.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები(თავი მესამე)
17:22
ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები(თავი მესამე)

უი, უკაცრავად, ეს შემთხვევა მგონი უკვე მოყოლილი მაქვს.

ბავშვებს ვიტაცებ
ძაღლი იყო. 
გავიცანი თუ არა, მაშინვე შვატყვე. მაგათ ერთი შეხედვით ვცნობ ხოლმე რა. ეს ძაან მონდომებით ცდილობდა დაემალა, რას წარმოადგენდა სინამდვილეში, მაგრამ ჩემი მოტყუება მაინც ძნელია. ასაკით ტოლები ვიყავით. მაგრად ჩაგვიძმაკაცდა. 
ვხვდებოდით, რომ ჩემზე მუშაობდა და იასნია, არაფერი არ შეგვშლია. პირიქით...
ერთი მიტოვებული საწყობი მეგულებოდა. სწორედ იქ შევკრიბე მთელი საძმაკაცო. ოპერაცია უნდა დაგვეგეგმა.
უკვე ყველაფერი მოფიქრებული მქონდა. გრძელი სიტყვით გამოვედი. ვილაპარაკე, რომ გადაწყვეტილი მაქვს ძალიან დიდი ფულის შოვნა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თანაბრად გავიყოფთ და რომ ამ ფულს ვიშოვით ბავშვების მოტაცების გზით. 
შვიდ ბავშვს ვიტაცებთ-თქო, 14-15 წლის გოგონებს. 
ამ საწყობში დავმალავთ და გამოსასყიდს მოვითხოვთ-თქო. ყველას რაღაც როლი ერგო ამ საქმეში, მაგასაც. ფული მივეცი და დავაბარე, დაახლოებით იმ დროისთვის, როცა უკვე საწყობში გვეყოლებოდა ყველა ბავშვი, უნდა მოეტანა ბევრი საკვები,
ერთი-ორი კვირის სამყოფი ათი კაცისთვის. მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩა დავალებით, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა... 
ოპერაციის დღეს ყველაფერი კარგად ჩატარდა. სამი მანქანით ვმოძრაობდით. ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან მოვიტაცეთ შვიდი გოგონა. 
მანაც ხუთიანზე შეასრულა თავის დავალება. ზუსტად დანიშნულ დროს მიადგა საწყობს, ოღონდ ოცდახუთი პოლიციის მანქანის თანხლებით. მოპირდაპირე შენობების სახურავებზე სნაიპერებიც კი ისხდნენ. სასწრაფოდ შეამტვრიეს საწყობის კარი და წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როცა შიგნით არავინ დახვდათ...
მე ამ დროს კინოში ვიჯექი. შვიდ ბავშვთან ერთად, რომლებიც ვითომდა მოვიტაცეთ. ჩემი ძმაკაცის დეიდაშვილის კლასელები იყვნენ. დახმარება ვთხოვეთ და დაგვთანხმდნენ.
წინასწარ გვყავდნენ გაფრთხილებულები, თუ სად და როდის უნდა მდგარიყვნენ. ჩვენ ჩავივლიდით და მანქანაში ჩავისვამდით...
მშვენიერი დრო გავატარე კინოში. ფილმიც კარგი იყო.
ის, რა თქმა უნდა, იმ დღესვე გააგდეს სამსახურიდან. ჩვენთანაც აღარ გამოჩენილა. გვემალებოდა. იცოდა, რომ ვერ გადამირჩებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში ვნახე. 
უბნის სასტავს ყავდა გამოჭერილი. ფეხქვეშ გაეფინათ და მაგრად ცემდნენ. ალბათ, სასიკვდილოდ. საერთოდ, ყველა ძაღლის ბოლო ასეთია, მითუმეტეს, თუ თავიდანვე ბოზობით იწყებს...

ერთი, ორი, სამი...
მე და ნიკუშა ვიყავით. სკამზე გვყავდა მიბმული. პირში ჩემი იარაღი ედო. 
_ ან იტყვი, ან სამამდე ვითვლი, _ დავიღრიალე მე.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ ერთი, ორი, სამი... 

ჩახმახს გამოვკარი...

* * *
ახლა შუაღამეა. რატომღაც გამომეღვიძა. თავში ეს ამბავი მიტრიალებდა. რის გამო მოხდა ან როგორ დამთავრდა, არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მოხდა.

77..
თერთმეტი წელი ვიცხოვრე ამ სახლში, თუმცა სახურავზე არასდროს ვყოფილვარ. პირველი რაც თვალში მომხვდა, ძველი, გახუნებული ფეხსაცმელები იყო. მაშინვე გამახსენდა, ვისაც დაეტოვებინა... თავის დროზე მასაც ისეთივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, როგორიც იმ დღეს მე. 
მას გამოუვიდა. დარწმუნებული ვიყავი, მეც გამომივიდოდა. მე თვითონ ვიქნებოდი ჩემი უკანასკნელი მსხვერპლი და 77 მკვლელობით დავტოვებდი ამ ქვეყანას...

