პარასკევი, 22.11.2024, 00:12
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:04 ღამით ქუჩაში დავეხეტები | |
ღამით ქუჩაში დავეხეტები მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით, ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის... მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები, სველი თვალებით მივყვები ბილიკს, გაოცებული მივიცქერი იქით არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის? მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის მე არ მასვენებს ფიქრები მისი, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის... მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით, არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად, არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით. დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით არ ვიცი საით, გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |