კვირა, 24.11.2024, 15:23
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:39 ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ | |
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას. გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი. თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი, ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა ,როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე: ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |