ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:54
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:30 ათს აჩვენებენ უკვე ისრები! | |
ათს აჩვენებენ უკვე ისრები! იასამნებმა აწვიმეს ქალაქს სიყვარულის და სიცოცხლის მღერით, ნაზი სურნელით გახსნეს აპრილი თაიგულების გზებზე დაფენით. მოდის,მოარხევს ცათა სანახებს, ლაღი ამაყი ტანად ჩინარი, და არც არავის არ ტოვებს ქვეყნად ვინც რომ არ ყავდეს გულ ნატკინარი. ეს აისია,ამ საოცრების მაისის ფეთქვით რომ ახლოვდება, გადმოიფრქვევა ზეცის თავანი და ვინც არ ფიქრობ მასში ახდება. თუ ეს აპრილი მინიშნებაა იმის რაც ქვეყნად ოდესღაც იყო, მაისი მისი გაცხადებაა თვალ და ხელ შუა რაც რომ დაიწყო. შენ გელოდები!ათს აჩვენებენ გულში კვეთილი ცივი ისრები, სად ხარ?! არ ისმის შენი არც ჩქამი, მიხმე საცაა გადავიჭრები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |