ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?
ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?
|
ნურასდროს მეტყვით – რომ თვალები სულის სარკეა, ნურასდროს მეტყვით – რომ სიტყვები გრძნობის მახეაქ, ნურასდროს მეტყვით – სიყვარული ერთადერთია, ნურასდროს მეტყვით – სიყვარული თავად ღმერთია,
ნურაფერს მეტყვით სიყვარულზე , ჩემთვის ერთია , ჩემი ფიქრები , ჩემი გული დასერილია , არაფერს არ გთხოვთ , აგარაფრის არ მეშინია , გრძნობები ჩემი ხომ საბოლოოდ გათელილია……
|
მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა
|
იყო გოგონა და იყო ბიჭი ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ
მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში
მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს ნერვიულობა მისი არ სურს
|
ჩემი სიგიჟე ცივ სამარეს ჩაუკრავს გულში... და მე დავცქერი ცრემლიანი თვალებით ახლა... ვიცი მარტო ვარ... და სიგიჟეს დიდხანს ვიტირებ... სანამ ამ თვალებს დაეტყობა დარდისგან დაღლა... ვიცი, ჩემსავით რომ ამქვეყნად ბევრს უტირია... თუმცა სიგიჟეს ბედნიერი წუთებიც ახლდა... და ახდენილ თუ აუხდენელ ლამაზ ოცნებებს ცივ სამარეში სიგიჟესთან ჩემსავით მარხავს... მშვიდობით ჩემო ტკივილო და ჩემო ოცნებავ!.. ჩემთვის ვარდისფერს დაეფარა დღს შავი ფარდა... მინდა გჯეროდეს, სხვა სიგიჟეს აღარ დავუშვებ, და არც არასდროს არ ვინანებ იმას, რაც მწამდა!
|
არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
|
რამდენიმე დღე შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო, ( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)... სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,- არ ვიცი რატომ,- შენი დანახვა ძველებურად არ უხარია! ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს სანთლად ავანთებ... სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო: ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი, დაგანამდვილე. და ახლა მინდა- ისევ ნატვრად გადაგაქციო! ისევ ოცნებად! ისევ ფიქრად და მოლოდინად! რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი, მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე და ამ მოტივმა- კვლავ შენი ნახვით ამიცხადოს ეს მოლოდინი.
|
არც დასაწყისი, არც დასასრული, მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური, რად გინდა ჩემი გამსკდარი გული, სხვის სიყვარულში გამოტანჯული.
თავის მართლება არც კი მიცდია, ვინ გამამართლებს თავგზაარეულს, შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას, საბედნიეროდ დაგვიანებულს...
|
მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს, თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს, შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან. დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს, დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ, და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ. მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით, შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.
|
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა. შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
|
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 94 95 » |