სამშაბათი, 03.12.2024, 20:23
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
23:08 ჩანახატი / დაისი ! | |
...იდგე ზღვის ნაპირთან და უცქერდე ზურმუხტივით ცისფერი ზღვის უკიდეგანო სივრცეს,ეს ის განცდაა,რომელსაც ალბათ არაფერი შეედრება.ცხოვრება ზანდახან მარტო ზღვის ნაპირზე,ქვიშაში სიარულის,ზღვის ტალღებისა და ჩამავალი მზის ყურების გამო ღირს.სანაპიროზე მაღალი,აშოლტილი პალმები მზეს თითქოს ამაყად და ქედმაღლურად დაჰყურებენ ზემოდან,თან ისეთი სიამაყით გეგონება მართლა მასზე მაღლები იყვნენ. თეთრად მოქათქათე ლაინერზე,უამრავი თოლიები გუნდ-გუნდად მიჰყვებიან ერთმანეთს.ღრუბელი ხან პირქუში,ბოროტი და დაუნდობელი ხდება, ხან პატარა,ლუღლუღა ბავშვივით მხიარული და ბედნიერი... მზე ხან იცინის,ხან მოწყენილია,ზღვა ხან ღრუბელივით წყნარია,ხან კი ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზებულივით,გიჟივით ღელავს. დიდი ტალღის ზვირთი გადარეულივით მიეხეთქება კლდის წამონაზარდს,რომლის ქვეშაც ბავშვებს თავი შეუპარებიათ და ლაღად იცინიან.. ზემოთ კლდის ირგვლივ ფერად-ფერადი მაგნოლიები მწკრივად გაჰყოლიან დიდ და განიერ გზას... ... ქვიშა ზღვას ეთამაშება,ზღვა მზეს,მზე ღრუბელს,ყველა ერთად კი ადამიანს.მათ გარეშე ბუნება წარმოუდგენელია,ბუნების გარეშე კი ჩვენ ადამიანები... დაისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნების სურათია,მაგრამ მისი დანახვა ყველას არ შეუძლია,მხოლოდ ის არის ბედნიერი,ვისაც ამ ზღაპრული პეიზაჟის წარმოსახვის ნიჭი აქვს... ჰორიზონტის ბოლო ჩასვლამდე ყველა წუთს თავისი ხიბლი და განცდა აქვს... ... და სულ ერთი წამით წარმოვიდგინე ზღვის ნაპირზე,ქვიშაში ჩამუხლული ჩემი თავი,თუ როგორ ეცემოდა მზე ზღვის ფსკერზე. ... და ზღვა,რომელიც სულ ცისფრად ლივლივებდა,თითქოს ნიღაბი შეიცვალა და ცეცხლისფერ ალში გაეხვია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |