არყის და ვერხვის ფოთოლთა შორის ხეივნის ბოლოს,პატარა ხიდთან, გამოკრთა შუქი მსუბუქი კაბის, როგორც ღიღილო-ლურჯი დაწმინდა.
შენი ხატება შუქმოელვარე ჩემს ხელისგულზე ფართატებს თითქოს და ვუფრთხილდები,როგორც პეპელას, რომელიც წასვლას აღარსად ითხოვს.
გავიდნენ წლები.მე ბედნიერი ვიყავი,თუმცა უშენოდ ვცხოვრობ, მაგრამ დრო და დრო შემიპყრობს შიში:
|
ძოწისფრად ალეწილხარ...ქალო, მარტოსულო... თვალებში ჩაგდგომია სიმშვიდის გაოცება, ფრესკის წინ დამდგარი...ცრემლებით ლოცულობ... ეგ შენი ღიმილი დარდმა რად მოცელა. გიმზერ და...მგონია სამყარო ბობოქრობს... და შენი სინაზეც ქარს მიაქვს აფრებად, ო,ღმერთო...მაისში როგორ თოვს,როგორ თოვს... დღეს შენი სურნელით...სიფხიზლეც დათვრება. სიჩუმით ხმაურობ...ქალო,მარტოსულო... ამაყად დაივლი მდუმარე ვერანდებს.... ჰეი,სერაფიტო..ძევახის ასულო... რატომღაც დღეს ჩემს სულს...შენ შ ე მ ო ე ნ ა ტ რ ე.
|
ობობოლი არ ვარ, მაგრამ რაც დავიბადე მას მერე მარტო ვარ.. არ ვარ ღარიბი, მაგრამ დღემდე ვერ მიყიდია საკუთარი ბედნიერება.. არც მშია.. არც მწყურია.. არ მოვკვდები, მაგრამ მაინც გთხოვ "დამეხმარე რითიც შეგიძლია და.. გადამარჩინე!" სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ მე რაც მეკუთვნოდა ის დამიბრუნე მხოლოდ.. ხელი გამომიწოდე, მაღლა ამახედე და მოსვლა მასწავლე.. წასვლა შენით მეტკინა პირველად.. შენით გავიგე რო წასვლის ფასი ამქვეყნად არაფერია.. ავითვისე, შევძელი.. ახლა მოსვლაც მასწავლე.. მანახე როგორ უნდა.. დაბრუნება მასწავლე.. ქვაფენილზე მიმავალმა სხივები რო წაიღე ისინი დამიბრუნე და ისევ ამინთე ნაპერწკლები თვალებში.. დაანთე ცეცხლი რომელიც ორივეს აუცილებლად დაგვწვავს.. ოღონდ მოდი..
|
დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე, სისხლს შევურიე შავი ზედაშე, ყველა სათქმელი ლექსებად გწერე, რარიგ გვიყვარდა ლექსი მე და შენ... ვიმღერე ცოტა,რა მოხდა ასე, ღვინოსთან ერთად გავტეხე დარდი და ფიალაში პირამდე სავსე, ტკბილ მოგონებად ბაგესთან მყავდი. მოვირგე კარგად თამადის როლი, თუმცა სხვა როლი ,მქონოდა მსურდა, ვერ ვითამაშე ამაყი ცოლი, რადგან სიყალბე საშინლად მძულდა. ვიარე მთვრალმა,არვისთვის მითქვამს, ცხელი ცრემლების სამოსი მეცვა, დაკეტილ კართან ვიოდექი დიდხანს და მაშინ მგონი პირველად შემრჩხვა. დაღლილ თვალებში ჩავხედე ბახუსს, თუმც აისამდე ვეღარ ვიარე, ბანცალ-ბანცალით ვტკეპნიდი წარსულს და მივხვდი დროში დავაგვიანე.
|
მე წუხელ შენთან შემოვიპარე, აღარ ბორგავდი, მშვიდად გეძინა, მარტოსულობის ცრემლით ნამული, ობოლი სევდა ზეწრად გეფინა. შენი სურნელით სავსე ოთახი შენსკენ მიხმობდა, შენთან მიწვევდა, დავიხარე და ნაზად გემთხვიე, იქ სადაც მკერდი ძლიერ გიცემდა. ძილის ნისლებში გახვეულიყო ორბის თვალების წამწამთა ბაღი, მხურვალე კოცნა იქაც მოვწყვიტე, წავშალე სხვისი ტუჩების დაღი. შენ გაგეგიღიმა ძილის ღიმილით, ნეტავი იმ დროს რასა ხედავდი? არ გაგაღვიძე, წავედი ჩუმად, გაგღვიძებოდა, ჩემო, ნეტავი
დაამატა : ✿⊱♥⊰✿ ნანიკო ✿⊱♥
|
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი,ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემიწმინდასახელიპოეზიასდარჩება, ჩემი გული დასისხლი– ეს"Memento mori”-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემსგარშემო ციხეა– მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე,სიკვდილს არვიწამებდი, მიწაა რიქნებოდ აჩემთვის შავისამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მეარვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი,ცაზე ანთებულია ვარსკვლავები– სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი,ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო– ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
|
უკვე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ ეს სიყვარული ფიქრებს განაგებს, ვეღარ ვუყურებ თვალებში მთვარეს, მე მისგან ვიღებ უამბრავ ვალებს. "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა" აი ეს სტროფი მოვპარე მეფეს ამ სიყვარულით მე ვარღვევ წესებს, მე ამ გოგონას ვადარებ ჩემ მზეს ეს სიყვარული მე მიშლის ნერვებს.
|
• ტაატით მიიზლაზნება დრო. დრო, რომელსაც უკან ვერაფრით დააბრუნებ... ათასგზის დაატრიალებ თვალწინ ქარბორბალასავით მშვენიერ წამებს, სულს აიფორიაქებ, მაგრამ ყველაფერს ულმობელი დღევანდელობა წაშლის, თვალს გაუსწორებ მწარე რეალობას და ამოიოხრებ. ეჰ... არის კი დრო ყველა ჭრილობის მკურნალი? დაჭრილი სულის წამალი? ვინ იცის... • ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი. ნაცნობი გზების პარამეტრებს, სიზმრად ვამცირებ.. ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ რაღაცას მერჩი, მე კი, შევძელი, ჩემი წასვლით – გადაგარჩინე.. • სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება... • არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი, რა მიყო? ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .
|
თოვს და … ისევ მწარედ ყინავს გულში გავიხედე გარეთ, თბილი მზეა, თბილი მზეა, მხოლოდ ჩემს გულს ათოვს ჩემს სულში ხომ მუდამ გლოვის დღეა...
|
ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის. ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს.... დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის: რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....
სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან. ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ.... სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა. საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.
|
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 94 95 » |