.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
19:15
ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი

ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
ყანწით დავცლიდი საქართველოს მთებს და მწვერვალებს,
მერე რა იცი?_მოვიდოდი შენს ფანჯარასთან
და სერენადას ვუმღერებდი შენს ლამაზ თვალებს.
საუბედუროდ ბიჭი არ ვარ, რომ ვიშარაფო
ღვინიო დავლიო,ღვინიტ დარდი სულ დავივიწყო.
ქალიშვილი ვარ სიყვარულით გაწამებული
ერთი ვიცოდე ნუთუ მართლა არ გებრალები?
ბიჭი არა ვარ სიყვარული რომ გაგიმჟჭავნო
და ავამღერო შენს ქუჩაზე ჩემი გიტარა
ბიჭი არა ვარ, გოგონა ვარ, გესმის?-მიყვარხარ
და შენ კი ჩემი სიყვარული არ გეკარება!
ბიჭი არა ვარ ცივი დანა დავატრიალო
ფეხდაფეხ გდიო, დაგაშინო, გთხოვო ცოლობა,
ქალიშვილი ვარ, გოგონა ვარ, ნუთუ არ გჯერა
ნუთუ ეს არის გოგონასთან შენი გმირობა.
ბიჭი,რომ ვიყო და შენ წუთით გოგოდ გაქცია
ზღაპრულ მერანზე შენს შავ თვალებს ავიტაცებდი.
დაგიკოცნიდი ლამაზ თვალებს გრძნობით ანთებულს
ბიჭი, რომ ვიყო 
და შენ გოგო,
მოგიტაცებდი.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]