ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:49
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:21 დახეული დედის წერილი | |
ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი ,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია... ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო, რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია. მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს, ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ, გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს, დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია.. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||