ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:28
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:23 ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები(თავი მეორე) | |
რა თქმა უნდა სკოლიდან გამრიცხეს. ძლივს გადავურჩი `მალალეტკებში~ ჩაჯდომას, მამაჩემმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადა. ზღვაზე ქობულეთში ვისვენებდი. პირველად ვიყავი მშობლების გარეშე. მე და ჩემ ორ ძმაკაცს გვერდიგვერდ ოთახები გვქონდა აღებული. ჩემი შეყვარებული ნუცაც ამ სასტუმროში ცხოვრობდა. ოღონდ, სამწუხაროდ, მარტო არ იყო, დედა და პატარა ძმა ახლდნენ. მაინც ყოველდღე ვხვდებოდით პლაჟზე, მერე კაფეებში ვპატიჟებდი, საღამოობით კი - დისკოტეკებზე. მოკლედ, სულ ერთად ვიყავით რა. ერთ მშვენიერ მზიან დღეს კენჭებზე ვიწექი და ვირუჯებოდი. შიგადაშიგ შეყვარებულს ვუცქერდი, რომელიც იქვე, ნაპირთან ახლოს ცურაობდა. უცებ შევნიშნე, რომ რამდენიმე ბიჭი მიუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებულად ცუდად უყურებდა. წყალიც კი შეაწუწა. ნუცამ თავი აარიდა და გაცურა. მერე საერთოდ ამოვიდა წყლიდან, ჩემს გვერდით გაშალა პირსახოცი და დაწვა. ეხლავე მოვალ-თქო ვუთხარი და იმ ბიჭისკენ წავედი. არ მინდოდა ჩხუბის წამოწყება და გარჩევები. თან ძმაკაცებთან ერთად იყო, მე კიდე არავინ არ მახლდა. ამიტომ მივედი და პირდაპირ ვეუბნები: _ ძმაო, შევეჯიბროთ. _ რაა? _ უხეშად მიპასუხა. არ შევიმჩნიე და გავაგრძელე. _ გავცუროთ რა, მაზიანზე. _ ბაზარი არაა, _ გაეღიმა, _ ისე, რო იცოდე, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ ცურვაში. _ მე ნოლგზის, _ მივუგე ირონიულად, _ ას დოლარზე. _ მოსულა, ჩაბარება როდის? _ დღეს საღამოს, _ ხელი ჩავურტყი და გავცურეთ. რა თქმა უნდა, გამასწრო. შორს გავედით. ნაპირი თითქმის აღარ ჩანდა. იმ ბიჭს ვანიშნე, მოიგე-თქო. გაჩერდა, მე კი ღრმად ჩავყვინთე. დიდ ხანს შემეძლო სუნთქვის შეკავება. მის ზურგს უკან ამოვყვინთე. ხელები ყელში წავავლე და იქამდე მეჭირა ასე, სანამ არ დაიღრჩო. ხელი გავუშვი და ერთი ათი-თხუთმეტი წუთი ზურგზე ვიწექი. ის ნელ-ნელა იძირებოდა. საქართველოს სამგზის ჩემპიონი. ალბათ, უკვე ფსკერზე იქნებოდა, როცა უკან გამოვბრუნდი და განგაში ავტეხე. არ ვიცი, რა დაემართა, ჩაყვინთა და აღარ ამოუყვინთავს-თქო. მე წინ ვიყავი, ის უკან იყო და კარგად ვერ ვხედავდი-თქო. მაგის ძმაკაცები ძალიან დაბნეულები ჩანდნენ, თუმცა ჩემთვის არაფერი უკითხავთ და არც მე დავიწყე ახსნა-განმარტებები. უსიტყვოდ გავოწოდე ერთ-ერთ მათგანს ას დოლარიანი და ჩემი სასტუმროსკენ გავწიე წყნარად. ქობულეთში თვის ბოლომდე დავრჩი. მშვენიერი ზაფხული იყო. * * * ეხლა ტყეში ვარ. უკვე ორი დღეა, რაც ციხიდან გამოვიქეცი. ალბათ, მალე მომაგნებენ, მაგრამ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი ჩანაწერების ბლოკნოტი თან გამოვიყოლე, რაღაც ძველი ფანქარიც მაქვს და მგონი ჯობია წერა განვაგრძო. უბედური შემთხვევა ზაფხული იყო. ცხელი ზაფხული. წყნეთში ვიყავით, ძმაკაცის აგარაკზე. ორსართულიანი სახლი ჰქონდა დიდი მანსარდითა და გრილი ვერანდით. თუმცა იმ დღეს ისე ცხელოდა, ვერანდაზე გაჩერებაც შეუძლებელი გახდა. მეორე სართულზე ჯოკერს ვთამაშობდით და მუსიკას ვუსმენდით. მგონი, ემინემს. თამაში მალე მომბეზდა და ადგილი ერთ-ერთ გოგონას დავუთმე, რომელიც ოთხეულში ვერ მოხვედრილიყო. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ხელში დანას ვათამაშებდი. მართლაც ძალიან ცხელოდა. უეცრად დანა შემთხვევით ხელიდან გამივარდა. სწრაფად დაეშვა ქვემოთ. ამ დროს სახლს მოხუცი მემაწვნე ქალი მოსდგომოდა. ის იყო, აპირებდა დაეყვირა, `მაწონი, მაწონიო~, რომ ჩემი დანა ყელში მოხვდა. ძალიან დამწყდა გული... მაწვნის ქილებით სავსე ჩანთა ხელიდან გაუვარდა და სულ დაემსხვრა. არადა, როგორც მერე გავიგე, მთელ წყნეთში ეს ყველაზე კარგი მაწონი ყოფილა. * * * ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მამაჩემმა, მგონი, მაშინაც ბევრი ფული დახარჯა. რავი, მემაწვნის შვილებს დიდი პრეტენზიები აღარ გაჩენიათ. სასტიკი მკვლელობა მოვკალი. ბოლო დროს ძალიან მიშლიდა ნერვებს. იმ ღამით მაინც განსაკუთრებულად გამაგიჟა და მოვკალი. გულში გავუყარე დანა. მერე კი გაცოფებულმა ხელები, ფეხები, ფეხის რამოდენიმე თითი და თავი მოვაჭერი. სულ სისხლში ვიყავი ამოსვრილი. სააბაზანოში გავედი და ცოტა მოვწესრიგდი. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის შემეშინდა, ისე საშინლად გამოვიყურებოდი. ოთახში დავბრუნდი. მხოლოდ ერთი პატარა ნათურა ბჟუტავდა. სხეულის მოჭრილი ნაწილები ხალიჩაზე ეყარა. ფანჯარა ღია იყო და გარედან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ბნელოდა. მთვარე ღრუბლებს ამოფარებოდა. უეცრად ჩემ თავზე გავბრაზდი. კარგი, მოვკალი - მოვკალი, ნაწილებად რაღას ვჭრიდი-თქო. ახლა ამის შეგროვება და გადაყრა არ გინდოდა?! გაბრაზებული ერთ-ერთ მოჭრილ ხელს დავწვდი და ფანჯრიდან მოვისროლე. რამდენიმე წამში ერთი ფეხიც მივაყოლე. ამან ცოტათი დამაწყნარა. რაღაც დიდი, ტომარასავით პარკი ვიპოვე, ყველაფერი შიგნით ჩავყარე, ჩემი შავი ქურთუკი მოვისხი და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოს მახლობლად ვიღაც ყმაწვილი შევნიშნე. გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე და მომჩერებოდა. მივუახლოვდი, დავიხარე, ჩემი გადმოყრილი ხელი და ფეხი ავიღე და პარკში ჩავყარე. თან ამ ყმაწვილს ავხედე, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე, ვანიშნე ჩუმად იყავი-თქო და იქაურობას გავეცალე. * * * ერთი პირობა კი ვიფიქრე, ის ბიჭიც მომეკლა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. იქნებ კიდევ ერთი დიდი მკვლელი ეზრდებოდა ჩვენ ქვეყანას მისი სახით. ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა ის შემთხვევა, ჩემს ყოფილ გოგოსთან და იმის ახალ ბიჭთან დაკავშირებული. მერსედესი ამ გოგოს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. საზიზღარი ტიპი იყო. ცამეტი წლიდან უკვე რაღაცნაირად ქალურობდა და ეზოშიც აღარ ჩამოდიოდა ისე ხშირად. ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა კიდეც. ორსულად იყო. ისე მოხდა, რომ ქუჩაში შემხვდა. გადავკოცნე და მოვიკითხე. გადასასვლელზე ერთად გვიწევდა გადასვლა. უეცრად შევნიშნე, რომ ვერცხლისფერი მერსედესი მოქროდა ძალიან სწრაფად. იმ წამსვე დამებადა ჩემებური, საინტერესო იდეა. გოგოს უკნიდან, ვითომდა შემთხვევით ხელი ვკარი და ისიც პირდაპირ მანქანის ბორბლებ ქვეშ აღმოჩნდა. დაიღუპა. ჩემზე ეჭვი არავის აუღია, ყველამ ჩათვალა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. მე კი არც ერთი პანაშვიდი არ გამიცდენია. სუბოტექსი იჩხირავდნენ. სუბოტექსს. ჩემი უბნელი, ჩემ თვალწინ გაზდილი ოთხი, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ბიჭი. მთელ დღეებს იმაზე ფიქრში ატარებდნენ, ფული სად ეშოვათ, ბოლოს ძლივსძლიობით შოულობდნენ, ყიდულობდნენ ერთ აბს და ერთად იჩხირავდნენ. ვერ ვუძლებდი იმათი გამოშტერებული, გამოთაყვანებული სახეების ყურებას. ძალიან მწყდებოდა მათზე გული, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარაფერი აღარ ეშველებოდათ. ერთხელ ჩემს სადარბაზოში წავასწარი. ოთხივე ერთად იყვნენ. რაღა თქმა უნდა, გაჩხერვას აპირებდნენ. ამოვიღე იარაღი და ოთხივეს სამ-სამი ტყვია ვესროლე გულში. სუბოტექსის დედა... * * * ეჰ, მგონი მომაგნეს. ძაღლების ყეფა და რაღაც საეჭვო ხმები მესმის. ალბათ, მომკლავენ. მე არავითარ შემთხვევაში არ ჩავბარდები და ალბათ მესვრიან. შეიძლება, მეც მოვახერხო ერთი-ორის დაჭრა მაინც. კარგი გრძელი დანა მაქვს. არ ვიცი, რა მოხდება... იქამდე კი ჯერ ჩუმად ვზივარ და ამ ჩანაწერს ვაკეთებ. თუ ჩემი მოგონებები ამით მთავრდება, ესე იგი, მომკლეს, ხოლო თუ არა... გაგრძელება იქნება... ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები 2 77. ბავშვობის ძმაკაცთან ვიყავი. ნიკუშასთან. სანამ მე სხვაგან გადავიდოდი, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ოთხ სართულიან სახლში. იმ დღეს მასთან ვაპირებდი დარჩენას. ლუდს ვსვამდით და ფეხბურთს ვუყურებდით. მანჩესტერი თამაშობდა, ჩემი საყვარელი გუნდი. შესვენების დროს ნიკუშამ არხების გადათვალიერება დაიწყო. სადღაც საინფორმაციო გამოშვებას წააწყდა და გააჩერა. პირდაპირი ჩართვა იყო ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნიდან. მაგიდებს შორის პოლიციელები დარბოდნენ, ექიმებს საკაცეებით გაყავდათ დაშავებულები, ჟურნალისტი გოგონა კი სხაპასხუპით ლაპარაკობდა: _ მოკლულია თოთხმეტი და დაჭრილია შვიდი ადამიანი. ამათგან ორი დაღუპული ქალია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ეს ყველაფერი ახალგაზრდა, გამხდარმა, შავგვრემანმა ბიჭმა ჩაიდინა, რომელიც რესტორანში უეცრად შევარდა გინებით და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა. ისროლა რამდენიმე დანაც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა მის ფოტორობოტზე. ეჭვმიტანილის ადგილზე დაკავება ვერ მოხერხდა. მან მოასწრო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. იმედი ვიქონიოთ, რომ... ტელევიზორს ლუდის ბოთლი ვესროლე. აფეთქდა. ნიკუშამ თავი ჩაღუნა და უკომენტაროდ გავიდა ოთახიდან. თვალები დავხუჭე და ჩავფიქრდი. ალბათ ერთი საათი მაინც ვიყავი ასე. ყველა მკვლელობა გავიხსენე, რაც კი ჩამედინა. სულ 76 გამოვიდა. ერთიღა რჩებოდა 77-მდე. ბავშვობიდან მიყვარდა ციფრი შვიდიანი. ვხვდებოდი, რომ მალე დამიჭერდნენ... გადავწყვიტე 77-ე მკვლელობაც განმეხორციელებინა. თუმცა ვინ უნდა მომეკლა? გარეთ ვერც გავიდოდი, ძაღლები ყველა ქუჩის კუთხეში იყვნენ ჩასაფრებულნი. უეცრად მაგარი აზრი მომივიდა. ნიკუშასთვის არაფერი მითქვამს, ისე გამოვედი სახლიდან და არც ისე გრძელი კიბით (სახლი ოთხ სართულიანი იყო), სახურავზე ავედი... ქვა ბავშვობაში ერთი გოგო მომწონდა უბანში, თიკო. ის კიდე სხვისი შეყვარებული იყო, ლევანის. ჩემი მეზობლის. ბევრი ვიფიქრე, რა მექნა და ბოლოს ლევანის შეშინება გადავწყვიტე. ერთ დილას ადრე გავიღვიძე და ეზოში გავედი. მოზრდილი ქვა ვიპოვე და ზედ წინასწარ გამზადებული ფურცელი შემოვახვიე, რომელზეც ეწერა: თიკოს თავი დაანებე, თორე დაგერხევა!!! მერე მისი საძინებლის ფანჯარასთან მივედი და ქვა ვესროლე. ფანჯარა ხმაურით ჩატყდა, მე კი ჩუმად მოვტყდი იქიდან. ჩემ სადარბაზოში დავიმალე. რამდენიმე წუთში სირენების ხმა მომესმა. კინაღამ გული გამისკდა. პოლიცია მეგონა, მაგრამ სასწრაფო აღმოჩნდა. თეთრ ხალათიანები ლევანის სადარბაზოში შეცვივდნენ. ვერც ვიფიქრებდი, ეს ყველაფერი ჩემ გამო თუ ხდებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში საკაცით ლევანი გამოიტანეს. თავი შუაზე ქონდა გადახსნილი. ბევრს ეცადნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ამბავი ასე თუ დამთავრდებოდა, ვერც კი წარმომედგინა, მეგონა ქვა უბრალოდ იატაკზე დავარდებოდა. ეგ წაიკითხავდა და თიკოს თავს დაანებებდა. თუმცა პირდაპირ თავში მოხვდა. ძალით ნამდვილად არ მინდოდა. თვე ნახევრის შემდეგ თიკო ჩემი შეყვარებული გახდა. ლევანი არცერთს აღარ გვახსოვდა. ფეხბურთი ფეხბურთს ვთამაშობდით. მაზიანზე. უბანი უბანზე. ექვსამდე. ოთხი-ოთხზე მეკარეების ჩათვლით. იმათ უბანში ვიყავით. პატარა მოედანი ჰქონდათ. ჯერ მარტი იყო, თანაც საკმაოდ სუსხიანი, მაგრამ მაინც შორტები და მოკლესახელოებიანი მაისური მეცვა. სუფთა საფეხბურთო განწყობაზე ვიყავი და წაგებას, ალბათ, ვერ შევეგუებოდი. არადა, აშკარად ჩვენზე ძლიერები იყვნენ. თხუთმეტ წუთში უკვე ოთხი გოლი გაგვიტანეს, ჩვენ კი საპასუხოდ მხოლოდ ერთი. ვცდილობდი შეტევა წამომეწყო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ჩემი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა. მეხუთე რო შეგვიგდეს, თავი ვეღარ მოვთოკე. გეტრები ჩავიწიე, შიტოკებში შენახული დანა ამოვიღე და გავშალე. ირგვლივ უამრავ გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ იმ წუთში არაფერი არ მაინტერესებდა. ჯერ იმას დავარტყი, ვინც ბოლო ბურთი გაგვიტანა, მერე მეკარესთან მივვარდი და მუხლში გავუყარე. დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. მე კი გაშმაგებულმა, გაშლილი დანით ხელში, ხუთი გოლი შევაგდე ცარიელ კარში, რომლის მარჯვენა ძელთანაც დაჭრილი მეკარე ეგდო. ბოლოს ბურთიც გავხეთქე და შინ გამარჯვებულები დავბრუნდით. მასწავლებელი მეათე კლასში ვიყავი. მიყვარდა სკოლაში სიარული. ძირითადათ იმიტომ, რომ მეგობრებს ვხვდებოდი და მერე შატალოზე მივდიოდით ერთად. სწავლას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ვცდილობდი თავი არ შემერცხვინა. ყველაზე მეტად ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი. ერთხელ ფიზიკაში საკონტროლო გვქონდა... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |