.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო
14:24
ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო


ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო :
რა დღეში ხარ ბევრისათვის სანატრელო,
წმინდა ნინო შენი იყო სანაქებო,
დაგვიწყნიათ ყველაფერი საბრალებო.
მე გავწირე ერთი შვილი სადარდელო,
შენ კი ბევრი ჩამოგართვეს საქართველო,
დაგიხიეს შენ ის კვართი , რომ ჩაგაცვი,
მაპატიე არ შემეძლო , რომ დამეცვი.
ჩემს კალთის ქვეშ შენ იქნები საქართველო,
ყველასათვის სანატრელო , საყვარელო .
მე სანთლებთან ვამბობ ამას სადარდელო,
შენს ლოცვაში დავაღამებ საქართველო.
უცებ წვიმამ უკლო დენას , გადაიღო ,
შეკუპრული ღრუბლები კი ცამ წაიღო .
გალუმპული მიწის იდგა სურნელიო ,
ცხრა-თვალა მზე ამობრწყინდა სულ ნელიო .
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1113 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]