.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » დამასახლე შენს ხელისგულზე..
18:31
დამასახლე შენს ხელისგულზე..


დამასახლე შენს ხელისგულზე..
სიყვარულის და სიცოცხლის პარალელში
დავიდებ ბინას.
ხელები სწრაფად დაიბანე,
არა მაქვს ქოლგა...
გავილუმპები.
დამასახლე შენს ხელისგულზე,
დავასუფთავებ,
დავაწკრიალებ,
ვუპატრონებ .
და თუ შევძელი
შენს ბედის ხაზებს
გადავუტან კალაპოტებს
ჩემებისაკენ.
ცერა თითიდან ნეკა თითზე
გავაბამ ჰამაკს,
და გაღვიძებულს თან ამყვება
შენი სურნელი,,,
დამასახლე შენს ხელისგულზე.
და თუ წამძლია ცნობისწადილმა,
თუ ავუყევი შენს გონის ხაზს ზე..
შემოეხიდე ჩემს ნაბიჯებს..
გაღიმებულ ჭიამაიას -
შემაშველე ცერა თითი,
არ ჩამოვვარდე.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 867 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]