პირობა
_ ძალიან გთხოვ რა, აი, პროსტა ძალიან, არავინ აღარ მოკლა რა. იმაზე ფიქრი აღარ შემიძლია, რომ შენ ვიღაცეებს კლავ. _ ცრემლები მოიწმინდა, _ ამის გამო მაინც ვერ დაგშორდები, იმიტომ, რომ ძაან მიყვარხარ, მაგრამ ეს ერთი რაღაც შემისრულე რა.
მაშინ ერთად ვცხოვრობდით. მართლა გვიყვარდა ერთმანეთი.
_ კარგი, _ ჯერ ბოლომდე არ მქონდა შეტოპილი, ვფიქრობდი, რომ შემეძლო შეჩერება. _ შენი გულისთვის მე ყველაფრს გავაკეთებ.
ჩამეხუტა.
_ მართლა?
_ პირობას გაძლევ, არასდროს არავის აღარ მოვკლავ.
_ მიყვარხარ, _ უფრო მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა. 
_ და კიდე იცი რაა, ეს ნივთი მოაშორე რა აქედან.
იმ დილით რაღაც ნაჯახი ვიპოვე სახლში. მაგაზე მეუბნებოდა. მაგიდზე დამეტოვებინა შემთხვევით.
_ ეეს? ამას საერთოდ გადავაგდებ! _ წამოვიყვირე, ნაჯახს დავავლე ხელი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავუშვი.
გამაყრუებელი კივილის ხმა... ბედი არ მაქვს რა... ხო შეიძლებოდა ქვემოთ არავინ ყოფილიყო?! ვიღაც კაცი... ზურგში დაეცა. რაღა მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის ქვეშ დაიხარა ზონრის შესაკრავად და რაღა მაინცდამიანც იმ დროს?! არა, ნამდვილად
არ მაქვს რა ბედი...
ჩანგალი
დილაადრიან ბიჭებმა გამაღვიძეს. 
მეძახდნენ, ჩხუბი გვაქვს და
ჩამოდიო. უცბად ჩავიცვი, ხელ-პირი დავიბანე და ქვემოთ ჩავირბინე. სისწრაფეში დანას ვერ მივაგენი და ჩანგალი გავიყოლე თან. საქმე გავარჩიეთ და ჩხუბამდე აღარ მივიდა. მე ბიჭებს გამოვემშვიდობე და ჩემი შეყვარებულის სანახავად წავედი. მთელი დღე ეცალა და გადაწყვეტილი გვქონდა, საღამომდე ერთად ვყოფილიყავით. ბევრი ვიბოდიალეთ, რესტორანში ვისადილეთ და ბოლოს, როცა უკვე მზე ჩავიდა და მთვარემაც ამოყო თავი, მისი სახლისკენ გავუყევით გზას 
ნელ-ნელა, ფეხით. 
ის იყო უკვე მის ქუჩაზე შევუხვიეთ, რომ გვერდით ვიღაც ბიჭმა ჩაგვიარა. მოულოდნელად ჩემს შეყვარებულს ჩანთა გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა. ძალიან სწრაფად გარბოდა. მივხვდი, რომ ვერ დავეწეოდი. ჯიბეები მოვიჩხრიკე. იარაღი არ მქონდა წამოღებული, არც დანა. ერთადერთი, რაც ხელში მომხვდა, ჩანგალი იყო. 
დილას მერე ჯიბეში მედო. ამოვიღე და იმ ბიჭს ვესროლე. ბედად უეცრად უკან გამოიხედა და ჩანგალი პირდაპირ მარჯვენა თვალში მოხვდა. მგონი ქალაქის ყველა უბანში გაიგეს მისი ღრიალი...
უგონოდ დაეცა ძირს. მე სასწრაფოდ მივუახლოვდი, ჩანთა ავიღე, შეყვარებულს ხელი გადავხვიე და გზა განვაგრძეთ.
მერე, მახსოვს, ბებიაჩემი მთელ სახლში დაეძებდა, ახალ 
დანა-ჩანგლის კომპლექტს ერთი ჩანგალი აკლიაო.

მეოთხე ოთახი
`ოთხი ოთახი~ ნანახი გაქვთ? მაგარი ფილმია ძაან. რაც იქ ხდება მეოთხე ოთახში, ტარანტინოს გადაღებული რომელიცაა,
ფაქტიურად ჩვენც იგივე მოგვივიდა. 
ბაკურიანში ვიყავით ძმაკაცები. 
სასტუმროში. ჩვენი ოთახის ნომერი ოთხიანი გახლდათ, თუ არ ვცდები. საოცარი დამთხვევაა. ჰოდა, იმ დღეს მაგრად დავთვერით და ერეკლემ თქვა, მოდი რამე საკაიფო ვქნათო რა. მერე სანთებელა ამოიღო და ვინც ამას ათჯერ ზედიზედ აანთებს, ჩემ პორშეს ვჩუქნიო გამოაცხადა. მაშინვე `ოთხი ოთახი~ მომაგონდა. უეჭველი ამასაც იქიდან ახსოვდა.
ოღონდ თუ ვერ აანთებს, მაშინ ნეკა თითი მოეჭრებაო.
მე, გიომ და ნიკუშამ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე ერეკლეს.
მინდოდა პორშე და ჩემი ნეკა თითი დავიკიდე. 
სანთებელა გამოვართვი. ერეკლემ გრძელი დანა ამოიღო და ჩემ თითს დაადო. ავნერვიულდი, მაგრამ ბოლომდე დავიკიდე და დავიწყე.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და...
ათი. ბოლომდე გამიმართლა.
ის სანთებელა ახლაც შენახული მაქვს, პორშე კი მალევე
დავლეწე.
მარშუტკა
ციხეში ჯდომა მირჩევნია რა, მარშუტკაში ჯდომას. რაღაც საზიზღარი სუნი მაინც არ დგას. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც მიწევდა მარშუტკით მგზავრობა. იმ დღესაც სადღაც მივდიოდი. 
საერთოდ, როგორც წესი, ფულს არ ვიხდიდი ხოლმე. არც იმ დღეს გადავიხადე და პირდაპირ ჩავედი.
უეცრად გავიგონე, რომ მძღოლმა შეიგინა. ვერ მოვითმინე. ჯიბიდან ორმოცდაათთეთრიანი ამოვიღე, ქამრიდან კი იარაღი.
ხურდა ფული ავაგდე, იარაღი ზუსტად დავუმიზნე და გავისროლე. შუბლში მოხვდა. თავი საჭეზე ჩამოუვარდა. მელოტ კეფაზე, ყვითელი მონეტა მოჩანდა. 



* * *
არ ჯობდა ჩუმად ყოფილიყო? ვინმემ არ თქვას, რომ მე ვარ
დამნაშავე ამ ამბავში. მარშუტკის მძღოლებო! ფრთხილად იყავით. უფრთხილდით ჩემნაირებს.

სისხლიანი საღამო
უკვე ძალიან ღრმად შევტოპე. საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. იმ საღამოს ნიკუშასთან ვაპირებდი ასვლას ფეხბურთის საყურებლად. მანჩესტერი თამაშობდა. იქამდე კი ქუჩებში დავბოდიალობდი უაზროდ. 
მომშივდა. იქვე ერთი დიდი რესტორანი შევნიშნე და შესვლა გადავწყვიტე. შესასვლელში დაცვამ გამაჩერა. უნდა გაგჩხრიკოთო. არადა სამი სასროლი და ორი დანა მედო. უარი ვუთხარი. მაშინ აქ ვერ შემოხვალო. 
ძაან ნერვებზე ვიყავი და მოთმინების ძაფი წყდებოდა. მეთქი, გეუბნები არაფერი არ მაქვს და სიტყვაზე არ მენდობი-თქო და არაო, იმ ნაბიჭვარმა. ჰოდა, მაშინ, ც მოვტყან-თქო. ამოვიღე და ვესროლე. მაგასაც, დაცვის სხვა წევრებსაც და ხალხსაც. თან ვიგინებოდი და თან 

ვისროდი. უმისამართოდ. 
ტყვიები რომ გათავდა სასროლებში, დანები ამოვიღე. ერთი ვიღაცას გავუყარე, ერთი ვისროლე და მერე მოვხიე. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. ცხოვრებაში არასდროს ჩამიდენია ასეთი უაზრობა. რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოვკალი. ასე სირბილით მივედი ნიკუშას სახლამდე. იქ ცოტა დავწყნარდი და ფეხბურთსაც ვუყურე...

77...
ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა. 
მთელი უბანი გარეთ იყო. ბევრი, ალბათ, ვერავინ მცნობდა. უკვე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც იქიდან გადავედი. ალბათ ხვდებოდნენ, რატომაც ვიდექი სახურავზე. ხელები გავშალე და სახე ნიავს შევუშვირე. ხალხი თანდათან მრავლდებოდა. ზემოთ ამოსვლას ვერავინ ბედავდა. 
იდგნენ და თითქოს ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. დავიხარე, თასმები შევიხსენი, ფეხსაცმელები გავიხადე და იქვე მივაწყვე. ძველი, გახუნებულების გვერდით. სირენები გამაყრუებლად კიოდნენ. ყველაფერი წამებში მოხდა. სახურავზეც მოესწროთ ამოსვლა. სასწრაფოდ მომვარდნენ, ძირს დამაგდეს და ხელბოკილები გამიკეთეს. 
მერე იყო სასამართლო,
127 წელი მომისაჯეს. მერე კი ციხე.
ეჰ, ვერ მოვახერხე 77-ე... 

კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1060 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]