.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


მე ჩავიკარგე დროის მკლავებში,
წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა,
გზა მიდიოდა უცხო მხარეში,
გულს აუხდენელ ოცნების სწამდა.
გზადაგზა ფიქრი იხლართებოდა,
გადავუხსენი საკინზე მიწას,
ბევრჯერ იმედიც ისახებოდა,
ბევრჯერაც ავცდი სასურველ მიზანს.
დავუახლოვდი ზოგჯერ სიგიჟეს,
ნისლად ვედინე მწვერვალებს მთისას,
ვერ ვერეოდი დროის სიმკვირცხლეს,
ვგავდი ღამეში გაბნეულ სიზმარს.
ჩემმა ლექსებმა ცის კიდე დაწვეს
და მარტოსული ვმღეროდი ჩემთვის,
დროის ხარებმა დღეები დახნეს,
მე კი ჩემს აზრებს ყინულზე ვთესდი.
მერე სამყაროც იქცა სიჩუმედ,
თმებში ჭაღარაც შემომელია,
დამიმარტოვა ფიქრთა სიუხვემ,
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 883| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. 

შენი თვალების ნაცნობი ფერი 
მაკლია მაშინ და მენატრება, 
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი 
არ ვიცი, ასე რად მემართება. 

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, 
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი 
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს 
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. 

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... 
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, 
და მაინც თუკი ჩემი იქნები 
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. 



წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .


ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?!
სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი...
გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს
და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...

რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?!
ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად?
ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა!
და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.

როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე
და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე
მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.

მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია
ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?!
ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...



რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი
მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,
შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი
და საპატარძლო კაბაში იდგე.
შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,
არა,არ დაშრე შენი კვნესამე,
უნდა იწამო მთელი სამყარო,
მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.
გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,
მე სიყვარული მალაპარაკებს,
თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი
და მიათვალე იგავ-არაკებს.
მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს
შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,
ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს
იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში. 



სად ხარ,წვიმებმა ხომ არ წაგიღეს, 
ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, 
ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი 
და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?! 

ვის შევეკითხო არის კი ვინმე 
ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, 
ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, 
ვერც აბთანდილი ხსნათა მწუობელი. 

ეს წვიმაა თუ ღვარად დინება 
ასმათისა და შენი ცრემლების, 
მე არა ვტირი თავისით ხდება... 
სისხლით და წყალით ლბობა ხელების. 


ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, 
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, 
ბედნიერება მარტოობაა, - 
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული? 

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, 
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, 
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, 
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე. 

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, 
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, 
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - 
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს? 


ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო: 
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, 
ალბათ... 
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი: 
"უზრდელი ხარო”–მომახალა, 
არც ისე წყნარად. 
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს 
გაუგებრობა... 
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც, 
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს 
და იმის შემდეგ არ მინახავს, 
გამქრალა სადღაც. 

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი, 
ეს იყო ცივი შიში...  ... კითხვის გაგრძელება »


ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია... 
და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია 
ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით, 
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით... 

სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს 
და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს... 
ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს, 
მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს. 

მივყვები ცხოვრების დინების კვალს, 
ვუყურებ მე შენს ცრემლიან თვალს, 
მაგრამ ეს ცრემლი ეკუთვნის სხვას 
და ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს... ... კითხვის გაგრძელება »


ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, 
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. 
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, 
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. 

მაგრამ განგებამ, ასე ინება 
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, 
უსიყვარულოდ და უიმედოდ, 
დავეხეტები ცალი მიწაზე. 

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, 
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. 
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ 
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე 
« 1 2 3 4 5 6 7 ... 94 95 »