პარასკევი, 22.11.2024, 00:16
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:50 ბედნიერების მოიმედეთა | |
ისევ დღეა და ისევ ღამეა, ისევ ივსება ქარით აფრები, ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ, უკანასკნელი მოჰიკანელი. შენი მიზანი არის ნათელი გსურს განმაშორო სულის სიშავეს, რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები, ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს. თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა, ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი, არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე, მარადიული ვარ შენი მცველი. ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი ბედნიერების მოიმედეთა და არც არავინ არ არის მათში მზიარებელი ტკივილის ტყეთა. არ დავაღამებ შენთან ვიქნები როგორც ოდესღაც დაწერილია. წამის წამობით უნდა აღსროლდეს, ის რაც ზეცისგან გან წერილია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |