ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:03
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:03 გულს ენატრები, და ნეტა რატომ? | |
გულს ენატრები, და ნეტა რატომ? შენზე ფიქრს ვებრძვი, მაინც შენ გნატრობ. შენზე ოცნებით დავდივარ, ვნაღვლობ ვიცი რომ შენთვის ლანდი ვარ მარტო. ლანდი რომლადაც თავად მაქციე, მე შენთან მსურდა, ზურგი მაქციე, შენთვის ვცხოვრობდი კერპად გაქციე სისულელეა!!! -შენ მე დამცინე. შენ ხელი მკარი, მე მივხვდი რატომ, მე შეგიყვარე, ამან დაგაფრთხო. მე სიყვარულის არ ვარო ღირსი მე ვინ ვიყავი ეს შენ არ იცი, ჩემი წარსულის ბნელი ლანდებით შენს ტკბილ ხაფანგში როგორ გავები? მე არა, მაგრამ გულმა გაგიცნო ანგელოზი კი არც მე ვარ თვითონ შენს მზერას, შენს ხმას ათასში ვიცნობ, და რომ მოგწონვარ ამას შენცკი გრძნობ. მინდა დაფიქრდე ამას გთხოვ მხოლოდ. იცი, ჩემს გულში მე ადგილს გითმობ შენს სიახლოვეს ყოველ წუთას ვგძნობ, და თუ დაგჭირდა ყველაფერს დავთმობ. შენ გადაწყვიტე რისი ხარ ღირსი, მე აქ ვარ შენთან და კიდევ გიცდი, გიცდი და ამით გული მეწვება, შენ ჩემთვის სითბო არ გემეტება. დამკარგავ, ვიცი მერე მიხვდები და ყველაფერი გვიან იქნება, მოგენატრება ჩემი ალერსი და ჩემი გული სხვისი იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |