ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:51
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:32 ,,ძევახ,სიცოცხლეო ჩემო” (ნ.კოლხი) | |
ეს სიტყვები წარწერილია ქალის(კარპაკის)მიერ ქმრისადმი მიძღვნილ გემმაზე, რომელიც არმაზის ნეკროპოლში იქნა ნაპოვნი.ეს გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ძახილია, რომელიც საყვარელი ადამიანის ნაადრევი სიკვდილითაა გამოწვეული. (ვუძღვნი კარპაკს) სარკოფაგიდან შენი ხმა მესმის, ო,უნაზესი შენი ჩურჩული, ათასწლეულთა მღვრიე ქაოსებს სამარადისოდ ხარ შეხიზნული. მაგრამ რას გვიშლის დრო და მანძილი, ჩვენ ჩვენი ბედით ვართ თანასწორი, მეც ცოლი ვიყავ,მეცა ვარ ქალი, შენც ქალი იყავ და გერქვა ცოლი. ჩვენი ტკივილი ,ასეთი მძიმე, ვერ დაიტია, ო,გულმა ჩვენმა, ჩემსას იაიფი ლექსები ამხელს, შენსას კი შენი ძვირფასი გემმა. ჩვენ ჩვენი დარდი გავფინეთ ქარში, ავყარეთ წუხილს რკინის ხუნდები, ერთ დროს შენს გულ-მკერდს რომ ამშვენებდა, დღეს ობლად ყრია იაგუნდები. გაივლის კიდევ სულ ცოტა ხანი, მეც იმ წყვდიადში გადავეშვები და როგორც შენი ლამაზი მძივი- დაიფანტება ჩემი ლექსებიც. მაგრამ, ,,ო,ძევახ,სიცოცხლევ ჩემო!”_ დაჭრილი სულის ურვა-გოდება, დარჩება ასე,სამარადჟამოდ, ისევ და ისევ განმეორდება; ისევ და ისევ გაიმეორებს ათასი ქალის ბაგე მთრთოლვარე, სანამ სიკვდილი ქვეყნად ბოგინებს და სანამ არმაზს ანათებს მთვარე; სანამ იქნება ტკივილი სულის, სანამ იქნება ტკივილი ხორცის, ამ ქვეყანაზე მდედრი და მამრი არ მოიშლიან სანამდე ქორწილს; სანამ აიტანს და სანამ შეძლებს ზიდვას დაჭრილი გულისას მკერდი და...სანამ ყველა ,ბოლოს და ბოლოს, ჩავწვებით ჩვენ-ჩვენ ძევახის გვერდით. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |