.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » აქ წუხელ ღამე იწვა
16:43
აქ წუხელ ღამე იწვა

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

გათენდა
მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ჩემი ფიქრების წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 832 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]