.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ამაოებას განშორებული
19:25
ამაოებას განშორებული

ამაოებას განშორებული
არ დავიღლები მე მზის ფერებით,
როგორც სანთელი მისთვის მლოცველი
წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.

ცისფერ თვალების მზერას მივყვები
და უშენობას ვითვიმ წამებით,
თუ სიხარული არ მიწერია
დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.

დასაბამიდან დასასრულამდის,
დასავალიდან ასავალამდე,
მარადიული სული მდევარი
არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.

გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს?
საფიცარიდან კიდით-კიდემდე
და არ დავცხრები მანამდე სანამ,
ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.

კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია
და უცილობელად ასე იქნება.
მგელი და კრავი ერთად მოძოვენ,
რადგან უფალმა ასე ინება.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 872 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]