ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:43
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:10 ბინდთა თარეშში, ფიქრებად ჩაძირულს | |
ბინდთა თარეშში, ფიქრებად ჩაძირულს, შენს სავალ ბილიკებს ვეძებ, გულში ჩაღვენთილ ლამაზ ხატებას, შევავედრებდი ღმერთებს. ოღონდ მენახე, თუნდც მხოლოდ ერთხელ, მოგიტაცებდი მარტოს, ტყის პირას, ტბასთან შენს ლამაზ ქოხში გაგინათებდი აწყმოს. თუნდც, მაინც ერთხელ შენთვის მემღერა, გავაჩერებდი გრიგალს, ჩამოვჯდებოდი შენს სასთუმალთან, მკერდს დაგიკოცნიდი მძინარს. დავიცლებოდი, სისხლად ბოლომდის, შენს თავს დავუთმობდი არვის, გავუშიშვლებდი ნატვრას, მოლოდინს, მზესაც დაგინთებდი ქარვის. სიზმრად ნაფერი ღამე აშარი, ფიქრის ფერებს რომ მალავს, არ გაგვიწყრება ახლაც ლაშარი, ზეცას გაგვიშლის კარავს. ღრუბლად დაგსვავდი, ლამაზ დედოფლად, შენთვის ვილოცებდი მუდამ, ოღონდ მენახე, და ეს ჩემი ნატვრაც, სიზმრად მქცეოდეს თუნდაც. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |