.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » გახსენება ავტ : ნ.კოლხი
19:06
გახსენება ავტ : ნ.კოლხი

აქ ძველი კოლხი მახვილს ლესავდა, 
იქ შიშისაგან თრთოდა აზონი, 
თუ ფარნავაზი მთის არწივს ჰგავდა, 
შევარდენს ჰგავდა ქუჯი ბატონი. 

ერის მძლავრ ნებას ვინ დაიმონებს 
და როს ორივე მომხდურს ეკვეთა, 
გულმა გული სცნო და ღონემ-ღონე_ 
ასე გვიამბობს ძველი ლეგენდა. 

დღეს მიწას აღარ ჩხვერენ რაშები, 
აღარ გაისმის ხმალთა ჩხრიალი 
კვლავ გაგვიხასდნენ ,,ყიზილბაშები”, 
გატყდა დერბენტი და დარიალი. 

ყელს საბელს გვიჭერს სკვითური მოდგმა, 
კატას ემსგავსა ლომის ბოკვერი, 
რაღას გვიშველის ახლა ეს მოთქმა, 
მაგრამ ვერ ითმენს გული ოხერი! 

ავტ :  ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 984 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]