.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი
17:36
გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი

გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის.....

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 947 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]