.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » ისტორია / ნისლიანი ქუჩა2
23:14
ისტორია / ნისლიანი ქუჩა2

ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლისი და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს "ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეოი”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლაი როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთიი თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი გამოვიძახე. ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცამ დაიძახა.
-დამიცადეთ დამიცადეთ.-უკან მივიხედე და გოგონა დავინახე, რომელიც კიბეზე ჩამორბოდა. სულ რამდენიმე წამში კი ის ჩემს წინ გაჩნდა.
-გმადლობ-მითხრა მან.
-არაფრის, რომელ სართულზე მიდიხარი
-პირველზე, შენი
-მეც-რადგან ორივე პირველზე მივდიოდით, ამიტომ ღილაკ ერთიანს დავაჭირე და ლიფტიც დაიძრა.
გოგონა ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი მიხვდებოდი რომ ეს ასე არ იყო. მწვანე მოელვარე თვალები და ნაზი ვარდისფერი ტუჩები მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებდა. ამ დაკვირვება აღმოჩენაში ვიყავი რომ რაღაც გატკაცუნდა და ლიფტი გაჩერდა. მეგონა გაიღებოდა მაგრამ...
-რა მოხდაი-შეშინებულმა მკითხა მან.
-მგონი გავიჭედეთ.-მივუგე დამწუხრებულმა თან ჩემთვის გავიფიქრე, დღეს ნამდვილად მარცხენა ფეხზე ავდექი მეთქი.
-შუქი ჩაქრაი
-არა-და მას იმ ნათურაზე მივანიშნე რომელიც ლიფტს ანათებდა.
-უი, რა დაბნეული ვარ, როგორ ვერ შევამჩნიე, იცი მე...მე... ძალიან მეშინია დახურული სივრცის.
ის მართლაც შეშინებული ჩანდა. თვალებს აქთ-იქით აცეცებდა თითქოს ვიღაცასგან ხსნას ელისო.
მე კი სიმართლე გითხრათ სულაც არ ვღელავდი, რადგან აქამდე ლიფტში სამჯერ ვყოფილვარ გაჭედილი, და სამჯერვე ჩემი მეზობლის, და ამავდროულად ლიფტის ხელოსნის გივის დახმარებით ვიყავი გამოსული. ამჯერადაც მისი იმედი მქონდა.
-ნუ გეშინია ყველაფერი მოგვარდება, ახლავე დავურეკავ ჩემს მეზობელს.-ვუთხარი გოგოს რათა დამშვიდებულიყო.
-თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. ””welcome to Magticom the mobile phone, you have callled is turrned of or out of the coverage area”.
რამდენჯერმე კიდევ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ, ოპერატორი ერთსა და იმავეს მიმეორებდა.
-გათიშული აქვსი-მკითხა გოგომ.
-ჰო.
-ახლა რა უნდა ვქნათი
-არ ვიცი-მართლა არ ვიცოდი, რადგან მშობლები სახლში არ იყვნენ და რომც ყოფილიყვნენ დიდად ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეზობლების ნომრები არ ვიცოდი. ერთი მეზობლის იმედი მქონდა და იმასაც ვერ ვუკავშირდებოდი.
-შენ შეგიძლია ვინმეს დაურეკო დახმარებისთვისი-ვკითხე გოგოს.
-აუ, მობილური სახლში დამრჩა-ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგან საშველი არსაიდან ჩანდა. უცებ წარმოვიდგინე როგორ წყდებოდა ლიფტის ბაგირი და როგორ ვვარდებოდით. ამის გაფიქრებაზე ტანზე დამბურძგლა.
-ვაიმე, ჰაერი აღარ მყოფნის-შეწუხებული ხმით მითხრა გოგომ-თავბრუ მეხვევა.
-მოითმინე, ახლავე გაგვიღებენ-აღელვებულმა ლიფტის კარს ხელების რტყმა დავუწყე თან ვყვიროდი-"გაგვიღეთ, გაგვიჭედეთ”-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანდა ჩემი არავის ესმოდა.
გოგოს უკვე სახეზე ფერი აღარ ჰქონდა. ამან კიდევ უფრო შემაშინა. ლიფტის კარის გაღება ვცადე, მაგრამ ამაოდ. უეცრად კედელზე განცხადება შევნიშნე, რომელშიც ეწერა:
"არის თქვენს კორპუსში გაუმართავი ლიფტი? ხშირად გამოდის ის მწყობრიდანი გაიჭედეთ მასში? მაშინ დარეკეთ ნომერზე 88-88-88 და ყველა ამ პრობლემას ბოლო მოეღება! თქვენ დაგეხმარებიან კვალიფიციური ხელოსნები! ღომლებიც მოკლე დროში აღმოფხვრიან პრობლემას და უსაფრთხოდ გამოგიყვანენ ლიფტიდან.”
შ.პ.ს "ლიფტსერვისი”
-დაწყნარდი, ვიპოვე გამოსავალი-ვახარე მას და განცხადებაზე მივანიშნე, გოგომ უცებ ჩაიკითხა რეკლამა და გახარებულმა მითხრა:
-გვეშველა და ეგ არის!
-ე.? და რა ნომერიაი
-88 88 88 –მობილურზე სწრაფად ავკრიფე ნომერი და ოპერატორს დაველოდე.
-ალიო, შ.პ.ს. "ლიფტსერვისი” გისმენთ!
-გამარჯობათ, იცით, ლიფტში გავიჭედეთ და თქვენი დახმარება გვსაჭირეობა.
-მისამართიი
-ნუცუბიძის I პლატო, II მიკრო რაიონი 8 კორპუსი,
-ჩვენ გამოგიგზავნით ხელოსანს და ის გაგიწევთ დახმარებას.
-გმადლობთ, და დაახლოებით რამდენ ხანში მოვაი
-ასე 15-20 წუთში.
-კარგით, ნახვამდის.
-რაო, რა თქვაი-მკითხა გოგომ.
-ხელოსანს გამოვგზავნით და ის დაგეხმარებათო, ასე 15-20 წუთში მოვაო.
-აჰა, ე.? 35-40 წუთში.
-რაც მთავარია აქ გათენება ხომ არ მოგვიწევსი
-ჰოო, მართალი ხარ!
-შენ როგორ გრძნობ თავსი
-უკეთესად.
-რა გჭირდაი
-კლაუსტროფობიის შეტევა მქონდა.
-ცუდია, ისე ამადენი ხანია ვსაუბრობთ და შენი სახელიც არ ვიცი.
-მე მარი მქვია, შენი
-მე გიო.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. აქამდე ამ კორპუსში არ მინახიხარ, ვინმესთან ხარ სტუმრადი-ვკითხე მე.
-ჰო, მეგობართან. ახლახანს გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად, დღეს მთხოვა რომ ოთახის დალაგებაში დავხმარებოდი. –მივხვდი, მარი ბერიძეების სახლიდან მოდიოდა.
-და შენ სად ცხოვრობი
-მე ვაჟა-ფსაველაზე.
-რამდენი წლის ხარი
-15-ის, შენი
-მე 16-ის.
უეცრად გარედან ხმა მოგვესმა:
-აქ ხართ გაჭედილებიი
-აქ ვართ, აქ-ერთდროულად შევძახეთ ჩვენ-სულ რამდენიმე წუთში მე და მარი სადარბაზოში ვიდექით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ გზას გავუდექით.
მეგობრებთან ლაპარაკის თავი ნამდვილად აღარ მქონდა, უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და თან მეორე დღეს ურეკში მივდიოდი. მძიმე დღე მელოდა.
დილის 7 საათზე გამაღვიძეს, მე და დედამ ძლივს მივუსწარით მატარებელს, ურეკში გული არ მიმიწევდა, რადგან ჩემი მეგობრები ბათუმში ისვენებდნენ, დედაჩემს რომ ბათუმში წასვლა ვთხოვე, მითხრა რია-რიას თავი არ მაქვს, აირჩიე ან ურეკი ან თბილისიო. თბილისში ჩახუთვას ყველაფერი მერჩია. თან ზღვა ძალიან მიყვარდა. და ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი ლურჯი წყლით სავსე უკიდეგანო სივრცეს, როდის ვნახავდი მზის ჩასვლას და როდის გავისეირნებდი სანაპიროზე. ისე, რა ჯობია სანაპიროზე სეირნობას, ტალღები ფეხებზე გეცემა, და თეთრად ქაფდება, შენ კი მიდიხარ სველ ქვიშაზე და ტოვებ შენს ნაკვალევს. რომელსაც ზღვიდან მოვარდნილი ტალღა შლის. ცხოვრებაშიც ასე არ არისი ქვიშა-ეს შენი ცხოვრებაა. ნაკვალევი-ეს შენს მიერ გაკეთებული საქმეებია. ხოლო ტალღა-ეს არის დრო რომელიც შლის შენს ნაშრომს და ნაწვალევს.
იმ ყველაფერს რასაც მე ვფიქრობდი, აკლდა ერთი რამ, ეს იყო ადამიანი რომელიც შენთან ერთად განიცდიდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ეს ადამიანი შენ ხელა უნდა ყოფილიყო. მეგონა ურეკში მარტო ვიქნებოდი მაგრამ იქ რომ ჩავედი, მივხვდი რომ ეს ასე არ იქნებოდა. ის იყო სასტუმროში ფეხი შევდგი რომ მარი დავინახე.
-გიოოოი-გაკვირვებულმა შემომხედა მან.
-მარი???-ასევე გაკვირვებული მზერით ვუპასუხე.
-რა დამთხვევაა რომ იმ სასტუმროში დაბინავდი, სადაც მე.
-ვბინავდები-შევუწორე მას.
-მაშინ რომ მოეწყობი მისაღებში ჩამოდი და ერთად გავიდეთ ზღვაზე კარგიი
-აუცილებლად.-ვუთხარი ეს და ოთახისკენ გავწიე.
-ვინ იყოი-მკითხა დედაჩემმა.
-ჩემი ნაცნობი.
-შენ ხომ ნაცნობები არ გელევა.
ნახევარი საათის შემდეგ მე და მარი სანაპიროზე ვიყავით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ზღვის დანახვა. უბრალოდ ჩემი ემოციების გამოხატვის შემრცხვა, თორემ ჩემი გული სავსე იყო სიხარულით.
-რა კარგია რომ შენც აქ ხარ.-ვუთხარი მარის.
-რატომი
-იმიტომ რომ მარტო აღარ ვიქნები. და შენთან გავერთობი.
-ძალიან კარგი რომ ჩემი აქ ყოფნა გიხარია, გინდა დაჭერობანა ვითამაშოთ ზღვაში?
-რატომაც არა. ორივემ წყალში შევცურეთ და დაჭერობანას თამაში დავიწყეთ.
-იჭერ-მითხრა მან. სხვათაშორის მისი დაჭერა დიდხანს ვერ შევძელი. წყალში ღრმად ყვინთავდა და მე რომ მეგონა ჩემს წინ მიცურავდა ის სინამდვილეში ჩემს უკან იყო. დაჭერობანას თამაშშს რომ მოვრჩით ნიჟარების შეგროვება დავიწყეთ. უმეტესად ნიჟარებს მე ვპოულობდი. მარის კი გული რომ არ დასწყვეტოდა ვჩუქნიდი ხოლმე.
დაღლილები ნაპირზე დავჯექით და მზის ჩასვლის ყურება დავიწყეთ. მზის სხივები თეთრ ღრუბლებს ეცემოდა და ვარდისფერ ელფერს ანიჭებდა. მე და მარი მანამ ვიყავით ერთად სანამ მზე ჩავიდოდა. შემდეგ მას მშობლებმა დაუძახეს და ისიც იძულებელი გახდა სასტუმროში დაბრუნებულიყო.
Mმე კი ჩემს გულში ჩავიხედე და მივხვდი რომ მარი შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ აქამდე სიყვარული არასდროს განმეცადა. ამ გრძნობამ პირველად ჩემი გულის კარზე სწორედ იმ დღეს დააკაკუნა, მეც გავუღე და შემოვუშვი, შემოვუშვი იქ სადაც ის არასდროს ყოფილა. მან კი ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლა და მთელი ჩემი გული დაისაკუთრა. ვგრძნობდი რომ ის იქიდან აღარასდროს წავიდოდა. აქამდე თუ ჩემი ცხოვრება ერთი მოსაწყენი ამბავი მეგონა, ახლა ის საოცნებო ზღაპრად მეჩვენებოდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, განა მარის გულშიც ცხოვრობდა სიყვარული?
იმ დღეს დაღამებამდე დავრჩი სანაპიროზე. ვუყურებდი ზღვას, და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მინდოდა სადღაც შორს რომელიმე ვარსკვლავზე მარისთან ერთად წავსულიყავი. არა სიყვარული ისეთი გრძნობაა რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ ამას მანამ ვერ გაიგებ სანამ თვითონ არ განიცდი.
მეორე დღეს დილაადრიან გავიღვიძე და სასტუმროს მისაღემში ჩავედი. არ მინდოდა მარი ჩემს გარეშე წასულიყო ზღავაზე. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ის მალე გამოჩნდა.
-როგორ ხარი-ვკითხე მე.
-რავიცი შენი
-არა მიშავს, ზღვაზე მიდიხარი
-ჰო, მშობლებს გამოვეპარე, ახლა სძინავთ და...
-რატომ გინდოდა რომ მშობლების გარეშე წასულიყავიი-ვკითხე მას როცა სანაპიროზე გავედით.
-იმიტომ რომ ისინი ყველაფერს მიშლიან, და არ მაძლევენ იმის საშუალებას რომ ნორმალურად გავერთო.
-მესმის შენი, რამდენიმე წლის წინ მეც ეგრე ვიყავი.-ვუთანაგრძნე მარის.
-მოდი სანამ თავისუფლები ვართ, გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვინდა.-შემომთავაზა მან.
-მაინც რაი
-რავიცი, გინდა ქვიშაში დაგფლაი
-კარგი-სიამოვნებით დავთანხმდი მე. მარიმ ჩემი დაფვლა დაიწყო, ნახევარ საათში მხოლოდ თავი მიჩანდა.
-აბა თუ ამოხვალი-სიცილით მკითხა მან.
-რა პრობლემაა.- მართალია ცოტა გამიჭირდა მაგრამ მაინც ამოვედი. ქვიშით დასვრილები ზღვაში შევედით. ბევრი ვიცურავეთ, ცურვა რომ მოგვწყინდა "ბანანზე” დავაჯექით. მარის ქარი თმას უწეწავდა და ულამაზესს ხდიდა. არა დღესვე ვეტყვი რომ მიყვარს, არ შემიძლია ჩემი გრძნობების დამალვა და რა ვქნაი-ვეუბნებოდი ჩემს თავს.-დღეს ღამე სადმე შევხვდები და რამეს ვაჩუქებ, შეყვარებულები ხომ ერთმანეთს რაღაცეებს ჩუქნიან.-სანამ მე ფიქრებში ვიყავი "ბანანი” უკან დაბრუნდა. ნაპირზე მარის მშობლები დაგვხვდნენ.
-როგორ გაბედე ჩვენს დაუკითხავად აქ წამოსვლაი-გაბრაზებულმა უთხრა დედამისმა.
-კარგი დედა რა მოხდაი
-ნოდარ, შეხედე ზღვაშიც შესულა.
-აბა, აბა-შეიცხადა მამამისმა.
-კარგით რა, ნუ მარცხვენთ.-სთხოვა მარიმ. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩამეგდო ამიტომ თავი ისე დავიჭირე თითქოს არაფერი მესმოდა.
-დღეს შენ დაისჯები, ხვალამდე სასტუმროდან ფეხს არ გამოადგამ, წადი ახლა არ დამენახო.-უთხრა დედამისმა.
მარისაც სხვა რა გზა ჰქონდა, დარცხვენილმა დატოვა იქაურობა და სასტუმროსკენ გასწია. ამის შემხედვარე, ცუდ ხასიათზე დავდექი.
პირველ რიგში მარი შემეცოდა, შემდეგ კი ჩემს თავს დავუწყე დადანაშაულება-რატომ არ დავიცავი მეთქი. დანაშაულის გამოსასყიდად სასტუმროში დავბრუნდი. ადმინისტრატორს ვკითხე თუ რომელ ნომერში იყო მარის ოჯახი დაბინავებული, მანაც მითხრა. კარებზე დავაკაკუნე და...
-გიოოი-გაკვირვებულმა შემომხედა მან-აქ რა გინდაი
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი.-მივუგე დარცხვენილმა.
-რისთვისი
-ჩემი ბრალი იყო შენები რომ გაგიბრაზდნენ.
-არა რა სისულელეა.
-ესეიგი მაპატიეი-გამიხარდა მე.
-არც გაგბუტივარ, რაც გავაკეთე ყველაფერი ჩემი სურვილით იყო.-ეს რომ მითხრა ცოტა გავთამამდი და ვკითხე.
-დღეს ღამის 11 საათზე შეძლებ გამოსვალასი
-მართალია დასჯილი ვარ, მაგრამ მაინც გამოვალ, ისე რისთვის უნდა შევხვდეთი
-ამას რომ მოხვალ მაშინ გეტყვი.
-კარგი, მიყვარს სიურპრიზები.
-ე.?. მოდიხარი
-ჰო, ძალიან მაინტერესებს რა უნდა მითხრა.-ეს რომ თქვა დავემშვიდობე და ქუჩაში გასვლა დავაპირე რათა მარისთვის რამე მეყიდა მაგრამ მისაღებში დედაჩემი შემხვდა და შემაყოვნა.
-სად იყავიი-მკითხა მან.
-აივანზე.-მოვატყუე მე.
-ახლა სად მიდიხარი
-ზღვაზე,-ისევ ვიცრუე.
-კარგი წადი ოღონდ მალე მოდი.
-რა თქმა უნდა.-ვუთხარი ეს და ქუჩაში გავედი. ერთი მხრივ გახარებული ვიყავი რომ მარი დამთანხდა, და მეორე მხრივ შეშინებული იმითი რომ იმედები გამიცრუვდებოდა.
გზაში ძირითადად სულ პროდუქტის მარკეტები მხვდებოდა, ამიტომ დიდხანს ვიბოდიალე. ბოლოს როგორც იქნა მივაგნე სასურველ მაღაზიას. მას "მოხუცი მებადური” ერქვა. ქუჩაზე გადავედი და იქ შევედი. რას არ ნახავდით იქ: უცნაურ ბეჭდებს და მედალიონებს, ძველ ჭიქებსა და თასებს, ნიჟარებსა და საფერფლეებს. ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მედალიონმა მიიქცია, რომელიც ორად იყო გაყოფილი და რომ შეგეერთებინათ გულს მიიღებდით.
-ეს რა არისი-ვკითხე გამყიდველს რომელიც კროსვორდს ავსებდა.
-ოჰ, ეს სასწაულმოქმედი მედალიონია.
-მართლაი-დავეჭვდი.
-მე არასდროს ვიტყუები.
-და საიდან იცით რომ სასწაულებს ახდენსი
-ამას ვერ გეტყვი, იყიდე და თვითონ დარწმუნდები.
-ორად რატომ არის გაყოფილი?-ჩავეძიე მე.
-ვინც ეს მედალიონი მომიტანა, მითხრა რომ თუ მედალიონის ერთ ნაწილს იმ ადამიანს აჩუქებ ვინც გიყვარს, და მეორე ნაწილს შენ დაიტოვებ, მაშინ თქვენ ვერავინ ვეღარასდროს დაგაშორებთო. მედალოინი მარტო მაშინ დაგცივათ როდესაც მას ჩამოიკიდებთო.-მითხრა გამყიდველმა.
-საინტერესოა, და ვინ მოგიტანათი-დავინტერესდი.
-მას ვერ გეტყვი-მედალიონის ისტორიამ და მისტიკურობამ მომხიბლა ამიტომ ვიყიდე.
ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა თერთმეტი საათი. და აი დადგა ეს დრო. ცაზე უამრავი ვარსკვლავი ანთებდა. ტალღები ნელა უახლოვდებოდნენ ნაპირს და ასევე ნელა შორდებოდნენ.
უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. უკან მივიხედე და მარი დავინახე.
-რა კარგია რომ მოახერხე მოსვლა.-ვუთხარი მას.
-ჰო მოვახერხე, ოღონდ ცოტა დრო მაქვს, ჩემმა მშობლებმა რომ გაიღვიძონ და ნახონ რომ იქ არ ვარ გული გაუსკდებათ, აბა მითხარი ეხლა რა უნდა გეთქვა.-დადგა გადამწყვეტი წუთი, გული ამიჩქარდა სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე და ამოვილუღლუღე.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1119 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]