი ამერია, მეგონა ვგიჟდებოდი. ხან სურათს ვუყურებდი ხან ბარმენს. მაგარმ არფერი იცვლებოდა ფოტოდან ისევ თამარი მიმზერდა.
-და თქვენ... საიდან... ამ სურათსი
-აქ რა უნდაი_გამაწყვეტინა მან. ეს კაფე ერთი ხნიერი კაცისგან შევისყიდე, მოვლის თავი აღარ ჰქონდა და...მოკლედ არაფერი შემიცვლია აგურის კედლები, ფოტოები, ძველი სკამები...ამ სურათზე მისი შვილია გადაღებული. მითხრა, არ ჩამოხსნა, უყვარდა აქ ყოფნაო. მეც ხათრი არ გამიტეხია ...
ბარმენმა რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ მე მას გავეცალე და მაგიდისკენ წავბარბაცდი. ჩემს თავში სრული ქაოსი იყო. თუ 36 წლის წინ გარდაიცვალა მე რანაირად შემხვდაი.-ვეკოთხებოდი საკუთარ თავს.
მაგიდასთან რომ მივედი გავშეშდი, თვალები გამიფართოვდა, გული ამიჩქარდა და სკამზე მოწყვეტით დავეცი. მაგიდაზე ჩემი ქურთუკი იდო.ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლისი და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს "ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეოი”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლაი როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთიი თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი გამოვიძახე. ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცამ დაიძახა.
-დამიცადეთ დამიცადეთ.-უკან მივიხედე და გოგონა დავინახე, რომელიც კიბეზე ჩამორბოდა. სულ რამდენიმე წამში კი ის ჩემს წინ გაჩნდა.
-გმადლობ-მითხრა მან.
-არაფრის, რომელ სართულზე მიდიხარი
-პირველზე, შენი
-მეც-რადგან ორივე პირველზე მივდიოდით, ამიტომ ღილაკ ერთიანს დავაჭირე და ლიფტიც დაიძრა.
გოგონა ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი მიხვდებოდი რომ ეს ასე არ იყო. მწვანე მოელვარე თვალები და ნაზი ვარდისფერი ტუჩები მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებდა. ამ დაკვირვება აღმოჩენაში ვიყავი რომ რაღაც გატკაცუნდა და ლიფტი გაჩერდა. მეგონა გაიღებოდა მაგრამ...
-რა მოხდაი-შეშინებულმა მკითხა მან.
-მგონი გავიჭედეთ.-მივუგე დამწუხრებულმა თან ჩემთვის გავიფიქრე, დღეს ნამდვილად მარცხენა ფეხზე ავდექი მეთქი.
-შუქი ჩაქრაი
-არა-და მას იმ ნათურაზე მივანიშნე რომელიც ლიფტს ანათებდა.
-უი, რა დაბნეული ვარ, როგორ ვერ შევამჩნიე, იცი მე...მე... ძალიან მეშინია დახურული სივრცის.
ის მართლაც შეშინებული ჩანდა. თვალებს აქთ-იქით აცეცებდა თითქოს ვიღაცასგან ხსნას ელისო.
მე კი სიმართლე გითხრათ სულაც არ ვღელავდი, რადგან აქამდე ლიფტში სამჯერ ვყოფილვარ გაჭედილი, და სამჯერვე ჩემი მეზობლის, და ამავდროულად ლიფტის ხელოსნის გივის დახმარებით ვიყავი გამოსული. ამჯერადაც მისი იმედი მქონდა.
-ნუ გეშინია ყველაფერი მოგვარდება, ახლავე დავურეკავ ჩემს მეზობელს.-ვუთხარი გოგოს რათა დამშვიდებულიყო.
-თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. ””welcome to Magticom the mobile phone, you have callled is turrned of or out of the coverage area”.
რამდენჯერმე კიდევ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ, ოპერატორი ერთსა და იმავეს მიმეორებდა.
-გათიშული აქვსი-მკითხა გოგომ.
-ჰო.
-ახლა რა უნდა ვქნათი
-არ ვიცი-მართლა არ ვიცოდი, რადგან მშობლები სახლში არ იყვნენ და რომც ყოფილიყვნენ დიდად ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეზობლების ნომრები არ ვიცოდი. ერთი მეზობლის იმედი მქონდა და იმასაც ვერ ვუკავშირდებოდი.
-შენ შეგიძლია ვინმეს დაურეკო დახმარებისთვისი-ვკითხე გოგოს.
-აუ, მობილური სახლში დამრჩა-ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგან საშველი არსაიდან ჩანდა. უცებ წარმოვიდგინე როგორ წყდებოდა ლიფტის ბაგირი და როგორ ვვარდებოდით. ამის გაფიქრებაზე ტანზე დამბურძგლა.
-ვაიმე, ჰაერი აღარ მყოფნის-შეწუხებული ხმით მითხრა გოგომ-თავბრუ მეხვევა.
-მოითმინე, ახლავე გაგვიღებენ-აღელვებულმა ლიფტის კარს ხელების რტყმა დავუწყე თან ვყვიროდი-"გაგვიღეთ, გაგვიჭედეთ”-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანდა ჩემი არავის ესმოდა.
გოგოს უკვე სახეზე ფერი აღარ ჰქონდა. ამან კიდევ უფრო შემაშინა. ლიფტის კარის გაღება ვცადე, მაგრამ ამაოდ. უეცრად კედელზე განცხადება შევნიშნე, რომელშიც ეწერა:
"არის თქვენს კორპუსში გაუმართავი ლიფტი? ხშირად გამოდის ის მწყობრიდანი გაიჭედეთ მასში? მაშინ დარეკეთ ნომერზე 88-88-88 და ყველა ამ პრობლემას ბოლო მოეღება! თქვენ დაგეხმარებიან კვალიფიციური ხელოსნები! ღომლებიც მოკლე დროში აღმოფხვრიან პრობლემას და უსაფრთხოდ გამოგიყვანენ ლიფტიდან.”
შ.პ.ს "ლიფტსერვისი”
-დაწყნარდი, ვიპოვე გამოსავალი-ვახარე მას და განცხადებაზე მივანიშნე, გოგომ უცებ ჩაიკითხა რეკლამა და გახარებულმა მითხრა:
-გვეშველა და ეგ არის!
-ე.? და რა ნომერიაი
-88 88 88 –მობილურზე სწრაფად ავკრიფე ნომერი და ოპერატორს დაველოდე.
-ალიო, შ.პ.ს. "ლიფტსერვისი” გისმენთ!
-გამარჯობათ, იცით, ლიფტში გავიჭედეთ და თქვენი დახმარება გვსაჭირეობა.
-მისამართიი
-ნუცუბიძის I პლატო, II მიკრო რაიონი 8 კორპუსი,
-ჩვენ გამოგიგზავნით ხელოსანს და ის გაგიწევთ დახმარებას.
-გმადლობთ, და დაახლოებით რამდენ ხანში მოვაი
-ასე 15-20 წუთში.
-კარგით, ნახვამდის.
-რაო, რა თქვაი-მკითხა გოგომ.
-ხელოსანს გამოვგზავნით და ის დაგეხმარებათო, ასე 15-20 წუთში მოვაო.
-აჰა, ე.? 35-40 წუთში.
-რაც მთავარია აქ გათენება ხომ არ მოგვიწევსი
-ჰოო, მართალი ხარ!
-შენ როგორ გრძნობ თავსი
-უკეთესად.
-რა გჭირდაი
-კლაუსტროფობიის შეტევა მქონდა.
-ცუდია, ისე ამადენი ხანია ვსაუბრობთ და შენი სახელიც არ ვიცი.
-მე მარი მქვია, შენი
-მე გიო.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. აქამდე ამ კორპუსში არ მინახიხარ, ვინმესთან ხარ სტუმრადი-ვკითხე მე.
-ჰო, მეგობართან. ახლახანს გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად, დღეს მთხოვა რომ ოთახის დალაგებაში დავხმარებოდი. –მივხვდი, მარი ბერიძეების სახლიდან მოდიოდა.
-და შენ სად ცხოვრობი
-მე ვაჟა-ფსაველაზე.
-რამდენი წლის ხარი
-15-ის, შენი
-მე 16-ის.
უეცრად გარედან ხმა მოგვესმა:
-აქ ხართ გაჭედილებიი
-აქ ვართ, აქ-ერთდროულად შევძახეთ ჩვენ-სულ რამდენიმე წუთში მე და მარი სადარბაზოში ვიდექით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ გზას გავუდექით.
მეგობრებთან ლაპარაკის თავი ნამდვილად აღარ მქონდა, უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და თან მეორე დღეს ურეკში მივდიოდი. მძიმე დღე მელოდა.
დილის 7 საათზე გამაღვიძეს, მე და დედამ ძლივს მივუსწარით მატარებელს, ურეკში გული არ მიმიწევდა, რადგან ჩემი მეგობრები ბათუმში ისვენებდნენ, დედაჩემს რომ ბათუმში წასვლა ვთხოვე, მითხრა რია-რიას თავი არ მაქვს, აირჩიე ან ურეკი ან თბილისიო. თბილისში ჩახუთვას ყველაფერი მერჩია. თან ზღვა ძალიან მიყვარდა. და ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი ლურჯი წყლით სავსე უკიდეგანო სივრცეს, როდის ვნახავდი მზის ჩასვლას და როდის გავისეირნებდი სანაპიროზე. ისე, რა ჯობია სანაპიროზე სეირნობას, ტალღები ფეხებზე გეცემა, და თეთრად ქაფდება, შენ კი მიდიხარ სველ ქვიშაზე და ტოვებ შენს ნაკვალევს. რომელსაც ზღვიდან მოვარდნილი ტალღა შლის. ცხოვრებაშიც ასე არ არისი ქვიშა-ეს შენი ცხოვრებაა. ნაკვალევი-ეს შენს მიერ გაკეთებული საქმეებია. ხოლო ტალღა-ეს არის დრო რომელიც შლის შენს ნაშრომს და ნაწვალევს.
იმ ყველაფერს რასაც მე ვფიქრობდი, აკლდა ერთი რამ, ეს იყო ადამიანი რომელიც შენთან ერთად განიცდიდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ეს ადამიანი შენ ხელა უნდა ყოფილიყო. მეგონა ურეკში მარტო ვიქნებოდი მაგრამ იქ რომ ჩავედი, მივხვდი რომ ეს ასე არ იქნებოდა. ის იყო სასტუმროში ფეხი შევდგი რომ მარი დავინახე.
-გიოოოი-გაკვირვებულმა შემომხედა მან.
-მარი???-ასევე გაკვირვებული მზერით ვუპასუხე.
-რა დამთხვევაა რომ იმ სასტუმროში დაბინავდი, სადაც მე.
-ვბინავდები-შევუწორე მას.
-მაშინ რომ მოეწყობი მისაღებში ჩამოდი და ერთად გავიდეთ ზღვაზე კარგიი
-აუცილებლად.-ვუთხარი ეს და ოთახისკენ გავწიე.
-ვინ იყოი-მკითხა დედაჩემმა.
-ჩემი ნაცნობი.
-შენ ხომ ნაცნობები არ გელევა.
ნახევარი საათის შემდეგ მე და მარი სანაპიროზე ვიყავით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ზღვის დანახვა. უბრალოდ ჩემი ემოციების გამოხატვის შემრცხვა, თორემ ჩემი გული სავსე იყო სიხარულით.
-რა კარგია რომ შენც აქ ხარ.-ვუთხარი მარის.
-რატომი
-იმიტომ რომ მარტო აღარ ვიქნები. და შენთან გავერთობი.
-ძალიან კარგი რომ ჩემი აქ ყოფნა გიხარია, გინდა დაჭერობანა ვითამაშოთ ზღვაში?
-რატომაც არა. ორივემ წყალში შევცურეთ და დაჭერობანას თამაში დავიწყეთ.
-იჭერ-მითხრა მან. სხვათაშორის მისი დაჭერა დიდხანს ვერ შევძელი. წყალში ღრმად ყვინთავდა და მე რომ მეგონა ჩემს წინ მიცურავდა ის სინამდვილეში ჩემს უკან იყო. დაჭერობანას თამაშშს რომ მოვრჩით ნიჟარების შეგროვება დავიწყეთ. უმეტესად ნიჟარებს მე ვპოულობდი. მარის კი გული რომ არ დასწყვეტოდა ვჩუქნიდი ხოლმე.
დაღლილები ნაპირზე დავჯექით და მზის ჩასვლის ყურება დავიწყეთ. მზის სხივები თეთრ ღრუბლებს ეცემოდა და ვარდისფერ ელფერს ანიჭებდა. მე და მარი მანამ ვიყავით ერთად სანამ მზე ჩავიდოდა. შემდეგ მას მშობლებმა დაუძახეს და ისიც იძულებელი გახდა სასტუმროში დაბრუნებულიყო.
Mმე კი ჩემს გულში ჩავიხედე და მივხვდი რომ მარი შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ აქამდე სიყვარული არასდროს განმეცადა. ამ გრძნობამ პირველად ჩემი გულის კარზე სწორედ იმ დღეს დააკაკუნა, მეც გავუღე და შემოვუშვი, შემოვუშვი იქ სადაც ის არასდროს ყოფილა. მან კი ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლა და მთელი ჩემი გული დაისაკუთრა. ვგრძნობდი რომ ის იქიდან აღარასდროს წავიდოდა. აქამდე თუ ჩემი ცხოვრება ერთი მოსაწყენი ამბავი მეგონა, ახლა ის საოცნებო ზღაპრად მეჩვენებოდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, განა მარის გულშიც ცხოვრობდა სიყვარული?
იმ დღეს დაღამებამდე დავრჩი სანაპიროზე. ვუყურებდი ზღვას, და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მინდოდა სადღაც შორს რომელიმე ვარსკვლავზე მარისთან ერთად წავსულიყავი. არა სიყვარული ისეთი გრძნობაა რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ ამას მანამ ვერ გაიგებ სანამ თვითონ არ განიცდი.
მეორე დღეს დილაადრიან გავიღვიძე და სასტუმროს მისაღემში ჩავედი. არ მინდოდა მარი ჩემს გარეშე წასულიყო ზღავაზე. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ის მალე გამოჩნდა.
-როგორ ხარი-ვკითხე მე.
-რავიცი შენი
-არა მიშავს, ზღვაზე მიდიხარი
-ჰო, მშობლებს გამოვეპარე, ახლა სძინავთ და...
-რატომ გინდოდა რომ მშობლების გარეშე წასულიყავიი-ვკითხე მას როცა სანაპიროზე გავედით.
-იმიტომ რომ ისინი ყველაფერს მიშლიან, და არ მაძლევენ იმის საშუალებას რომ ნორმალურად გავერთო.
-მესმის შენი, რამდენიმე წლის წინ მეც ეგრე ვიყავი.-ვუთანაგრძნე მარის.
-მოდი სანამ თავისუფლები ვართ, გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვინდა.-შემომთავაზა მან.
-მაინც რაი
-რავიცი, გინდა ქვიშაში დაგფლაი
-კარგი-სიამოვნებით დავთანხმდი მე. მარიმ ჩემი დაფვლა დაიწყო, ნახევარ საათში მხოლოდ თავი მიჩანდა.
-აბა თუ ამოხვალი-სიცილით მკითხა მან.
-რა პრობლემაა.- მართალია ცოტა გამიჭირდა მაგრამ მაინც ამოვედი. ქვიშით დასვრილები ზღვაში შევედით. ბევრი ვიცურავეთ, ცურვა რომ მოგვწყინდა "ბანანზე” დავაჯექით. მარის ქარი თმას უწეწავდა და ულამაზესს ხდიდა. არა დღესვე ვეტყვი რომ მიყვარს, არ შემიძლია ჩემი გრძნობების დამალვა და რა ვქნაი-ვეუბნებოდი ჩემს თავს.-დღეს ღამე სადმე შევხვდები და რამეს ვაჩუქებ, შეყვარებულები ხომ ერთმანეთს რაღაცეებს ჩუქნიან.-სანამ მე ფიქრებში ვიყავი "ბანანი” უკან დაბრუნდა. ნაპირზე მარის მშობლები დაგვხვდნენ.
-როგორ გაბედე ჩვენს დაუკითხავად აქ წამოსვლაი-გაბრაზებულმა უთხრა დედამისმა.
-კარგი დედა რა მოხდაი
-ნოდარ, შეხედე ზღვაშიც შესულა.
-აბა, აბა-შეიცხადა მამამისმა.
-კარგით რა, ნუ მარცხვენთ.-სთხოვა მარიმ. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩამეგდო ამიტომ თავი ისე დავიჭირე თითქოს არაფერი მესმოდა.
-დღეს შენ დაისჯები, ხვალამდე სასტუმროდან ფეხს არ გამოადგამ, წადი ახლა არ დამენახო.-უთხრა დედამისმა.
მარისაც სხვა რა გზა ჰქონდა, დარცხვენილმა დატოვა იქაურობა და სასტუმროსკენ გასწია. ამის შემხედვარე, ცუდ ხასიათზე დავდექი.
პირველ რიგში მარი შემეცოდა, შემდეგ კი ჩემს თავს დავუწყე დადანაშაულება-რატომ არ დავიცავი მეთქი. დანაშაულის გამოსასყიდად სასტუმროში დავბრუნდი. ადმინისტრატორს ვკითხე თუ რომელ ნომერში იყო მარის ოჯახი დაბინავებული, მანაც მითხრა. კარებზე დავაკაკუნე და...
-გიოოი-გაკვირვებულმა შემომხედა მან-აქ რა გინდაი
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი.-მივუგე დარცხვენილმა.
-რისთვისი
-ჩემი ბრალი იყო შენები რომ გაგიბრაზდნენ.
-არა რა სისულელეა.
-ესეიგი მაპატიეი-გამიხარდა მე.
-არც გაგბუტივარ, რაც გავაკეთე ყველაფერი ჩემი სურვილით იყო.-ეს რომ მითხრა ცოტა გავთამამდი და ვკითხე.
-დღეს ღამის 11 საათზე შეძლებ გამოსვალასი
-მართალია დასჯილი ვარ, მაგრამ მაინც გამოვალ, ისე რისთვის უნდა შევხვდეთი
-ამას რომ მოხვალ მაშინ გეტყვი.
-კარგი, მიყვარს სიურპრიზები.
-ე.?. მოდიხარი
-ჰო, ძალიან მაინტერესებს რა უნდა მითხრა.-ეს რომ თქვა დავემშვიდობე და ქუჩაში გასვლა დავაპირე რათა მარისთვის რამე მეყიდა მაგრამ მისაღებში დედაჩემი შემხვდა და შემაყოვნა.
-სად იყავიი-მკითხა მან.
-აივანზე.-მოვატყუე მე.
-ახლა სად მიდიხარი
-ზღვაზე,-ისევ ვიცრუე.
-კარგი წადი ოღონდ მალე მოდი.
-რა თქმა უნდა.-ვუთხარი ეს და ქუჩაში გავედი. ერთი მხრივ გახარებული ვიყავი რომ მარი დამთანხდა, და მეორე მხრივ შეშინებული იმითი რომ იმედები გამიცრუვდებოდა.
გზაში ძირითადად სულ პროდუქტის მარკეტები მხვდებოდა, ამიტომ დიდხანს ვიბოდიალე. ბოლოს როგორც იქნა მივაგნე სასურველ მაღაზიას. მას "მოხუცი მებადური” ერქვა. ქუჩაზე გადავედი და იქ შევედი. რას არ ნახავდით იქ: უცნაურ ბეჭდებს და მედალიონებს, ძველ ჭიქებსა და თასებს, ნიჟარებსა და საფერფლეებს. ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მედალიონმა მიიქცია, რომელიც ორად იყო გაყოფილი და რომ შეგეერთებინათ გულს მიიღებდით.
-ეს რა არისი-ვკითხე გამყიდველს რომელიც კროსვორდს ავსებდა.
-ოჰ, ეს სასწაულმოქმედი მედალიონია.
-მართლაი-დავეჭვდი.
-მე არასდროს ვიტყუები.
-და საიდან იცით რომ სასწაულებს ახდენსი
-ამას ვერ გეტყვი, იყიდე და თვითონ დარწმუნდები.
-ორად რატომ არის გაყოფილი?-ჩავეძიე მე.
-ვინც ეს მედალიონი მომიტანა, მითხრა რომ თუ მედალიონის ერთ ნაწილს იმ ადამიანს აჩუქებ ვინც გიყვარს, და მეორე ნაწილს შენ დაიტოვებ, მაშინ თქვენ ვერავინ ვეღარასდროს დაგაშორებთო. მედალოინი მარტო მაშინ დაგცივათ როდესაც მას ჩამოიკიდებთო.-მითხრა გამყიდველმა.
-საინტერესოა, და ვინ მოგიტანათი-დავინტერესდი.
-მას ვერ გეტყვი-მედალიონის ისტორიამ და მისტიკურობამ მომხიბლა ამიტომ ვიყიდე.
ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა თერთმეტი საათი. და აი დადგა ეს დრო. ცაზე უამრავი ვარსკვლავი ანთებდა. ტალღები ნელა უახლოვდებოდნენ ნაპირს და ასევე ნელა შორდებოდნენ.
უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. უკან მივიხედე და მარი დავინახე.
-რა კარგია რომ მოახერხე მოსვლა.-ვუთხარი მას.
-ჰო მოვახერხე, ოღონდ ცოტა დრო მაქვს, ჩემმა მშობლებმა რომ გაიღვიძონ და ნახონ რომ იქ არ ვარ გული გაუსკდებათ, აბა მითხარი ეხლა რა უნდა გეთქვა.-დადგა გადამწყვეტი წუთი, გული ამიჩქარდა სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე და ამოვილუღლუღე.
-იცი... მე... მე... მინდა გითხრა...
-რა, რა გინდა რომ მითხრაი
-რომ... მე... შენ... მიყვარხარ... ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაოცებული მიყურებდა. შემდეგ კი მოხდა სასწაული და მან მე მითხრა.
-მეც-თავიდან მეგონა მეჩვენებოდა მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. სიხარულისგან ვეღარ მოვითმინე და მარის ვაკოცე. მისგან წამოვიდა უსაზღვროე ენერგია რომელიც მე ბედნიერს მხდიდა. მინდოდა ეს წუთი მთელი ცხოვრბა გაგრძელებულიყო, მაგრამ გამახსენდა რომ მარისთვის საჩუქარი მქონდა.
-მარი იცი, მე შენ რაღაც უნდა გაჩუქო-ვუთხარი მას.
-მართლაი
-ჰო მართალა. აი ეს შენ-ჯიბიდან მედალიონი ამოვიღე, ერთი ნაწილი მას დავკიდე, მეორე კი მე ჩამოვიკიდე.
-ეს რა არისი-გახარებულმა და ამოავდროლად გაკვირვებულმა მკითხა მან.
-ამბობენ, თუ მედალიონის ერთ ნაწილს იმ ადამიანს აჩუქებ ვინც გიყვარს, და მეორე ნაწილს შენ დაიტოვებ მაშინ თქვენ ვერავინ ვერასდროს დაგაშორებთო, მედალიონი მხოლოდ მაშინ დაგცავთ როდესაც მას ჩამოიკიდებთო ასე მომიყვა გამყიდველმა.-ვუთხარი მარის.
-რა რომანტიულია, იცი გიო არ მინდა რომ ეს ღამე დამთავრდეს.
-არც მე.-გეგონებოდათ ვარსკვლავებსაც უხაროდათ ჩვენი ბედნიერებაო და უფრო მეტად ასხივებდნენ თავიანთ ჯადოსნურ შუქს. არც ზღვა იყო ნაკლებად გახარებული, ის უფრო ძლიერად ახეთქებდა ტალღებს ნაპირს. მაგარმ მგონი ეს მე მეჩვენებოდა ასე.
-ვაიმე გიო-შეშფოთებულმა მითხრა მარიმ-შეხედე ჩემს ოთახში შუქი აანთეს, და მან ხელი სასტუმროსკენ გაიშვირა.
-წადი, დროზე, გაიქეცი,-ვუთხარი მას.
-ჰო თორემ მომკლავენ.
ასე დამთავრდა ის საღამო. მას შემდეგ რაც მარის სიყვარული ავუხსენი, ჩვენ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. განსაკუთრებით დიდ დროს ერთად ღამე ვატარებდით, როცა ხელს არავინ არაფერში გვიშლიდა. მთვარის შუქზე ვსეირნობდით სანაპიროზე და ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემებზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ზღვა ძლიერ ღელავდა და ნაპირისკენ დიდი ტალღები მოდიოდა. ცაც მოღრუბლულიყო, და სწორედ ასეთ ამინდში მარიმ ზღვაში შესვლა გადაწყვიტა.
-მოდი გიო შევიდეთ-მეუბნებოდა ის.
-ხუმრობივერ ხედავ რამხელა ტალღებიაი
-ოჰ კარგი რა, რისი გეშინია,-თქვა ეს და მუხლებამდე წყალში შევიდა.
-მარიამ გაგიჟდიი ახლავე გამოდი, ნუ იქცევი პატარა ბავშვივით.-მისი გამოყვანა ვცადე მაგრამ ის წყალში გადაეშვა და ზღვაში ღრმად შეცურა. ნაპირიდან ვუყვიროდი დაბრუნდი მეთქი, მაგრამ მას არაფერი ესმოდა. უეცრად მისი კივილი მომესმა.
-მიშველე გიო, ვიხრჩობი, მიშველე-ძლივს აღწევდა ჩემამდე ხმა. შეშინებულმა ზღვაში შევცურე. მეშინოდა არ დამხრჩვალიყო, ამიტომ ხელებს სწრაფად ვუსვამდი. სიბნელის გამო მიჭირდა მისი დანახვა. ფაქტიურად ვერ ვხედავდი მხოლოდ ხმით ვხვდებოდი თუ საით უნდა გამეცურა. ტალღები სახეში მეცემოდა და ხელს მიშლიდა მიზნის მიღწევაში. შიშისაგან მთელი ჩემი გული გაყინულიყო. უეცრად რამდენიმე მეტრში მარი დავინახე. ის თანდათან იძირებოდა, მაგრამ მივასწარი და ხელი მოვკიდე. გაყინულ გულში იმედის ნაპერწკალმა იფეთქა და ყინულის დნობა დაიწყო. მარი უგონოდ იყო. ნაპირისკენ გაცურვას ვცდილობდი მაგრამ ტალღები ზღვის შუაგულისკენ მიგვაქანებდნენ. ვცდილობდი გამეხსენებინა სასიამოვნო მოგონებები რათა ძალა მომცემოდა. გავიხსენე როგორ ვაკოცეთ მე და მარიმ ერთმანეთს, როგორ დამფლა მან სილაში. Aმან ძალა მომცა იმისი, რომ ჩემსკენ მომავალი ტალღისთვის წინააღმდეგობა გამეწია. გამხნევებული წინ მივიწევდი. ძალიან მიჭირდა მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი. მალე ნაპირს მივუახლოვდით. რის ვაი-ვაგლახით მარი სანაპირზე ავიყვანე. გული საგულეში აღარ მქონდა. მარი არ ინძრეოდა, გულზე ყური დავადე მაგრამ ის არ ფეთქავდა. ისე შემეშინდა რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ვერ ვიჯერებდი რომ ესეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და მივსტიროდი ჩვენს სიყვარულს რომელიც მე მაცოცხლებდა. უეცრად ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა. მისი სხივი ჩემმა მედალიონმა აირეკლა, ჩემიდან მარიასაზე გადავიდა და ისიც გაანათა. მედალიონები თვალისმომჭრელად ანათებდნენ, მე კი რაღაც ძალა მარისკენ მიზიდავდა, ის იყო მივუახლოვდი რომ მან თვალები გაახილა, და მე შემომხედა. ვერ ვიჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ცხადში ხდებოდა.
-გიო-ამოილუღლუღა მან.
-მარი.
-რა მოხდაი
-არაფერი დამშვიდდი-ვუთხარი ეს და ვაკოცე. ჩემს გულში საბოლოოდ გადნა ყინული და ცეცხლი აგიზგიზდა. ცოტა ხანი ასე ვეფერებოდით ერთმანეთს. მთვარე კი ანათებდა და სიხარულს გვანიჭებდა.
მალე მარი უნდა წასულიყო რადგან შეიძლებოდა მის მშობლებს გაღვიძებოდათ. და როდესაც ის ადგა ძალაუნებურად მეც ავდექი რადგან კისერზე მედალიონის თოკმა მომქაჩა.
-ეს რა არისი-მკითხა მარიმ. მედალიონს შევხედე და გავოცდი, ის შეერთებული იყო.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1117 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]