ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:28
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
01:44 დავრჩები შენთვის მუდამ პატარა | |
დ ავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა ე რთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა დ აბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა ა მაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა მ ე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე ი სწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე ყ ვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც ვ ერას ნუ იტყვი ცხოვრების გზაზე, კოჭლიც მიილტვის ციცაბო მთაზე ა მ დარიგებით ბევრი მასწავლე, ბოროტების გზა ჩემგან დამალე რ ოცა დამტოვებ სტუმრების გზაზე, ჩემი იქნები კომპასი ცაზე ხ ატებთან ჩამქრალ მოწყენილ სანთლებს, მოეფერები და შესძენ ნათელს ა მ სულში თუ რამ სითბო ანთია, შენით ანთია, შენი ღვაწლია რ ოგორც ეს ლექსი გულმა დათოვა, ამ გულით მინდა გითხრა მადლობა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |