.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა....
17:26
დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა....

დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა.... არადა, გახსოვს რამდენ ხანს ვაშენებდით?.... 
დაგეღალე.... 
ისე დაგეღალე, ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს.... 
თითქოს ხელს გიშვებ, მაგრამ მეშინია უშენობით მარტოობის.... 
შენთან მინდა!!!
ჰო, მინდა და რა ვქნა?! 
იცი?... როცა იძინებ, შენს სასთუმალთან ვჯდები და სუნთქვას გითვლი.... 
როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, იცი?..... 
მაგრამ არ მიშვებ შენამდე.... 
დაგეღალე... ამდენი უაზრობით დაგეღალე და ვეღარც გეღიმები.... 
ვერც შენ, ვერც სხვას.... 
ვეღარ ვიღიმები... 
მომენატრე!... 
ძველი გრძნობებით მომენატრე!.... 
ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე.

შენი თვალები მომენატრა, შენი თითები... 

მომეფერე რა... 
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!... 
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე... 
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 908 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]