ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა. ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა. ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა... ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია..
|
მოდით,იხილეთ ბრწყინვალებით ეს სიყვარული, თუმც კი დაახშო მან ეული ეს ჩემი გული. ამ თვალთ სიღრმეში ჩაიძირა ჩემი სამყოფი ვიგრძენ მის მშვილდთA ძალა იგი,სულთა-გამყოფი ყველას არ მოკვეთს,გარეშე მყოფს ეს სიყვარული ვისაც კი ძალუძს,რომ ამ გრძნობით იმშვიდოს გული. მხოლოდ იგია ბედნიერი,ღირსი,რჩეული, ვინც შემძლებელ არს,ერთგულებით დარჩეს მსახური
|
განა ვტირი?ალბათ წვიმა შემხვდა გზაში უძილობამ ოცნებები ჩემში ძლია. ავქვითინდე?არავითარ შემთხვევაში სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია. ამაყი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის ძლიერი ხარ?ეს თვისება ჩემშიც არის? უდარდო ხარ?გადავიღებ ჩვევას შენგან მაგიერად მე გული მაქვს შენ კი არა!
|
ნუ გეგონება რომ დაგივიწყე ფიქრები ფირზე ადრე მოდიან, ასეთი წმინდა და სანატრელი მენატრებოდე,ძნელი როდია. ამ მონატრების მწუხარე ტაღებს სანაპიროდან ნეტავ რას მოაქვს? გამორიყული გრძნობა გულისა ფურცლის ხაზებზე კალამს გადმოაქვს. ფერად ნიჟარებს ვიღაცა ითვლის, გრძნობას ვერ ამჩნევს..დასანანია, მარილიანი ცრემლები ზღვაში ხომ სიყვარულის ან -ბან -განია.
|
შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი, უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი. ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი. ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი, იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი, არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი. თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი, ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი. ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი
|
დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემილამაზე ეს ავბედითი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა,ოღონდ ლურჯი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო, ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე,ოღონდ თეთრი არ დამიხატო.
მე აღარ მომწონს შემოდგომით ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო,სადაფის ფერი? თეთრი ზამთარი მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი, ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია, ზღვაც დამიხატე,ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა, ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
|
იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა, ხმები დაძრწოდნენ ავი სულების, თითქოს ეშმაკიც ამას ელოდა, თითქოს კარებში იდგა დემონი.
ქარი არხევდა დარბაზში ფარდებს, და მუმიებიც ნელა დგებოდნენ, ისმოდა ხმები,აღებდნენ კარებს და სიბნელისკენ მიაბიჯებდნენ.
შიშმა შემაკრთო, ხმა ჩამივარდა, წყვდიადი იდგა ავად მზირალი, და იმ ბოროტმა მწარე სიზმარმა, გამომაღვიძა მე მომტირალი.
|
სიყვარულის სადღეგრძელო
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს, უკითხავად რომ გაგიღებს გულის კარებს, ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო, დაგაწყნარებს და სრულ სიმშვიდეს მოგავლენს. მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც რომ მთელი ღამე არ გვაძინებს, ოცნებებში ჩაძინებულს ყოველ დილით, სიხარულით აღსავსეს რომ გაგვაღვიძებს!
|
დამიწერე სულ პატარა ლექსი, შენ სტრიქონებს მოვეფერო მინდა, დამიწერე სულ პატარა ლექსი, შენი მშვიდი თვალებივით წმინდა. დამიწერე,რომ ცრემლები მშვენის, რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა, დამიწერე,რომ ლექსი ვარ შენი, რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა... დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი მშვიდი თვალებივით წმინდა...
|
ვეღარ მივაბი სტრიქონი სტრიქონს, კვლავ შემაცივდა კალამი ხელში, გადაეცალა ფერები გრძნობებს და ჩაიძირა სამყარო ბნელში.
მე ახლა სხვა ვარ, სხვა არის ღმერთიც, აღარ ვეგები ამ მიწას ფეხქვეშ, გახდა სამყარო სუფთა და წმინდა, ნუ იყურები ეშმაკო ქვეშ-ქვეშ. . .
მინდა შეგშურდეს, აღარ ვარ მკვდარი, სული წაგართვი ამ წუთას ბებერს და ახლა ისე, როგორც არასდროს,
|
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 94 95 » |