ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:43
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:11 არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით | |
არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით, ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები. იტყვიან თითები,თვალები,ბგერები, თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი. და ჩვენ ერთმანეთში როცა დავირწევით, მეცხრე კარიბჭემდე როცა ავიჭრებით, ჩვენი მზეებით და ჩვენი იმედებით, ერთი სიცოცხლით და ერთი დაბეჭდებით, სამყარო გახდება მეუფის საუფლო, ცოცხალ სიყვარულის ვარდი სამაისო. ო, ასე მოხდება ვიცი ყველაფერი, რასაც დრომდე ბურავს ღამე საფარისო. ხომ არ დამივიწყებ,ჩემო ამ უკუნში? ამ ღვთის რისხვის ჟამში ხომ არ დამშორდები? მე შენ მიერი ვარ მხოლოდ მოიმედე სიყვარულს გაფიცებ გთხოვ,ნუ ჩამიწყდები. ...არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით, ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები. იტყვიან თითები,თვალები,ბგერები, თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |